eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რევაზ ინანიშვილი -100

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და ბიბლიოთეკის „მეგობართა კლუბი“ რევაზ ინანიშვილის დაბადებიდან  100 წლის იუბილესთან  დაკავშირებით მართავს  სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც მიეძღვნება დიდი მწერლის შემოქმედებას, სადაც  მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.

მსურველებმა 2026 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით  უნდა წარმოადგინონ სარეკომენდაციო წერილი და თეზისები მოხსენებისათვის (არაუმეტეს 250 სიტყვისა)  შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: khatuna.galdava@tsu.ge და khatuna.chugoshvili@tsu.ge.

 

გთხოვთ, მეილის ტექსტში მიუთითოთ მომხსენებლის გვარი, სახელი, სასწავლო სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი).

სარეკომენდაციო წერილის გარეშე წარმოდგენილი ნაშრომები არ განიხილება.

 

ტექნიკური ნაწილი:

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული.

რედაქტორის პარამეტრები Word, Windows-თვის: ფურცლის ზომა: A-4; მინდორი: ზევით-ქვევით - 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2,5სმ; შრიფტი: Sylfaen, 12; სტრიქონებს შორის მანძილი: 1,5;

თეზისების მოცულობა: 1 გვერდი (არაუმეტეს 250 სიტყვისა).

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

 

თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა: 9 ნოემბერი.

შერჩეული თეზისების ავტორთა ინფორმირება: 16 ნოემბერი.

საბოლოო ნაშრომების მიღება: 1 დეკემბერი.

კონფერენციის გამართვის თარიღი გამოქვეყნდება მოგვიანებით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ: khatuna.galdava@tsu.ge  ან დარეკეთ: 577 955 855.

თარიღი: 15/10/2026