Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლიდან ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ


სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებზე, რომლებმაც დაასრულეს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (60 კრედიტი) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 473  -ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გაიცა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ზემოაღნიშნულმა სტუდენტებმა სწავლის გაგრძელების მოთხოვნით მომართეს უნივერსიტეტს და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 473  -ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ხსენებულიდან გამომდინარე და „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 473 -ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-
3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, რექტორის 2021 წლის    6    სექტემბრის    №610/01-04    ბრძანებისა    და    სტუდენტების    განცხადებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. მიეცეთ 2021-2022 სასწავლო წლიდან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული  საბაკალავრო-სამაგისტრო  საგანმანათლებლო  პროგრამებზე  სწავლის გაგრძელების უფლება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი№1); 
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი№2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი№3); 
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი№4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი№ 5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი№6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი№7);

2. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


რექტორი    გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 638/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - „გავლენების და კომუნიკაციის ფსიქოლოგია“ 2021-2022 სასწავლო წელს მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა”, „ბ”, „ო” და „პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 31 აგვისტოს N16991/26 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. განისაზღვროს 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და   განათლების   მეცნიერებათა   ფაკულტეტის   მაგისტრატურის   საგანმანათლებლო პროგრამაზე   -   „გავლენების   და   კომუნიკაციის   ფსიქოლოგია“   მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის - 10 ვაკანტური ადგილი.
2.  განისაზღვროს 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - „გავლენების და კომუნიკაციის ფსიქოლოგია“ მიღების ვადები:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 13-14 სექტემბერი; 
ბ) გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) - 15 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 15 სექტემბერი; 
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 15 სექტემბერი; 
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 15 სექტემბერი; 
ვ) გამოცდა სპეციალობაში – 16 სექტემბერი;
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 16 სექტემბერი; 
თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 17 სექტემბერი; 
ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 17 სექტემბერი; 
კ) ინგლისური ენა (გასაუბრება) - 18 სექტემბერი;
ლ) გასაუბრების შედეგების გამოცხადება – 18 სექტემბერი;
მ) გასაუბრების შედეგების გასაჩივრება – 20 სექტემბერი;
ნ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 20 სექტემბერი;
ო) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან  -  20-21 სექტემბერი;
პ) საგანმანათლებლო       ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 23 სექტემბერი;
ჟ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 24 სექტემბერი;

3.განისაზღვროს     თსუ-ს     ფაკულტეტის     მიმღებ     კომისიაში     წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2020 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი)  სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა. 

4.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი     გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 162/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლის მიღებაზე ქ. თბილისში რეგისტრირებულ აპლიკანტთა შერჩევის თარიღების დადგენის, შესარჩევი და სააპელაციო კომისიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ 2021 წლის 31 აგვისტოს N596/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  22-ე  მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის MES 2 21 0000888028   ბრძანების, 2021 წლის 10 სექტემბრის თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის N17805/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში   პროფესიულ   საგანმანათლებლო   პროგრამებზე   2021   წლის   მიღებაზე   ქ. თბილისში   რეგისტრირებულ   აპლიკანტთა   შერჩევის   თარიღების   დადგენის,   შესარჩევი   და სააპელაციო კომისიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ 2021 წლის 31 აგვისტოს N596/01- 04 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დადგინდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ქ. თბილისში რეგისტრირებული აპლიკანტების შერჩევის თარიღები შემდეგი თანმიმდევრობით:“

   პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა                 შერჩევის თარიღი

    საფინანსო სერვისები    
    ღონისძიების ორგანიზება                                               18,21,22,23,24.09.2021
    საოფისე საქმე    


2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 158/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 9 სექტემბრის N17663/26 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა) შემოდგომის სემესტრი:

ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 27 სექტემბერი- 1 ოქტომბერი; ა. ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 27 სექტემბერი- 1 ოქტომბერი;
ა. გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 27 სექტემბერი - 25 დეკემბერი; 3-15 იანვარი;
ა. დ) საგამოცდო პერიოდი - 17 იანვარი - 9 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 15-22 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ა. ე) არდადეგები - 26 დეკემბერი – 2 იანვარი; 23-27 თებერვალი.

