Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
თსუ პროფესორის კვლევის შესახებ სტატია იმპაქტ ფაქტორის მქონე საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მაგდა ალანიას სტატია იმპაქტ ფაქტორის მქონე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის “Journal of Experimental Biology” აპრილის ნომერში გამოქვეყნდა.

ამერიკელ კოლეგებთან - აშშ მინესოტას და მერილენდის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან თანაავტორობით, თსუ ასოცირებული პროფესორის პუბლიკაცია: “სამედიცინო წურბელის სტომატოგასტრული ნერვული სისტემა: ანატომია, ფიზიოლოგია და მასთან დაკავშირებული ამინერგული ნეირონები”, ჟურნალის გარეკანზეა ციტირებული.

თსუ-ში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ელექტრული ინჟინერიის ორი ახალი ლაბორატორია გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) პროგრამების სტუდენტებისთვის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ელექტრული ინჟინერიის ორი ახალი ლაბორატორია გაიხსნა.

ღონისძიებას დაესწრნენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორი კატერინა ენტეპი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში ჰალილ გუვენი და სტუდენტები, საპატიო სტუმრები საქართველოდან და აშშ-დან.

თსუ სტუდენტების ბიზნეს პროექტები, ბიზნეს-იდეიდან – პროტოტიპების შექმნამდე

თსუ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში თსუ სტუდენტების ბიზნეს პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. ეს ბოლო ათწლეულის მანძილზე პირველი პრეცენდენტია, როცა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა ბიზნეს პროექტები სასწავლო კურსის ფარგლებში და ადგილზე, პრაქტიკულად შეასრულეს და რეალური პროდუქტების სახით წარმოადგინეს.

2017 წლის სექტემბრიდან თსუ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია და ბიზნეს - ინკუბატორი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესში ჩაერთო და დაიწყო ლაბორატორიული მეცადინეობების ჩატარება იმ სტუდენტებისთვის, რომლებმაც აირჩიეს სასწავლო კურსი „ პრაქტიკული მენეჯმენტი “.

დოქტორანტების კვლევითი პროექტი - „განახლებადი ენერგიის პოტენციალი საქართველოში"

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა ვახტანგ ჩქარეულმა, ცოტნე ჟღენტმა და ნინო ბიწაძემ თსუ-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში სტუდენტური სამეცნიერო პროექტების დაფინანსების შესახებ, მონაწილეობა მიიღეს. დოქტორანტების კვლევითი პროექტი „განახლებადი ენერგიის პოტენციალი საქართველოში და მისი გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე“ დაფინანსდა და მის ფარგლებში საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „მწვანე ეკონომიკა და მისი გამოწვევები განვითარებად ქვეყნებში“ ჩატარდა.

თსუ საქართველოს კვლევით ცენტრებს შორის ლიდერობას ინარჩუნებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს კვლევით ცენტრებს შორის კვლავ ლიდერობს. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ 2017 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგებით ყველაზე მეტი გრანტი თსუ-მ მოიპოვა.

ჟურნალი „თსუ მეცნიერება“ № 7

უნივერსიტეტში სამეცნიერო პოპულარული ჟურნალის „თსუ მეცნიერება“ რიგით მეშვიდე, 2015 წლის შემაჯამებელი ნომერი გამოვიდა. ჟურნალი, უკვე ტრადიციულად, გთავაზობთ წლის განმავლობაში თსუ-ში განხორციელებული სამეცნიერო კვლევების ნაწილის შესახებ ინფორმაციას.
ამჯერად გამოცემა გრაკლიანის აღმოჩენით იხსნება. გრაკლიანის გორაზე, არქეოლოგიური გათხრების დროს მიგნებული უძველესი წარწერა, შესაძლოა, ახალი ერის დასაწყისი გახდეს არა მხოლოდ საქართველოს ისტორიისთვის.
ამას გარდა, ჟურნალში იხილავთ მასალებს თსუ-ს როლსა და ადგილზე საერთაშორისო რანჟირების სისტემებში; მასალას კვლევაზე „ქართველურ ენათა ისტორიულ-შედარებითი გრამატიკის“ შესახებ; ინფორმაციას ანთიმოზ ივერიელის ადგილზე ქართულ-ევროპული დიალოგში; გაიგებთ მეტს გელათის კატენებიანი ბიბლიის შესახებ...

ჟურნალი "თსუ მეცნიერება" № 6

2014 წლის ჟურნალი „თსუ მეცნიერება“ ორ დამოუკიდებელ - ქართულ და ინგლისურ გამოცემად გამოვიდა.  ჟურნალში ასახულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო პროცესები; მასში წარმოდგენილია მასალები შემდეგ კვლევით თემებზე: ინტერფაზური ბიონანომეცნიერება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიღწევები და პერსპექტივები საქართველოსთვის; მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის გავლენა რაიონის ნიადაგებზე და წყლებზე; COMET ექსპერიმენტი J-PARC-ში:ნაბიჯი მიუნის გამოცანის ამოხსნისკენ; შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა თსუ მეცნიერთა შეფასებით; საკვები და მცენარეული საფარი ძველი წელთაღრიცხვით მეხუთე მეექვსე საუკუნეების ქართლში - გრაკლიანი გორის აღმოჩენების მიხედვით; გერმანელების ყოფა-ცხოვრება კავკასიაში; ივერონის მონასტერი ოსმალეთის იმპერიის დროს; ლაფერ-კენზიანური სინთეზი და მაკროეკონომიკური წონასწორობა...

