სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 13/29 - 01
26.08.2026
ქ.თბილისი
„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების კომისიის შექმნის შესახებ“ დეკანის 2023 წლის 04 დეკემბრის 22/29 - 01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი 29-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ა“, ,,ე“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“, ,,კ“ ქვეპუნქტების, 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების კომისიის შექმნის შესახებ“ დეკანის 2023 წლის 04 დეკემბრის 22/29 - 01 ბრძანებაში და პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
“პ) თამთა ჯალაღონია - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.“
2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე