Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ალექსანდრე ონიანი
ენათმეცნიერი
დაბადების თარიღი 1926

დაიბადა 1926 წელს, ლენტეხის რაიონში.

1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1949-1951 წლებშ იყო ჟახუნდრის საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

1951-1954 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის ასპირანტი;

1956 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა; სამოციანი წლებიდან მოყოლებული მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენისა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრაზე; ამ უკანასკნელს ხელმძღვანელობდა, როგორც კათედრის გამგე, 1996-2003 წლებში; მიჰყავდა სალექციო კურსები: თანამედროვე ქართული ენა, ქართველოლოგიის შესავალი, სვანური ენა, ენათმეცნიერების შესავალი, ზოგადი ენათმეცნიერება და სხვა; სიცოცხლის ბოლომდე, როგორც საპატიო პროფესორი, კითხულობდა ლექციებს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ქართველოლოგიური მეცნიერება გაამდიდრა მრავალი საინტერესო მონოგრაფიით, რომელთა შორის აღსანიშნავია: "ქართული იდიომები" (1966), "ქართველურ ენათა ისტორიული მორფოლოგიის საკითხები" (1978), "ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკის საკითხები" (1989), "სვანური ენა" (1998), რომელიც გერმანულ ენაზე თარგმნა გერმანელმა ქართველოლოგმა ჰაინც ფენრიხმმა და იენაში გამოსცა ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტმა 2005 წელს), "თანამედროვე სალიტერატურო ენა" (2003) და სხვა. ქართველოლოგი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1956), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1973).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართველურ ენათა დიაქრონიული მორფოლოგიის საკითხები", დაიცვა 1973 წელს.

2000 წლიდან ღირსების ორდენის კავალერია, 2001 წელს მიიღო აკაკი შანიძის სახელობის პრემია.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 16/07/2021
კატეგორია: ენათმეცნიერი