Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რუსუდან საღინაძე
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1960

დაიბადა 1960 წლის 21 აპრილს, ხონის რაიონში, სოფელ ივანდიდში.

1985 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1997 წლიდან ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატია.

სადისერტაციო თემა – "ახალი ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბების გზები (XX საუკუნის დასაწყისის ქუთაისის პრესის მასალების მიხედვით)".

ამჟამად არის აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი.

ბიბლიოგრაფია

ქართული მართლწერისა და სწორმეტყველების საკითხები, ქუთაისი: სტ. N5, 1995.

ძველი ქართული ენა (V-XI საუკუნეები) , თბილისი, შპს "გაზეთ "საქართველოს მაცნეს" სტამბა, 2008.

ქართული პერიოდიკისა და პრესის ენის ისტორიიდან : (ქუთაისი, XX საუკუნის 10-იანი წლები, თბილისი: შპს "გაზეთ "საქართველოს მაცნეს" სტამბა, 2011.

თარიღი: 27/05/2021
კატეგორია: ფილოლოგი