ბ) გაზაფხულის სემესტრი:

ბ. ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1-27 თებერვალი;
ბ. ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 21 თებერვალი – 28 თებერვალი;
ბ. გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 28 თებერვალი – 11 ივნისი;
ბ. დ) საგამოცდო პერიოდი - 13 ივნისი- 6 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 12- 19 ივლისი (დამატებითი გამოცდები);


2.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 159/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხის, წარდგენის ვადებისა და მისაღები გამოცდის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 19 აგვისტოს N141/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ემუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 9 სექტემბრის N17697/26 წერილის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხის, წარდგენის ვადებისა და მისაღები გამოცდის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 19 აგვისტოს N141/01-01 ბრძანებაში:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1. განისაზღვროს 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ვადა 14-16 სექტემბერი (16 სექტემბერს - 18:00 სთ-მდე). დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს დისტანციურად, ელექტრონული ფორმით (ელ. ფოსტაზე mastsavlebeli.pes@tsu.ge). დოკუმენტაციის    მატერიალურად წარმოდგენის ვადა განისაზღვრება მოგვიანებით რექტორის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„2. 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
2.1. განცხადება თსუ რექტორის სახელზე (განცხადებაზე საჭიროა განმცხადებლის მატერიალური ხელმოწერა).
2.2. დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენისას პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ელექტრონული ასლი (დასკანერებული ვერსია). დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენის ეტაპზე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
2.3  დოკუმენტაციის     ელექტრონულად     წარმოდგენისას     ფოტოსურათი     (3x4). დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენისას ფოტოსურათი (3x4) ბეჭდური 2 (ორი) ცალი და ელექტრონული ვერსია (CD-ზე);
2.4. დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენისას ბაკალავრის/მაგისტრის და/ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ელექტრონული ასლი (დასკანერებული ვერსია) 2021 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე), ხოლო დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენისას ბაკალავრის/მაგისტრის და/ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2021 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
2.5. დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენისას წვევამდელის სამხედრო- სააღრიცხვო მოწმობის ან სამხედრო ბილეთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ელექტრონული ასლი (დასკანერებული ვერსია). დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენისას წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი ან სამხედრო ბილეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
2.6. დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენისას ცნობის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან საგნის სწავლების თაობაზე ელექტრონული ასლი (დასკარენებული ვერსია,    სავალდებულოა       მოქმედი       მასწავლებლებისათვის).       დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენისას ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან საგნის სწავლების თაობაზე;
2.7. დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენისას ცნობის ან სერტიფიკატის ელექტრონული ასლი (დასკანერებული ვერსია) საგნის გამოცდის ჩაბარების თაობაზე. დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენისას ცნობა ან სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი საგნის გამოცდის ჩაბარების თაობაზე.“


გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
„3. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მისაღები გამოცდის ვადები შემდეგი სახით:


3.1. გამოცდა – 17 სექტემბერი (წერითი, არადისტანციური ფორმატით);
3.2. გამოცდის შედეგების გამოცხადება – 20 სექტემბერი;
3.3. გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 21 სექტემბერი (გამოცდაში მიღებული შედეგების გასაჩივრება მოხდება დისტანციურად, ელექტრონული ფორმით. შედეგების გასაჩივრების მსურველმა კანდიდატმა გასაჩივრების ფორმის შევსების (საჭიროა განმცხადებლის მატერიალური ხელმოწერა) შემდგომ შევსებული ფორმა უნდა გადააგზავნოს თსუ-ს კანცელარიის ელ. ფოსტაზე -  chancellery@tsu.ge (09:00 სთ-დან  - 18:00 სთ-მდე);
3.4. საბოლოო შედეგების გამოცხადება – 22 სექტემბერი;
3.5. ხელშეკრულების გაფორმება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის კანდიტატებთან – 23-24 სექტემბერი (ხელშეკრულება კანდიდატს გადაეგზავნება    დოკუმენტაციის წარმოდგენის ეტაპზე განცხადებაში მითითებულ ფოსტაზე, ხელშეკრულების შევსების (საჭიროა კანდიდატის მატერიალური ხელმოწერა) შემდგომ პირი გზავნის შევსებული ხელშეკრულების ელექტრონულ ასლს (დასკანერებულ ვერსიას) 24 სექტემბრის 18:00 სთ-მდე ელ. ფოსტაზე:  mastsavlebeli.pes@tsu.ge )
3.6. სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა განხორციელდეს 27 სექტემბერამდე;
3.7. ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება-27 სექტემბერი.“


