Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გივი მაისურაძე
გეოგრაფი
დაბადების თარიღი 1934

1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოლოგიის სპეციალობით.

1957-1960 წლებში მუშაობდა VII რაიონის ექსპედიციაში (მოსკოვის ფილიალი) ტექნიკოს-გეოლოგად; 1960-1980 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეოთხეულ განყოფილებაში; 1980 წლიდან მუშობდა ალ. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიურ ინსტიტუტში ჯერ უფროს მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე, ხოლო 1995 წლიდან წამყვანი მეცნიერი თანამშრომელია. მისი მეცნიერული მუშაობის სფერო ეხება მეოთხეულ ნალექების სტრატიგრაფიას, კორელაციას, მეოთხეული პერიოდის პალეოგეოგრაფიას,  ვულკანიზმს, პალეომაგნეტიზმს და სხვ. გამოქვეყნებული აქვს 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი გეომორფოლოგიაში, მეოთხეულ გეოლოგიაში, პალეოგეოგრაფიაში. შრომების ნაწილი დაბეჭდილია უცხოეთის გამოცემებში. მონაწილეობდა საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზუმებში (იტალია, კანადა, გერმანია, ჩინეთი, უნგრეთი, თურქეთი, რუსეთი და სხვ.). არის რამდენიმე საზოგადოების წევრი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ახალციხის ქვაბულის მეოთხეული ნალექები და რელიეფის განვითარების ისტორია", დაიცვა 1970 წელს.

2001 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 30/07/2021
კატეგორია: გეოგრაფი