Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ქართული ექსპედიცია კვიპროსზე

გასული წლის მიწურულს თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის არქეოლოგთა მიერ კუნძულ კვიპროსზე უაღრესად საინტერსო ექსპედიცია განხორციელდა. მისი მიზანი კუნძულ კვიპროსზე ქართული კვალის მიკვლევა იყო.ალამინო, სადაც ქართული ექსპედიციის მიერ 5-26 ნოემბერს არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა, კუნძულ კვიპროსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ლარნაკას დასავლეთით 20 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. დაბალი ბორცვებით შემოსაზღვრულ სწორ მინდორზე, რომელიც ამჟამად სახნავ-სათესად გამოიყენება, ეკლესიის მცირე ნანგრევი იდგა. კვლევის მონაწილეების მიზანი იყო იმის დადგენა, იყო თუ არა ამ ადგილებში სამონასტრო ცხოვრება საერთოდ და რამდენად იყო დაკავშირებული იგი ქართველთა მოღვაწეობასთან.

თსუ-ს სამეცნიერო მიღწევები

diagaram
ჩინეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დელეგაცია თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩინეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დელეგაცია ეწვია

„ევროპული კვლევების საბჭოს ათი წელი: საუკეთესო მკვლევართა მხარდაჭერა ევროპაში“

ევროპული კვლევების საბჭოს 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) რეგიონული კვირეული გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სემინარის XXXI საერთაშორისო გაფართოებული სხდომები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში 19-21 აპრილს XXXI საერთაშორისო გაფართოებული სხდომები გაიმართა.