ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი პარტნიორ ორგანიზაციასთან - HIGGS (AI Talent Club)-თან ერთად აგრძელებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სასწავლო კურსებს.
ამჯერად თსუ-ს სტუდენტებს გთავაზობთ ორ პრაქტიკულ კურსს:
💡 No-Code AI ავტომატიზაცია
🤖 AI აგენტების ტექნიკური კურსი
AI აგენტები - ავტონომიური სისტემები, რომლებიც დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს, ასრულებენ ამოცანებს და ვითარდებიან გამოცდილების საფუძველზე - უკვე ახდენენ გავლენას ყველა ინდუსტრიაზე. ჩვენი კურსები გაძლევთ ზუსტად იმ პრაქტიკულ უნარებს, რაც გჭირდებათ: no-code ავტომატიზაციიდან დაწყებული სრულფასოვანი ტექნიკური იმპლემენტაციით დამთავრებული.
თითოეული შეხვედრა აგებულია ორ ნაწილზე: კონცეფციების გააზრება და დაუყოვნებელი გამოყენება პრაქტიკაში. კურსი სრულდება საბოლოო ჩელენჯით, სადაც ნასწავლს რეალურ სცენარში გამოიყენებთ.
ლექტორი: ნათია ქუხილავა — Helio.ai CTO, Forbes 30 Under 30, AI მკვლევარი
ლოკაცია: თსუ 1 კორპუსი, 115 აუდიტორია
ლექციების დრო: 19:00
კურსები არის უფასო
ადგილები შეზღუდულია - შერჩევა ხდება აპლიკაციის მიხედვით
საუკეთესო მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გააგრძელონ მუშაობა HIGGS-ის ფარგლებში რეალურ პროექტებზე.
შეავსე აპლიკაცია და ნახე დეტალები: https://higgs-aiagents.lovable.app