Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რუსუდან ყენია
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1924
1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1953 წელს ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1961 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. რუსუდან ყენიას სამეცნიერო კვლევის სფერო იყო ოქრომჭედლობა, რესტავრაცია-კონსერვაცია და ხელოვნების ისტორია. 1963 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის, ძველი ქართული ხელოვნების განყოფილებაში ჯერ უმცროს, ხოლო შემდეგ უფროს მეცნიერ თანამშრომლად. ამავე წლიდან იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის პედაგოგი. მის მიერ რესტავრირებულია: დავით აღმაშენებლის პინაკი (მოსკოვი, ისტორიის მუზეუმი, 1953); ჯახუნდერის მაცხოვრის ხატი (ქუთაისის მუზეუმი); ჩუკულის ტრიპტიქონი (ქუთაისის მუზეუმი); ჰადიშის, ლაბსყალდის, იენაშის ოთხთავების მოჭედილობა (მესტიის მუზეუმი, 1970); ალავერდის სახარების ყდის მოჭედილობა (ხელნაწერთა ინსტიტუტი, თბილისი, 1972). 1980 და 1986 წლებში იალტაზე მონაწილეობდა ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმებში, ხოლო 1981 წელს კუნძულ პატმოსზე საქართველო-ბიზანტიის ხელოვნების საერთაშორისო კონფერენციაში. გარდაიცვალა 2012 წელს.
თარიღი: 05/03/2020