Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თინათინ ოჩიაური
ეთნოლოგი, ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1920

 (1920-2010) - ეთნოლოგი, ისტორიკოსი

 

1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

დაიბადა ეთნოგრაფ ალექსი ოჩიაურის ოჯახში; სამეცნიერო მოღვაწეობა ქართული ეთნოლოგიური მეცნიერების  ფუძემდებლების გიორგი ჩიტაიასა და ვერა ბარდაველიძის გვერდით დაიწყო; მეცნიერი  ძირითადად ქართველ მთიელთა სულიერი კულტურის საკითხებზე მუშაობდა და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს სულიერი კულტურის ეთნოლოგიური კვლევის განყოფილებას. იგი რამდენიმე მონოგრაფიის, სამეცნიერო-პოპულარული წიგნის და ასამდე სამეცნიერო სტატიის ავტორია; მან პირველმა შეისწავლა საქართველოში რჩეულობის ინსტიტუტი ხევსურული ქადაგობის მაგალითზე; მანვე ერთ-ერთმა პირველმა, საქართველოში მითოლოგიური გადმოცემები ისტორიული მიდგომით გამოიკვლია; მისი ხელმძღვანელობით მრავალი ეთნოლოგი გაიზარდა; თ. ოჩიაურის დიდი დამსახურებაა ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის არქივში დაცული ფშავ-ხევსურული საარქივო მასალების გამოცემა.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - " ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან, ქადაგობა ხევსურეთში", დაიცვა 1950 წელს (წიგნად გამოიცა 1954 წელს); 

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოში", დაიცვა 1969 წელს.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 16/07/2021