Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჰამლეტ მელაძე
მათემატიკოსი
დაბადების თარიღი 1983

დაიბადა 1939 წელს, ქ. თბილისში.

1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1971 წელს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი მათემატიკისა და კიბერნეტიკის ფაკულტეტის ასპირანტურა.

1961-1966 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მიახლოებითი ანალიზისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრის უფროსი ლაბორანტი,1966-1967 წლებში  ამავე უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1971-1978 წლებში  კომპიუტერების მათემატიკური უზრუნველყოფისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის დოცენტი, 1978-2006 წლებში კათედრის გამგე, 1993-1999 წლებში გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. 

2006-2009 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, ინფორმატიკის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.

2009 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ინფორმატიკის განყოფილების გამგე.

სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო: მათემატიკური ფიზიკის წრფივი და არაწრფივი კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების და განტოლებათა სისტემების ამოხსნის რიცხვითი მეთოდების შექმნა და დაფუძნება; ეკონომიური სასრულ-სხვაობიანი ალგორითმების აგება და კვლევა; კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებებისათვის დასმული არაკლასიკური საწყის-სასაზღვრო და სასაზღვრო ამოცანების გამოკვლევა და მათი ამოხსნის რიცხვითი ალგორითმების შემუშავება; წრფივი და არაწრფივი განტოლებებისა და განტოლებათა სისტემებისათვის პარალელური იტერაციული ალგორითმების აგება და ანალიზი; არამკაფიო სისტემებისა და მოდელების კვლევა. 

ჰამლეტ მელაძე არის 100ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის (მათ შორის 11 სახელმძღვანელო) ავტორი.  მათ შორის:

  • მათემატიკა აბიტურიენტებისათვის, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 1991.
  • გამოყენებითი მათემატიკის საწყისები, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 2000.
  • გადაწყვეტილებათა მიღების თეორიის საფუძვლები და მათი გამოყენება საზოგადოებრივ მეცნიერებებში, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 2003.
  • ფინანსური მათემატიკა.ალბათობა და სტატისტიკა, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 2003.
  • მელაძე ჰამლეტ, ბელთაძე გურამ და სხვა. გადაწყვეტილებათა მიღების თეორიის საფუძვლები და მათი გამოყენება საზოგადოებრივ მეცნიერებებში. თბ., 2003.
  • გამოთვლითი მათემატიკის საფუძვლები, ჰ. მელაძე, მ. მენთეშაშვილი, მ. სხირტლაძე. რედ: დ.უგულავა. თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2005. ნაწ.2. ფუნქციათა ინტერპოლება და აპროქსიმაცია რიცხვითი დაწარმოება და რიცხვითი ინტეგრება.
  • გამოთვლითი მათემატიკის საფუძვლები. თბ., 2003.
  • გამოყენებითი მათემატიკის საწყისები: სახელმძღვანელო უნ-ტის სტუდენტებისათვის თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2000.
  • მოდელი, ალგორითმი. პროგრამა. ინფორმატიკა. თბ. 2002.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 04/06/2021
კატეგორია: მათემატიკოსი