ჟურნალი "თსუ მეცნიერება" № 5

ჟურნალის „თსუ მეცნიერება“ მეხუთე ნომერი 2013 წლის დეკემბერში გამოვიდა. მასში შეგიძლიათ იხილოთ სტატიები შემდეგ თემებზე: ქართველი მამლუქები ეგვიპტეში და ქართული სამონასტრო ტემი პალესტინაში; პლატონური ტრადიციები - სარკე, რომელშიც საკუტარ თავს ვერ ხედავ; ეთნოლოგია - მეცნიერება ხალხთა ურტიერთობის მოგვარებისთვის; საქართველოს სასკოლო განათლება რთული გამოწვევების შესახებ; ემოციური ინტელექტისა და ფსიქიკური აშლილობების ურთიერთმიმართება; სოციალური მედიის განვითარების ტენდენციები საქართველოში; ლაზერული ტერმობირთვული სინთეზი; პარენქიმული ორგანოების რეგენერაციის უჯრედული მექანიზმების შესწავლა; ტყიბული-შაორის საბადოს ნახშირის ფენებიდან მეთანის მოპოვების პერსპექტივის შეფასება; ამერიკული გამოცდილება ქართული ტურიზმის განვითარებისთვის; სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულებები საქართველოში გლობალიზაციის პირობებში; სოციალური მარკეტინგის გამოწვევები საქართველოში...

ჟურნალი "თსუ მეცნიერება" № 4

ჟურნალის „თსუ მეცნიერება“ მეოთხე, 2013 წლის ივლისის ნომერში მკითხველი გაცნობა ინფორმაციას ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო პროცესების შესახებ. კერძოდ, ჟურნალში წაიკითხავთ სტატიებს შემდეგ თემებზე: სტრესის ზეგავლენა უჯრედულ მეტაბოლიზმზე თავის ტვინში; ხელოვნური საპერფუზიო სისტემები თსუ მეცნიერებისგან; მუსლიმი მესხები - ინტეგრაცია და სეპარაცია? შაჰ-ნამეს ვერსიები საქართველოდან; ჩანასახის სიცოცხლის უფლება ქართული კანონმდებლობით; პროტონის გადატანის რეაქციების არატრადიციული მექანიზმები; ბიოსამედიცინო დანიშნულების მაგნიტური ნანონაწილაკები; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციითვის სამეცნიერო ბაზის შესაქმნელად; ქართული პალიმფსესტური ხელნაწერები; სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხისთვის; ქართული მეცნიერის თვალით დანახული ქართული საბაჟოს რეფორმები...

ჟურნალი "თსუ მეცნიერება" № 3

ჟურნალის „თსუ მეცნიერება“ 2012 წლის დეკემბრის ნომერში მკითხველი გაეცნობა სტატიებს თემებზე:  თსუ მეცნიერთა წვლილი გეომეტრიული ფიგურების ალგებული ოპერაციებით განსაზღვრაში;  თაობები და ღირებულებები; საერთაშორისო ბიზნესის სოციოკულტურული გარემო საქართველოში; მანგანუმით დაბინძურებული გარემოს გავლენა ბავშვების ჯანმრთელობაზე; საქართველოს ტერიტორიის გეოეკოლოგიური თავისებურებები; ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დანერგვის, შესწავლისა და ანალიზისთვის; მეთორმეტე საუკუნის მონეტა - ტოლერანტობის სიმბოლო; აივ/შიდსის საკითხების გაშუქება და სტიგმა/დისკრიმინაცია მედიაში; ქართულ ისტორიულ წყაროებში შენახული კავკასიის ისტორია; ბაქტერიოფაგების და ანტიბიოტიკების გავლენა ბაქტერიებზე - ქართველი მეცნიერების კვლევის საგანი; საქართველოს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირები - ინოვაციების განვითარების უმოკლესი გზა...

ჟურნალი "თსუ მეცნიერება" № 2

ჟურნალის „თსუ მეცნიერება“ მეორე ნომერი 2012 წლის ივლისში გამოვიდა. მასში წარმოდგენილია სტატიები ისეთ თემებზე, როგორიცაა: ქართული ნაციონალური იდენტობის თავისებურებანი; „თბილისური სმოგი“ და მასთან ბრძოლის საშუალებები; მეცნიერები ქართული მოსაპირკეთებელი ქვების სრულფასოვან ბაზას ქმნიან; ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა საქართველოში; სტიგმა - უარყოფის ნიშანი, რომელიც სხვებისგან გამოგვარჩევს; თსუ მეცნიერთა მარკეტინგული კვლევის შედეგები; საქართველოში „ტკივილთან ბრძოლას“ სწავლობენ; მნიშვნელოვანი ნაბიჯები მედიაციის ინსტიტუტის დასანერგად; პოლონელი, რუმინელი და ქართველი ახალგაზრდები ევროპეიზაციასთან დაკავშირებით; საზოგადოების ეკონომიკური ინტერესების იერარქიაში არსებული წინააღმდეგობის გადალახვის გზები; თსუ მეცნიერთა მარკეტინგული კვლევის შედეგები და ა.შ.

picture
picture
picture
picture
picture
picture
picture