Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დავით ონოფრიშვილი
ეკონომისტი
დაბადების თარიღი 1961

1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური და სოციალური გეგორაფიის სპეციალობით. 1991 წელს რუსეთის სახალხო მეურნეობის პროგნოზირების ინსტიტუტის ასპირანტურა; 1994 წელს ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტი, სპეციალობით საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი.

1978-1979 წლებში იყო თბილისის ინსტრუმენტალური ქარხნის მუშა;

1984-1987 წლებში სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 

1991 წელს მცირე სამეწარმეო გაერთიანება კონცერნი "საქართველო" - ტურიზმის სექტორის უფროსი; 

1992 წელს ბუნებრივი რესურსების მართვის ინსტიტუტის ლექტორი; კონცერნ "საქართველოს" უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილების გამგე; 1993 წელს ფინანსთა სამინისტროს უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილების გამგის მოადგილე, სახელმწიფო კანცელარიაში ეკონომიკური განყოფილების წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი;

1994-1995 წლებში მსოფლიო ბანკის ექსპერტი-კონსულტანტი (ვაშინგტონი);

1995-1998 წლებში საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 

1998-2000 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი; 2001-2002 წლებში სს "ქართული ფილმი", სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2001-2008 წლებში შპს "სახელმწიფო მარეგულირებელი საბჭო" - გენერალური დირექტორი; 2001-2004 წლებში შპს "საქართველოს სალიზინგო კომპანია" - გენერალური დირექტორი; 2003-2004 წლებში - ვანდერბილთის უნივერსიტეტი, აშშ ასოცირებული პროფესორი; 2004-2005 წლებში -  შპს საქართველოს რკინიგზა, გენერალური დირექტორი; 2008-2009 წლებში - შპს "დიჯი ინვესტი" - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2009-2012 წლებში -  პარტია თავისუფალი დემოკრატების ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე; ვაშინგტონის უნივერსიტეტი - მიწვეული პროფესორი (2012); 2012-2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.

2019 წლიდან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსია.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 16/07/2021
კატეგორია: ეკონომისტი