2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 160/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 21 აგვისტოს N16286/28, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 24 აგვისტოს N16430/30, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 31 აგვისტოს N16992/32, მიგრაციის კომპეტენციის ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 08 სექტემბრის N12724/10-02, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 08 სექტემბრის N13794/31-05 და 10 სექტემბრის N17761/31-05,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 08 სექტემბრის NN17645/27, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2021 წლის 01 სექტემბრის N12158/29, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 25 აგვისტოს N16513/26, ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის 2021 წლის 29 ივლისის N14472//10 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები გამოცდის და საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობა ფაკულტეტების შესაბამისად:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 7).

2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანების  დაინტერესებული  პირებისათვის  გადაცემა  დაევალოს  უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 161/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2021- 2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“ რექტორის 2021 წლის 2 სექტემბრის N606/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტორნული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“ რექტორის 2021 წლის 2 სექტემბრის N606/01-04 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1, N2, N3, N4, N5, N6, N7 დანართებში და აღნიშნული დანართები ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანების N1, N2, N3, N4, N5, N6, N7 დანართების შესაბამისად.
2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტს       პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.  ბრძანების   დაინტერესებულ   პირებისათვის   გადაცემა   დაევალოს   უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 630/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლის მიღებაზე რეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტებისთვის პრაქტიკული მოსინჯვის უზრუნველსაყოფად საგამოცდო კომისიის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის N42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები“-ის მე-28 მუხლის მე-11 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის, და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 8 სექტემბრის N17627/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   განისაზღვროს       2021       წლის       მიღებაზე       რეგისტრირებული       სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე აპლიკანტებისათვის   პრაქტიკული   მოსინჯვის   უზრუნველსაყოფად საგამოცდო კომისია, პრაქტიკული მოსინჯვის თარიღი, დრო და ხანგრძლივობა (დანართი N1).

2.   ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

გიორგი შარვაშიძე რექტორი
 

სრულად

ბრძანების N: 156/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018 წლის შემოდგომისა და 2019 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის და რექტორის 2018 წლის 29 ნოემბრის N296/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 2 დეკემბრის N300/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 4 სექტემბრის N17250/10 წერილის საფუძველზე, 


ვბრძანებ: 


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018 წლის შემოდგომისა და 2019 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის და რექტორის 2018 წლის 29 ნოემბრის N296/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 2 დეკემბრის N300/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში, 2019 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების სასწავლო პროცესის ვადების ნაწილში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„2019 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების სასწავლო პროცესის ვადები 
 

