Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ირაკლი სამსონაძე
მწერალი
დაბადების თარიღი 1961

1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1989-1996 წლებში იყო გამომცემლობა "მერანის" თანამშრომელი; ალმანახ "დრამატურგის" მთავარი რედაქტორის მოადგილე და მთავარი რედაქტორი.

არის 17 პიესის ავტორი. 2000 წელს გამოცემული აქვს პიესების კრებული "ტრიპტიქი"; 2001 წელს მოთხრობების წიგნი "გარეუბანი", 2002 წელს რომანი "ყურთბალიში". მისი მოთხრობები შესულია კრებულში "15 საუკეთესო მოთხრობა". მიღებული აქვს საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემია, არის ლიტერატურული კონკურსი "კვალის" გამარჯვებული (2004). 2000 წელს დაჯილდოვდა საქართველოს სახელმწიფო პრემიით. 2004 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია ,,საბა’’.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 06/08/2021
კატეგორია: მწერალი