Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მიხეილ მახარაძე
ფილოსოფოსი
დაბადების თარიღი 1948

დაიბადა 1946 წლის 13 ნოემბერს.

1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. ფილოსოფიის სპეციალობით.

1989 წლიდან არის ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. 2002 წლიდან პროფესორი.

1970-2011 წლებში  მუშაობდა  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტში სხვადასხვა საფეხურზე: უფროსი ლაბორანტობიდან ქართული ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელობამდე.

მიხეილ მახარაძე 2004 წლის თებერვალი-აპრილის პერიოდში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი"-დან).

2008-2012 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე,

2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.

 მიხეილ მახარაძის სამეცნიერო კვლევის სფეროა შუა საუკუნეების ფილოსოფიის, ქართული ფილოსოფიის ისტორიის, კულტურის ფილოსოფიისა და რენესანსის პრობლემები.

მის ნაშრომებში გამოკვლეულია არეოპაგიტიკის ფილოსოფიური წყაროები და ძირითადი პრობლემები, არეოპაგიტიკის გავლენები და არეოპაგიტული მისტიციზმის ფილოსოფიური ხასიათი.

 ნაყოფიერად მუშაობს პუბლიცისტიკაში, გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატია.

მიხეილ მახარაძე არის მრავალი ორგანიზაციის,ასოციაციის  წევრი.

ბიბლიოგრაფია:

არეოპაგიტიკა: ფილოსოფიური მსოფლმხედველობა, ფილოსოფიური და თეოლოგიური წყაროები, თბ.: ინტელექტი, 2011.

მახარაძე მ., ხიდაშელი შ., არეოპაგიტიკა და ქართული ფილოსოფიური აზრის საკითხები, თბ.: მეცნიერება, 1991.

არეოპაგიტიკის ფილოსოფიური პრობლემები, თბ.: მეცნიერება, 1986.

არეოპაგიტიკის ფილოსოფიური წყაროები, თბ.: მეცნიერება, 1983.

ხიდაშელი მ., ნეოპლატონური იდეების ასახვა შუა საუკუნეების ფილოსოფიაში, თბ.: 1986.

რენესანსი, ჰუმანიზმი და ქართული რენესანსის საკითხები, ბათუმი: შ. რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009

პოსტკრიპტუმი: რა მოხდა აჭარაში (1991-2003), ბათუმი: აჭარა, 2005.

სხალთის ზარების ექო: პოლემიკური შენიშვნები, თბ.: მეცნიერება, 1998.

სხალთის ზარები: წერილები აჭარაზე, თბ.: მეცნიერება, 1996.

ფილოსოფია. პოლიტიკა. მცირე პროზა, ბათუმი: აჭარა, 2004.

ფილოსოფიური ეტიუდები, ბათუმი: შ. რუსთაველის სახ. უნ-ტი, 2015.

ძიებანი ქართული ფილოსოფიის თემებზე, ბათუმი: შ. რუსთაველის სახ. უნ-ტის გამ-ბა, 2015.

თარიღი: 16/07/2021
კატეგორია: ფილოსოფოსი