geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა FinEdu-სთან პარტნიორობით და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

წლევანდელი კონკურსის მთავარი თემაა FinTech (ფინანსური განათლება). სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, შექმნან ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტები რეალური ფინანსური გამოწვევებისთვის.

💡 რა გამოწვევებზე იმუშავებენ მონაწილეები? 

  1. ფინანსური სერვისების ინტეგრაცია: ახალი ფინანსური ტექნოლოგიების არსებულ სისტემებთან ინტეგრაცია რთულია, ხოლო მომხმარებელს უჭირს მრავალფეროვან სერვისებში ოპტიმალურის არჩევა. 
  2. გრძელვადიანი დაგეგმვა: გრძელვადიანი ფინანსური გადაწყვეტილებები (ინვესტიციები, საპენსიო დანაზოგები) აღიქმება რთულ პროცესად, რაც დაბალ ჩართულობას იწვევს. 
  3. ფინანსური უსაფრთხოება: მომხმარებლები ხშირად ხდებიან ფინანსური თაღლითობისა და კიბერ-დამნაშავეების მსხვერპლი დაბალი ინფორმირებულობისა და უყურადღებო ქცევის გამო. 
  4. ყოველდღიური ფინანსები: ადამიანებს უჭირთ ყოველდღიური ხარჯების გონივრული მართვა, ბიუჯეტირება და მიზნობრივი დანაზოგის შექმნა. 
  5. მცირე ბიზნესის ფულადი ნაკადები: მცირე ბიზნესებს აკლიათ მარტივი ინსტრუმენტები ფულადი ნაკადების (Cash Flow) წინასწარ გასაანალიზებლად, რაც მოულოდნელ ფინანსურ კრიზისებს იწვევს. 

🏆 რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა?  

🥇 პირველადგილოსანი სტუდენტური გუნდი გაემგზავრება გლობალურ ტექნოლოგიურ კონფერენცია WEB SUMMIT-ზე! 

 

🏛️ 20,000 ლარის ოდენობის გრანტი 

  

🎓 ვის შეუძლია მონაწილეობა? 

კონკურსში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ფაკულტეტის, 17 წლის და უფროსი ასაკის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ გუნდურად. 

  

შიდა კონკურსის შედეგად, ჩვენს უნივერსიტეტს ფინალში წარმოადგენს 1 საუკეთესო გუნდი (2–4 სტუდენტი +1 მენტორი). 

 

🚀 კონკურსის განრიგი: 

საინფორმაციო შეხვედრები & ვორქშოფები უნივერსიტეტში 

  

ონლაინ სესიები იდეის დახვეწასა და Pitch Deck-ის მომზადებაზე 

  

26–30 ოქტომბერი: ინტენსიური ტრენინგები (AI/ML, Software Dev, მეწარმეობა), მენტორშიფი და პროტოტიპირება FabLab-ში. 

  

2 ნოემბერი: Demo Day თბილისის ტექნოპარკში 🚀 

 

პროექტის განმახორციელებელია: “ინოვაციური განათლების ფონდი” 

 

📅 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 6 ოქტომბერი 

  

🔗 სარეგისტრაციო ფორმა: https://apps.mygita.ge/zs/mmBBpo 

თარიღი: 16/09/2026