Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იაშა მესხია
ეკონომისტი
დაბადების თარიღი 1946

დაიბადა 1946 წელს, წალენჯიხის რაიონ, სოფელ ობუჯში.

1967 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

1972-1985 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.

1983 წლიდან ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია, 1987 წლიდან პროფესორი.

1991 წელს  საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ეკონომიკის და ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი იყო.

1992 წლიდან კი მისი ინიციატივით დაარსებული ფინანსებისა და სტატისტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (რომელიც 1996 წლიდან გარდაიქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ ფინანსთა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად) დირექტორი.

 2005-2006 წლებში იყო  საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

 2006-2007 წლებში საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

იაშა მესხია  არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მათ შორისაა:

  • ეკონომიკური რეფორმა საქართველოში : ანალიზი, მიმართულებები, პრობლემები (თანაავტორი). - თბილისი: თსუ გამომცემლობა, 1996.
  • საქართველოს საგადასადო სისტემის სრულყოფის საკითხები: (თანაავტორი). - თბილისი: 2001.
  • გადასახადები და დაბეგვრა, თბილისი: 2002.
  • ბუღალტრული აღრიცხვა: ბასს-პრაქტიკაში, თბილისი: 2003.
  • საბაჟო გადასახდელები: გადასახადები და მოსაკრებლები, თბილისი: 2004.
  • განვითარებული სოციალისტური ეკონომიკის დაგეგმვისა და მართვის სრულყოფის ამოცანები. თბ., საბჭ. საქართველო. 1986.
  • გარდამავალი პერიოდის საფინანსო ეკონომიკური პრობლემები (კრებული) თბ., 2004. ტ.7.
  • მესხია,ი. ბახარია,რ. ეკონომიკური თეორიის საფუძვლები. თბ. 1996.
  • ეკონომიკური რეფორმა საქართველოში (ანალიზი, მიმართულებები, პრობლემები) თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1996.
  • იოსავა,ჯ. მესხია,ი. ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდების გამოყენება მართვაში. თბ., 1976.
  • დაგეგმვის პროგრამულ-მიზნობრივი მეთოდი. თბ., 1978. (საქ.სსრ საზ-ბა „ცოდნა“ სერია 5).
  • საერთაშორისო ეკონომიკა= International Trade სახელმძღვანელო/ რედაქტორი: ვლადიმერ პაპავა; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- თბილისი. 2012.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 04/06/2021
კატეგორია: ეკონომისტი