Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ქართული ექსპედიცია კვიპროსზე

გასული წლის მიწურულს თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის არქეოლოგთა მიერ კუნძულ კვიპროსზე უაღრესად საინტერსო ექსპედიცია განხორციელდა. მისი მიზანი კუნძულ კვიპროსზე ქართული კვალის მიკვლევა იყო.ალამინო, სადაც ქართული ექსპედიციის მიერ 5-26 ნოემბერს არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა, კუნძულ კვიპროსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ლარნაკას დასავლეთით 20 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. დაბალი ბორცვებით შემოსაზღვრულ სწორ მინდორზე, რომელიც ამჟამად სახნავ-სათესად გამოიყენება, ეკლესიის მცირე ნანგრევი იდგა. კვლევის მონაწილეების მიზანი იყო იმის დადგენა, იყო თუ არა ამ ადგილებში სამონასტრო ცხოვრება საერთოდ და რამდენად იყო დაკავშირებული იგი ქართველთა მოღვაწეობასთან.

თსუ-ს სამეცნიერო მიღწევები

diagaram
სამეცნიერო პიკნიკი თელავში

25 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა "მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017"-ის ფარგლებში თელავში გამართულ სამეცნიერო პიკნიკში მიიღო მონაწილეობა. 

თსუ სტუდენტების წარმატება საერთაშორისო სარბიელზე

თსუ სტუდენტებმა  იტალიის ქალაქ კალიარიაში გამართულ   სტუდენტურ კონფერენციაში, "მე-8 ახალგაზრდა მკვლევართა შეხვედრა 8th YRM (young researchers meeting)" მიიღეს მონაწილეობა.  

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017

 მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017-ის გახსნაში რიყის პარკში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აქტიური მონაწილეობა მიიღო.