Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

არსენ ოქროჯანაშვილი
გეოგრაფი
დაბადების თარიღი 1930

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით.

1955-1958 წლებში მუშაობდა ზაქათალის რაიონის სოფ. ალიაბადის ქართულ საშუალო სკოლის მასწავლებლად, შემდეგ კი დირექტორად. 

1958 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. იგი აქტიურად ჩაება საქართველოს კარსტული ფენომენების, განსაკუთრებით, მიწისქვეშა წარმონაქმნების კვლევაში; მონაწილეობდა კარსტოლოგიურ ექსპედიციებში, იკვლევდა გუმისთა-კელასურის, არგვეთა-ოკრიბის, წებელდის, აგრეთვე ასხის, გუმისთის, ბზიფისა და არაბიკის კირქვული მასივებისა და რაიონების სპელეოლოგიურ ბუნებას. ჩატარებული სამუშაოების შედეგად გამოაქვეყნა რიგი სამეცნიერო შრომები. აღსანიშნავია მისი კვლევით სამუშაო ასხის კირქვული მასივის სამხრეთ ნაწილში, სადაც აღმოაჩინა და შეისწავლა რამენიმე ახალი მიწისქვეშა კარსტული სიღრუე, მათ შორის, ტობის გამოქვაბული, რომელსაც მისი გარდაცვალების შემდეგ არსენ ოქროჯანაშვილის სახელი ეწოდა. იგი თანავტორია საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრისა. მან თავისი სიცოცხლე შესწირა ასხის კირქვული მასივის შესწავლას, სადაც იგი 1965 წლის 4 ოქტომბერს მის ფერდობზე ტრაგიკულად დაიღუპა. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს კარსტის შესწავლაში, კერძოდ, ახალი ათონის კარსტული მღვიმის კვლევაში. 

მიღებული აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1962). 

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 16/07/2021
კატეგორია: გეოგრაფი