ა)  მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა 
ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი (2019 წლის შემოდგომის მიღება) 
ა.ა)  სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების  02.12.2019 –29.01.2022 
ა.ბ)  არდადეგები  01.01.2020 – 07.01.2020 
02.03.2020 – 10.07.2020 
03.08.2020 – 28.08.2020 
01.01.2021– 15.01.2021 
29.04.2021 –11.05.2021 
09.08.2021 – 03.09.2021 
01.01.2022 – 07.01.2022 
ბ)  მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა 
ბიბლიოთეკარი (2019 წლის შემოდგომის მიღება) 
ბ.ა)  სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების  02.12.2019 –02.10.2021 
ბ.ბ)  არდადეგები  01.01.2020 – 07.01.2020 
02.03.2020 – 10.07.2020 
03.08.2020 – 28.08.2020 
01.01.2021 – 15.01.2021 
29.04.2021 – 11.05.2021 
09.08.2021 – 10.09.2021 
გ)  მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა 
საბაჟო საქმე (2019 წლის შემოდგომის მიღება) 
გ.ა)  სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების თარიღები  02.12.2019 –06.11.2021 
გ.ბ)  არდადეგები  01.01.2020 – 07.01.2020 
02.03.2020 – 10.07.2020 
03.08.2020 – 28.08.2020 
01.01.2021 – 15.01.2021 
29.04.2021 –11.05.2021 
23.08.2021 –10.09.2021 
დ)  მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა 
სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა (2019 წლის შემოდგომის მიღება) 
დ.ა)  სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების  02.12.2019 –12.06.2021 
დ.ბ )  არდადეგები  01.01.2020 – 07.01.2020 
02.03.2020 – 10.07.2020 
03.08.2020 – 28.08.2020 
01.01.2021 – 15.01.2021 
29.04.2021 –11.05.2021 
ე)  მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა 
საოფისე საქმე (2019 წლის შემოდგომის მიღება) 
ე.ა)  სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების  02.12.2019 –17.04.2021 
ე.ბ)  არდადეგები  01.01.2020 – 07.01.2020 
  02.03.2020 – 10.07.2020 
03.08.2020 – 28.08.2020 
01.01.2021 – 15.01.2021 
ვ)  მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა 
ტუროპერატორი (2019 წლის შემოდგომის მიღება) 
ვ.ა)  სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების  02.12.2019 –19.02.2022 
ვ.ბ)  არდადეგები  01.01.2020 – 07.01.2020 
02.03.2020 – 10.07.2020 
03.08.2020 – 28.08.2020 
01.01.2021 – 15.01.2021 
29.04.2021 –11.05.2021 
ზ)  მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა 
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი (2019 წლის შემოდგომის მიღება) 
ზ.ა)  სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების  02.12.2019 –26.02.2022 
ზ.ბ)  არდადეგები  01.01.2020 – 07.01.2020 
02.03.2020 – 10.07.2020 
03.08.2020 – 28.08.2020 
01.01.2021 – 15.01.2021 
29.04.2021 –11.05.2021 
09.08.2021 – 03.09.2021 
01.01.2022 – 07.01.2022 
თ)  მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა 
შემფასებელი (2019 წლის შემოდგომის მიღება) 
თ.ა)  სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების  02.12.2019 –02.04.2022 
თ.ბ)  არდადეგები  01.01.2020 –07.01.2020 
02.03.2020 – 10.07.2020 
03.08.2020 – 28.08.2020 
01.01.2021 – 15.01.2021 
29.04.2021 –11.05.2021 
09.08.2021 – 03.09.2021 
01.01.2022 – 07.01.2022 

 

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 

3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს. 

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 
 

რექტორი გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 155/01-01

“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021- 2022 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმის გახსნის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 26 აგვისტოს N149/01- 01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ემუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება და დამატება “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმის გახსნის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 26 აგვისტოს N149/01-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-
2022 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმე გაიხსნას შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე:

ა) დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენის (ატვირთვის) შემთხვევაში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი (დასკანერებული ვერსია), ხოლო მატერიალურად წარმოდგენისას ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ) დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენის (ატვირთვის) შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი    მოწმობის/პასპორტის    ელექტრონული    ასლი    (დასკანერებული ვერსია), მატერიალურად წარმოდგენისას - ასლი (დედნის წარმოდგენით);
გ) ორი ცალი ფოტოსურათი (3x4), ელექტრონული ვერსია CD-ზე (CD-ზე   წარმოდგენა საჭიროა დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენის შემთხვევაში);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/დასკანერებული ვერსია (ვაჟებისათვის);
ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/დასკანერებული ვერსია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).”

ბ) ბრძანებას პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:

„11“. ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს როგორც  დისტანციურ  რეჟიმში,  ელექტრონულად,  ასევე  მატერიალურად. დოკუმენტაციის დისტანციურ რეჟიმში, ელექტრონულად   წარმოდგენის შემთხვევაში მისი მატერიალურად წარმოდგენის ვადა განისაზღვრება დამატებით რექტორის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“

2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 154/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2  პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8   პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების  - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014წ.),  თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის  №113 დადგენილების - „სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური    პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ- პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო  განრიგის  დამტკიცების  შესახებ“ თსუ  რექტორისა  და  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის     2021     წლის     6     ივლისის     №20/04     ერთობლივი     ბრძანების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის 2021 წლის 2 სექტემბრის  N17103/27 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.ონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 7 სექტემბერს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 8 ოქტომბრიდან 2021 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2021 წლის 6 ნოემბრისა.
4.კონკურსი    გამოცხადდეს    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

თეორიული და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სასწავლო– სამეცნიერო ინსტიტუტი

