Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ქართული ექსპედიცია კვიპროსზე

გასული წლის მიწურულს თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის არქეოლოგთა მიერ კუნძულ კვიპროსზე უაღრესად საინტერსო ექსპედიცია განხორციელდა. მისი მიზანი კუნძულ კვიპროსზე ქართული კვალის მიკვლევა იყო.ალამინო, სადაც ქართული ექსპედიციის მიერ 5-26 ნოემბერს არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა, კუნძულ კვიპროსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ლარნაკას დასავლეთით 20 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. დაბალი ბორცვებით შემოსაზღვრულ სწორ მინდორზე, რომელიც ამჟამად სახნავ-სათესად გამოიყენება, ეკლესიის მცირე ნანგრევი იდგა. კვლევის მონაწილეების მიზანი იყო იმის დადგენა, იყო თუ არა ამ ადგილებში სამონასტრო ცხოვრება საერთოდ და რამდენად იყო დაკავშირებული იგი ქართველთა მოღვაწეობასთან.

თსუ-ს სამეცნიერო მიღწევები

diagaram
კრებულის „პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში“ პრეზენტაცია

11 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრებულის „პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა

თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში გიორგი კაპანაძის სემინარი გაიმართა

თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში გიორგი კაპანაძის სემინარი „თანაბრადმტკიცე კონტურის მოძებნის ამოცანა სწორხაზოვანი ჭრილით შესუსტებული მართკუთხა არისათვის“ გაიმართა. 

აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართა.