Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე საღინაძე
მეცნიერი
დაბადების თარიღი 1955

დაიბადა 1955 წელს.

1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1981-1982 წლებში სწავლობდა მოსკოვის ბაუმანის სახელობის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში.

1977-1994 წლებში იყო ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტში ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, კათედრის გამგე;

1994-2005 წლებში ამავე უნივერსიტეტის ფოთის საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტის დირექტორი;

2006 წლიდან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოთის საზღვაო-სატრანსპორტო ინსტიტუტის სრული პროფესორია;

2005-2010 წლებში ქ. ფოთის მერი.

 სამეცნიერო კვლევის ძირითადი დარგებია: მექანიკა, ჰიდროდინამიკა და ჰიდროტექნიკური დანადგარები.

ძირითადი მიმართულება - შავი ზღვის სანაპირო ზოლის დინამიკის მათემატიკური მოდელირება, საზღვაო გადაზიდვები. მის მიერ შესწავლილი და გადაწყვეტილია შემდეგი ამოცანები: 1. გაკეთებულია ზღვის სანაპიროს დაცვის პრობლემებთან დაკავშირებული სამეცნიერო პუბლიკაციების ანალიზი, განსაზღვრულია ფოთის რეგიონისათვის მათი გადაწყვეტის რაცონალური გზები;  2. შეკრებილი, დამუშავებული და გაანალიზებულია ქარებისა და ტალღურ რეჟიმებზე, წყლის ხარჯსა და მდ. რიონის ნატანზე, ბატიმეტრიისა და საზღვაო ზოლის ევოლუციაზე მრავალი წლის დაკვირვების შედეგები; 3. შემუშავებულია ნატანის მოძრაობისა და სანაპირო ზოლის ლითოდინამიკის სამგანზომილებიანი მათემატიკური მოდელი; მოცემულია ტალღური რეჟიმების, სანაპირო დინებების, ნატანის მოძრაობისა და ზღვის სანაპირო ზოლის ევოლუციის კვლევის ამოცანების გადაწყვეტა სასრულ ელემენტთა მეთოდით; შემუშავებული რიცხვითი ალგორითმები რეალიზებულია პერსონალური კომპიუტერებისათვის ფორტრან-პროგრამის სახით, რომელიც იძლევა დასმული ამოცანების რიცხვით შედეგებამდე მიყვანის საშუალებას; 4. ფოთის რეგიონის სანაპირო ზოლისათვის ჩატარებულია გამოთვლები ტალღური რეჟიმების, სანაპირო დინებების, ნატანის მოძრაობისა და სხვადასხვა გარეზემოქმედებით გამოწვეული ზღვის ფსკერის ტოპოგრაფიის ევოლუციისა. ეს იძლევა ნაპირდაცვითი ღონისძიებების სხვადასხვა ვარიანტების ეფექტურობის შეფასების საშუალებას. შექმნილია ეჟექტორული ტუმბოს კონსტრუქცია და მათემატიკური მოდელი, რომელიც ფსკერული ნატანის ამოსაღებად გამოიყენება; გამოკვლეულია გემების რწევის გავლენა გადასაზიდ ტვირთებზე და გემზე მყოფ ადამიანებზე; გემის რწევისას გამოთვლილია ადამიანებზე და ტვირთებზე მოქმედი ინერციული ძალები. გამოთვლილია ტვირთების აჩქარებები; მიღებულია ჩაუმაგრებელი ტვირთების უძრაობის კრიტერიუმი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრობა:

საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი (2007-)

ფაზისის საერო აკადემია, აკადემიკოსი (2005-)

ფოთის საკრებულო, წევრი (2013-2014)

ფოთის საკრებულოს, თავმჯდომარე (2010-2012)

ბიბლიოგრაფია

სამდინარო ჰიდრომშენებლობა და საქართველოს შავიზღვისპირეთის გეომორფოლოგიური პროცესები : მონოგრაფია (თანაავტორი). - თბილისი, ტექნ. უნ-ტი, 2017.

თარიღი: 27/05/2021
კატეგორია: მეცნიერი