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

5. აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“   საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2021 წლის 8 ოქტომბრიდან 2021 წლის    15    ოქტომბრის    ჩათვლით,    12-დან    16    საათამდე,        ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.  N1 (I კორპუსი) ოთახი N207;
7. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით    გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი").
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

გიორგი შარვაშიძე რექტორი

სრულად

ბრძანების N: 153/01-01

სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის მედიცინის    ფაკულტეტზე       პროფესორის   სამსახურში   მისაღებად   კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8   პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი N10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის   №113 დადგენილების - „სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური    პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 6 ივლისის №20/04 ერთობლივი ბრძანებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დიმიტრი კორძაიას 2021 წლის 25 აგვისტოს  N16532/32 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.   გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.  უნივერსიტეტის პროფესორად 10   (ათი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
კლინიკურ კათედრაზე პროფესორად 10 (ათი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო 9 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება, ასევე კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
3. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 2 სექტემბერს.   საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 4 ოქტომბრიდან 2021 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2021 წლის 29 ოქტომბრისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

შინაგან დაავადებათა კათედრა

პროფესორი – 1 საშტატო ერთეული  (კატეგორია „ბ“)

5.   პროფესორის თანამდებობაზე   ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:


ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე  (დადგენილი  ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის    32-ე   მუხლის   მე-2   პუნქტის   თანახმად,   უმაღლეს   საგანმანათლებლო დაწესებულებაში    არ    შეიძლება    დასაქმდეს    „სქესობრივი    თავისუფლებისა    და ხელშეუხებლობის        წინააღმდეგ   მიმართულ   დანაშაულთან   ბრძოლის   შესახებ“ საქართველოს    კანონით    გათვალისწინებული    სქესობრივი    თავისუფლებისა    და ხელშეუხებლობის         წინააღმდეგ       მიმართული       დანაშაულის       ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)   ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კლინიკური მოდულების სწავლებისას - შესაბამისი საექიმო სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; თუ კონკურსში მონაწილეობს პირი, რომელსაც ამჟამად უკავია თსუ აკადემიური თანამდებობა, მისი მონაცემები სრულად უნდა იყოს ასახული თსუ სამეცნიერო პორტალზე  http://rp.tsu.ge/;
თ) შესაბამისი დისციპლინის/დისციპლინების, სილაბუსი/სილაბუსები ქართულ და ინგლისურ ენებზე,   შევსებული თსუ-ის   სარეკომენდაციო ფორმის შესაბამისად - დარგობრივ მახასიათებლებთან, მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე პროგრამებისა 
და ცხრილის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. სილაბუსს უნდა ერთვოდეს ცნობა თსუ მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკიდან, რომ სილაბუსში გამოყენებული ლიტერატურა სრულად შეესაბამება თსუ ბიბლიოთეკის რესურსებს. შესაბამისი რესურსის    არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა უზრუნველყოს ამ რესურსის მობილიზაცია და ბიბლიოთეკისთვის გადაცემა;
ი) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი. კ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია
ლ) ინფორმაცია  კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
ლ.ა. თანხმობის წერილს იმ    ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისაგან, სადაც უნდა განხორციელდეს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;
ლ.ბ. კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს;
ლ.გ. კლინიკურ ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის განკუთვნილი სივრცის აღწერილობას და სასწავლო პროცესისათვის   გამოყოფილი მატერიალურ- ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს;
ლ.დ.დადასტურების წერილს, რომ ბაზაზე სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია თსუ ელექტრონული რესურსები;
6.    საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2021 წლის 4 ოქტომბრიდან 2021 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით, 1100-დან 1600 საათამდე მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო    დოკუმენტაციის    მიმღებ    აპარატში.  მისამართი:  ქ.  თბილისი, ბელიაშვილის N78, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, III სართული,   ოთახი N330;
7.    პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი  კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით   გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8.      ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9.    ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.    წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მედიცინის ფაკულტეტი).
11.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 152/01-01  

სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2021¬2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების შესახებ 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ ,,ო“ და ,,პ “ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტორნული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე, 


ვბრძანებ: 


1.     დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით: 
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1); 
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი№2); 
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი№3); 
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი№4); 
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი№5); 
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი№6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი№7). 


