Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თინათინ სადუნიშვილი
ბიოლოგი
დაბადების თარიღი 1952

1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.

1974-1978 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის (მაშინდელი მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტი), უფროსი ლაბორანტი;

1978-1985 წლებში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-1994 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994-1996 წლებში წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994-2004 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის კათედრის პროფესორი; 1996-2005 წლებში მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2005 წლიდან ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1980 წელს გახდა  ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი; 1995 წლიდან ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია;

თინათინ სადუნიშვილის მეცნიერული ინტერესების სფეროა: აზოტის შეთვისება და მეტაბოლიზმი მცენარეებში; ამონიუმის პირველადი ასიმილაცია; აზოტისა და ენერგეტიკული ცვლის ფერმენტების ფიზიკო-ქიმიური თვისებები, კინეტიკა და რეგულაცია. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

2015 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

თარიღი: 02/08/2021
კატეგორია: ბიოლოგი