Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მედეა (დეა) მეტრეველი
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1978

2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა, სპეციალობით ბიზანტინისტიკა და ნეოგრეცისტიკა.

2002-2017 წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში ახალ ბერძნულ ენასა და ლიტერატურაში; 2005 წელს, სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობასთან დაკავშირებით, მოიპოვა ათენის აკადემიასთან არსებული კოსტას და ელენი ურანისების საქველმოქმედო ფონდის სტიპენდია; 2010-2014 წლებში ხელმძღვანელობდა ქართული წიგნისა და ლიტერატურის პროგრამას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში; 2014-2019 წლებში სსიპ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრს; 2015-2018 წლებში ხელმძღვანელობდა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტს; 2012 წელს მედეა მეტრეველი გახდა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის INTERNATIONAL VISITOR LEADERSHIP PROGRAM (IVLP) სტიპენდიანტი, ხოლო 2013 წელს ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის Cultural Leadership International სტიპენდიანტი; 2019 წლიდან მუშაობს ააიპ ქართული ლიტერატურული ინიციატივის დირექტორად; ნეოგრეცოსტიკის დარგში არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის და წიგნის ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა 2006 წელს.

2018 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 30/07/2021
კატეგორია: ფილოლოგი