1  წარმოების განხორციელება დაევალოს შესაბამის ფაკულტეტებს, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
2    წარმოების დასრულების ვადა განისაზღვროს არაუგვიანეს 30 სექტემბრისა. 
3 ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. 
4 დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. 
5    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 
6  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) 

 

  რექტორი გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 606/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლის მიღებაზე ქ. თბილისში რეგისტრირებულ აპლიკანტთა შერჩევის თარიღების დადგენის, შესარჩევი და სააპელაციო კომისიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის N42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები“-ის მე-8 მუხლის მეორე პუნქტის,  მე-10 მუხლის მეორე პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 31 აგვისტოს N16919/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დადგინდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ქ. თბილისში რეგისტრირებული აპლიკანტების შერჩევის თარიღები შემდეგი თანმიმდევრობით:

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შერჩევის თარიღი
1 საფინანსო სერვისები 11,13,14,15,.09.2021
2 ღონისძიების ორგანიზება
3 საოფისე საქმე

 

2. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ.    თბილისში     საბაზო     და     საშუალო     პროფესიულ     საგანმანათლებლო     პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტების შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:


   3. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ.    თბილისში     საბაზო     და     საშუალო     პროფესიულ     საგანმანათლებლო     პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტების სააპელაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

N სააპელაციო კომისიის წევრის სახელი, გვარი პოზიცია
1 სოფიო იდაძე კომისიის თავმჯდომარე
2 ვალერი მუშკუდიანი კომისიის  წევრი  (პროფესიული  განათლების  ცენტრის წარმომადგენელი)
3 ნინო მაზმიშვილი კომისიის წევრი        (პარტნიორი        ორგანიზაციის წარმომადგენელი)

 

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ოკრიბელაშვილი 

სრულად

ბრძანების N: 596/01-04    

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებული აპლიკანტების საჩივრის წარმოდგენისა და საჩივრების განმხილველი სააპელაციო კომისიის მუშაობის წესის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-10  მუხლის  პირველი  პუნქტის,  და  თსუ  პროფესიული  განათლების  ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 31 აგვისტოს N16963/10 წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წელს    პროფესიულ       საგანმანათლებლო       პროგრამებზე       დარეგისტრირებული აპლიკანტების საჩივარში წარმოდგენილი საკითხების განხილვა წარიმართოს შემდეგი პროცედურული დაცვით:
ა) აპლიკანტმა საჩივარი უნდა გამოაგზავნოს თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე cve@tsu.ge იმ ელექტრონული ფოსტიდან, რომლითაც    დარეგისტრირებულია აპლიკანტი სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. საჩივრის ტექსტში უნდა იყოს მითითებული, თუ რომელ პროფესიულ პროგრამაზე, რომელ ლოკაციაზე, რა თარიღში ჰქონდა გასაუბრება აპლიკანტს და შემდეგ გასაჩივრების საფუძველი/მიზეზი;
ბ) სააპელაციო კომისია აპლიკანტის საჩივარს განიხილავს თუ დაცული იქნება წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობები და აპლიკანტი მიუთითებს გასაუბრების პროცესში წარმოშობილი ტექნიკური ხასიათის შემდეგ საკითხ(ებ)ზე:
ბ.ა) აპლიკანტს არ მიეცა საკმარისი დრო გასაუბრებაზე (5 წთ.-ზე ნაკლები);
ბ.ბ) შესარჩევმა კომისიამ აპლიკანტს არ გააცნო გასაუბრების ზოგადი წესები და ამ ინფორმაციის არცოდნამ აპლიკანტის შეფასებაზე ნეგატიურად იმოქმედა;
ბ.გ) გასაუბრების პროცესში თანამედროვე ელექტრონული სისტემების გამოყენებისას წარმოიშვა ტექნიკური ხარვეზი და ამ ხარვეზმა აპლიკანტის შეფასებაზე ნეგატიურად იმოქმედა;
ბ.დ) გასაუბრების პროცესში კომისიის წევრმა აპლიკანტს დაუსვა ისეთი კითხვები, რომელიც არ იყო კავშირში მოტივაციურ გასაუბრებასთან ან/და აპლიკანტს არ მიეცა საშუალება კომისიის წევრის მხრიდან დასმულ შეკითხვაზე ეპასუხა ამომწურავად.
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებული აპლიკანტების საჩივრების განმხილველი სააპელაციო კომისიის მუშაობა წარიმართოს შემდეგი წესის დაცვით:
გ) სააპელაციო კომისიის თავმჯდომარემ ორგანიზება გაუწიოს კომისიის სრულფასოვან მუშაობას და კომისიის წევრების შეკრებას;
დ) სააპელაციო კომისიის მდივნის ფუნქცია-მოვალეობას ასრულების კომისიის ერთ- ერთი წევრი კომისიის თავჯდომარის დავალებით, რომელსაც ევალება დააოქმოს კომისიის ყველა შეკრება;
ე) სააპელაციო კომისიის წევრ(ებ)ი აქტიურად არის ჩართული კომისიის მუშაობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
ვ) კომისია უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი;
ზ) სააპელაციო კომისია აპლიკანტის საჩივართან დაკავშირებით დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.;
თ) კომისიის მუშაობის შედეგები და გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით და მას ხელს აწერენ კომისიის დამსწრე წევრები;
ი) სააპელაციო კომისია იღებს ორი სახის გადაწყვეტილებას: პირველი, საჩივარი რჩება განუხილველი და ეცნობება აპლიკანტს ელექტრონული სახით, მეორე, საჩივარი დაკმაყოფილდება და სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება ეგზავნება შესარჩევ კომისიას შემდგომი რეაგირების მიზნით.
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ოკრიბელაშვილი
 

