🎓 გაინტერესებს როგორ მუშაობს GPT მოდელები? გინდა თავად ააგო შენი ენობრივი მოდელი PyTorch–ით?
წარმოგიდგენთ მოკლე, ინტენსიურ პრაქტიკულ კურსს OpenAI-ის თანადამფუძნებლის, Andrej Karpathy-ის ვიდეოლექციებზე დაფუძნებით.
💡 კურსის ფორმატი:
📆 2 კვირა | 13 ოქტომბერი – 24 ოქტომბერი
📍 თსუ მაღლივი, III სართული – ინოვაციების და ცოდნის გადაცემის ცენტრი
🕕 კვირაში 3 შეხვედრა – ორშ., ოთხშ., პარ. | 18:00 – 20:00
💻 სახლში საყურებელი ვიდეოები + შეხვედრებზე გარჩევა და პრაქტიკული იმპლემენტაცია
📚 კურსის გავლის წინაპირობა:
- Python-ის ცოდნა;
- წრფივი ალგებრის ელემენტარულ დონეზე ცოდნა;
- ალბათობის და სტატისტიკის შესავალი;
- კალკულუსის შესავალი და კერძო წარმოებულების და გრადიენტის ცნება;
- მანქანური სწავლების საწყისების ელემენტარული ცოდნა;
✅ კურსის შედეგები:
- მათთვის ვინც კარიერული სტარტისთვის ემზადებით: მიიღებთ მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც გამოგარჩევთ და კონკურენტუნარიანს გაგხდით შრომით ბაზარზე;
- მათთვის ვინც უკვე დასაქმებულები ხართ: მიიღებთ LLM–ების ღრმა ცოდნას, რომელსაც გამოიყენებთ რეალურ პროექტებში და რაც გააძლიერებს თქვენი პროფესიონალიზმის დონეს და როლს დასაქმებულ ორგანიზაციაში;
- ორივე შემთხვევაში: წარჩინებულ სტუდენტებს მოგეცემათ შესაძლებლობა გააგრძელოთ პროფესიული განვითარება HIGGS-ის AI ტალანტების კლუბში, HIGGS-ის პარტნიორ კომპანიების ამოცანებზე მუშაობის ფორმატით;
🍪 ლექციებზე გათვალისწინებულია გემრიელი სნექები
📌 პროექტი საპილოტე ხასიათისაა – მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია
📋 დარეგისტრირდი და მოგვწერე სამოტივაციო წერილი 👇
🔗 რეგისტრაციის ფორმა
📱 599 004 901
📧 KTIC@tsu.ge
📢 ორგანიზატორები:
თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი | HIGGS (AI Talent Club) | თსუ კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი