Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნინელი მაისურაძე
ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1937

1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ქართული მუსიკალური ეთნოლოგიის შემსწავლელი საინსტიტუტო საპრობლემო ჯგუფის ხელმძღვანელად, მთავარ მეცნიერ  თანამშრომლად. არის ეთნომუსიკოლოგი. 

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ორი სპეციალობით: ეთნოლოგია, მუსიკალური ხელოვნება.

სადისერტაციო თემა - "ქართული ხალხური მუსიკის წარმოშობის, ჩამოყალიბებისა და განვითარების პრობლემები", დაიცვა 1983 წელს.

თარიღი: 30/07/2021
კატეგორია: ისტორიკოსი