სრულად

ბრძანების N: 151/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა შერჩევის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის N42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები“-ის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის, და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 27 აგვისტოს N16681/10 წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა შერჩევის წესი და პირობები (დანართი N1).
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის   სტრუქტურულ   ერთეულებისთვის   მიწოდება   დაევალოს   უნივერსიტეტის
კანცელარიას.
3. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ნინო ოკრიბელაშვილი
 

სრულად

ბრძანების N: 150/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმის გახსნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე-11 პუნქტების, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021- 2022 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმე გაიხსნას შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე:

ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);

გ) ორი ცალი ფოტოსურათი (3X4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021- 2022   სასწავლო   წელს   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   ერთიანი   ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმე გაიხსნას შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე (უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ):

ა) განცხადება რექტორის სახელზე (საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით); 
ბ) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ორი ცალი ფოტოსურათი (3X4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის);
ვ) უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული შეფასებების და კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უსდ-ში;
ზ) მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადებას მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნაცვლად უნდა დაერთოს ბინადრობის მოწმობის ასლი.

3.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ნინო ოკრიბელაშვილი

სრულად

ბრძანების N: 149/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021- 2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე  მუხლის,  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2010  წლის  4  თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2021 წლის 4 აგვისტოს „2021- 2022    სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში,  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის (მობილობის) პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ“ N1.1/63 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები:

ა) პროცედურული ვადები:
ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 3– 8 სექტემბერი;
ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 9 - 13 სექტემბერი; 
ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი)– 14-15 სექტემბერი;
ა.დ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 16 სექტემბერი;
ა.ე) მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელეტქრონულად ასახვა - 17 სექტემბერი.

ბ) საგამოცდო ვადები (უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი დოქტორანტებისთვის):

ბ.ა) უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 7 სექტემბერი;

ბ.ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება –9 სექტემბერი;
ბ.გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 10 სექტემბერი;

ბ.დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 13 სექტემბერი;

ბ.ე) გასაუბრება სპეციალობაში - 13-14 სექტემბერი.

2. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;

ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
ი) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
კ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
ლ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს. 
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი     ნინო ოკრიბელაშვილი
 

სრულად

ბრძანების N: 147/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლის მიღებაზე ქ. ქუთაისში რეგისტრირებულ აპლიკანტთა შერჩევის თარიღების დადგენისა და შესარჩევი, სააპელაციო კომისიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი მე-2 და მე-3 ნაწილების, 54- ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის  2021  წლის  2  ივლისის  N42/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები“-ის მე-8 მუხლის მეორე პუნქტის,   მე-10 მუხლის მეორე პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 25 აგვისტოს N16527/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დადგინდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ქ. ქუთაისში რეგისტრირებული აპლიკანტების შერჩევის თარიღები შემდეგი თანმიმდევრობით:

