Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გუგული მაღრაძე
ფსიქოლოგი
დაბადების თარიღი 1945

დაიბადა 1945 წლის 9 აპრილს.

1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.

1974 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი .

საკანდიდატო დისეტაციის თემა – "სოციალური ჯგუფისადმი განწყობა და კონფორმულობა", დაიცვა 1976 წელს; 

1997 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისმცოდნეობის ფაკულტეტი.

1964-1968 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი.

 1964-1969 წლებში დიმიტრი უზნაძის სახელობის სტიპენდიანტი.

 1978-1981 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის არასრულწლოვანი დამნაშავეების ფსიქოლოგიის განყოფილების გამგე.

 1992-1998 წლებში  ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის პრესსამსახურის უფროსი.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "უმრავლესობის და უმცირესობის ურთიერთობის ფსიქოლოგიური კანონზომიერებები", დაიცვა 1992 წელს.

1981-2001 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

2000-2001 წლებში აშშ-ს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი.

 2001-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის გამგე.

 2006 წლიდან არის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, კონფლიქტოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი.

 2004-2008 წლებში საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები"

2012-2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება".2016-2020წწ.

2006  წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია.  

ბიბლიოგრაფია 

თარიღი: 16/07/2021
კატეგორია: ფსიქოლოგი