Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ციალა მაისურაძე
გეოგრაფი
დაბადების თარიღი 1932

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით.

სტუდენტობის დროს მონაწილეობდა კონფერენციებში.

1957 წლიდან მუშაობდა თბილისის 51-ე საშუალო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლად; 1960 წელს "პედაგოგიური კითხვის" მე-14 კონფერენციაზე წაიკითხა მოხსენება, რომელიც იმავე წელს დაიბეჭდა;

1961-1964 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგიის კათედრაზე აკად. ალ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით. იმავე წელს სამუშაოდ გადავიდა იმავე კათედრაზე ჯერ უფროს ლაბორანტად, შემდეგ ასისტენტად; 1969-1972 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის II ჰიდროგეოლოგიურ სამმართველოში ინჟინერ-გეომორფოლოგად, ჯგუფის ხელმძღვანელად, შემდეგ მთავარ სპეციალისტად.

თარიღი: 30/07/2021
კატეგორია: გეოგრაფი