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შერჩევის თარიღი
1 საბიბლიოთეკო საქმე 01,02.09.2021
2 სატვირთო გადაზიდვების ლოჯისტიკა 02,03.09.2021
3 საფინანსო სერვისები 04,05,06.09.2021
4 ღონისძიების ორგანიზება 07,08,.09.2021
5 საოფისე საქმე 09,10,11.09.2021

2. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. ქუთაისში საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე    რეგისტრირებული     აპლიკანტების     შესარჩევი     კომისია     შემდეგი შემადგენლობით:

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა N შესარჩევი კომისიის წევრის სახელი, გვარი პოზიცია
საბიბლიოთეკო საქმე 1 ჟანა ნუცუბიძე კომისიის თავმჯდომარე
2 გიორგი ჭიჭინაძე კომისიის წევრი (მასწავლებელი)
3 ზვიად ბეშკენაძე კომისიის  წევრი  (პროფესიული განათლების ცენტრის წარმომადგენელი)
4 გრიგოლ ქობალიანი კომისიის  წევრი  (პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი)
5 ეკატერინე ბარაბაძე კომისიის  წევრი   (პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი)
სატვირთო გადაზიდვების ლოჯისტიკა 1 დავით კბილაშვილი კომისიის თავმჯდომარე
2 ლაშა ჩაკვეტაძე კომისიის წევრი (მასწავლებელი)
3 მურთაზ სვანაძე კომისიის  წევრი  (პროფესიული განათლების ცენტრის წარმომადგენელი)
4 გიორგი გიორგობიანი კომისიის  წევრი   (პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი)
5 ირაკლი ცხვედიანი კომისიის  წევრი   (პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი)
საფინანსო სერვისები 1 ხათუნა ტყეშელაშვილი კომისიის თავმჯდომარე
2 მაია კუხალაშვილი კომისიის წევრი (მასწავლებელი)
3 მურთაზ სვანაძე კომისიის  წევრი  (პროფესიული განათლების ცენტრის წარმომადგენელი)
4 ნათია ტყეშელაშვილი კომისიის წევრი  (პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი)
5 სალომე ხელაძე კომისიის წევრი (პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი)
ღონისძიების ორგანიზება 1 ნანა შენგელია კომისიის თავმჯდომარე
2 ანა ძიმისტარაშვილი კომისიის წევრი (მასწავლებელი)
3 ჯონი ბენდელიანი კომისიის წევრი (მასწავლებელი)
4 ზვიად ბეშკენაძე კომისიის წევრი  (პროფესიული განათლების ცენტრის წარმომადგენელი)
5 ეკატერინე სირაძე კომისიის  წევრი (პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი)
საოფისე საქმე 1 თეა ჭეიშვილი კომისიის თავმჯდომარე
2 ქეთევან გაბიძაშვილი კომისიის წევრი (მასწავლებელი)
3 დალი სოლოღაშვილი კომისიის წევრი (მასწავლებელი)
4 მურთაზ სვანაძე კომისიის  წევრი  (პროფესიული განათლების ცენტრის წარმომადგენელი)
5 თეონა ვარდუაშვილი კომისიის წევრი  (პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი)

 

3. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. ქუთაისში საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე    რეგისტრირებული     აპლიკანტების     სააპელაციო     კომისია     შემდეგი შემადგენლობით: 

 

N სააპელაციო კომისიის წევრის სახელი, გვარი პოზიცია
1 რობერტ გოლეთიანი კომისიის თავმჯდომარე
2 სოფიო იდაძე კომისიის  წევრი  (პროფესიული  განათლების  ცენტრის წარმომადგენელი)
3 თეიმურაზ ბაღდავაძე კომისიის წევრი        (პარტნიორი        ორგანიზაციის წარმომადგენელი)

 

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.    ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი     გიორგი შარვაშიძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი   ნინო ოკრიბელაშვილი


 

სრულად

ბრძანების N: 148/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 23 ივლისის N117/01- 01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ემუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე- 11 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  შევიდეს   ცვლილება   „სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 23 ივლისის N117/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ. დოკუმენტაციის დისტანციურად, ელექტრონული ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დასკანერებული ვერსია, ხოლო დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენის ეტაპზე შესაბამისი წესით დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად   დამოწმებული ასლი; 2021 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);“.
2.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი    ნინო ოკრიბელაშვილი

სრულად

ბრძანების N: 144/01-01