Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იოსებ სალუქვაძე
გეოგრაფი
დაბადების თარიღი 1958

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით .

1979-1983 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი.

1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ქალაქ თბილისის მიწის გამოყენების თავისებურებები’’.

 1988-2000 წლებში იყო კათედრის დოცენტი, ხოლო 2000 წლიდან კათედრის გამგე.

იოსებ სალუქვაძის კვლევის ძირითადი სფეროებია: გეოურბანისტიკა, მიწათსარგებლობის პოლიტიკა და მიწის მენეჯმენტი, გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემები, კულტურის გეოგრაფია.

გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც ძირითადად ეხება ქალაქების ტერიტორიულ სტრუქტურას, მიწის გამოყენების თავისებურებებს, დასახლებული პუნქტების სივრცით ორგანიზაციას.

2005 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტის სრული პროფესორია.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 11/06/2021
კატეგორია: გეოგრაფი