Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021- 2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში ვაკანტური ადგილების, მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2022 წლის 31 იანვრის N21/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში ვაკანტური ადგილების, მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2022 წლის 31 იანვრის N21/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-3 პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება- 21-22 თებერვალი;
ლ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 23 თებერვალი;“

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 34/01-01

2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი პალაცკის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ჩატარდეს კონკურსი 2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული    ერაზმუს+       საერთაშორისო       კრედიტ-მობილობის პროგრამის    ფარგლებში   პარტნიორი   პალაცკის უნივერსიტეტის   მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი   ჩატარდეს   2022   წლის   10   თებერვალს   Zoom   პლატფორმის საშუალებით.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო ოკრიბელაშვილი, თსუ რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) თეონა მატარაძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)  ნინო   ქიმერიძე,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს     კომისიის     მდივნად     თსუ     საგარეო     ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დამტკიცდეს   კონკურსის   ჩატარებისა   და   კანდიდატთა   შერჩევის   წესი (დანართი №1).
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს  და  შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი,შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე
 

სრულად

ბრძანების N: 30/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტებისათვის პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის №64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 4 თებერვლის N2015/10 წერილის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუწყდეთ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტის სტატუსი №1 დანართში მითითებულ პროფესიულ სტუდენტებს (დანართი №1).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64)

 

რექტორი     გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 54/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო” და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 14 აგვისტოს №:154/01-01 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 7 თებერვლის №2158/29 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს კონკურსი მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.
2. დამტკიცდეს  კონკურსში  მონაწილეობის მსურველის განცხადების  ფორმა (დანართი №1).
3. კანდიდატების შერჩევა განახორციელოს სტიპენდიის მიმნიჭებელმა კომისიამ მოქმედი კანონმდებლობისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    მამია   ღაღანიძის   სახელობის   სტიპენდიის   მინიჭების   წესისა   და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის

2020 წლის 14 აგვისტოს №:154/01-01 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესის“ საფუძველზე.

4. სტიპენდიის მოპოვების მსურველმა ბაკალავრიატის სტუდენტებმა კომისიის სახელზე წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სტუდენტის განცხადება, წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად; 
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) წინა სემესტრის განმავლობაში კონფერენციაში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (დათარიღებული სერტიფიკატი ან ცნობა);
დ) წინა სემესტრის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ის ასლი;
ე) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა, თსუ-სა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) საქართველოს ბანკიდან სტუდენტის საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი.

5. სტიპენდიის მიღების მსურველის სტუდენტების საბუთების მიღება მოხდეს 2022 წლის 11 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით.
6. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება განხორციელდეს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ცენტრში, ელექტრონული ფოსტის  გზავნილით,  მისამართზე:   nana.chargeishvili@tsu.ge  (საკონტაქტო  პირი:  თეონა გამხუაშვილი ტელ: 2250484(9801)
7. სტიპენდიანტების შერჩევის თაობაზე რექტორის 2020 წლის 14 აგვისტოს №:154/01-01 ბრძანებით დამტკიცებული კომისიის დასკვნა მომზადდეს არაუგვიანეს 2022 წლის 2 მარტისა.
8. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
9. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 31/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო -კვლევით ერთეულში ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“     ქვეპუნქტებისა  და  მე-9 პუნქტის,  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრფიის   ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 23 დეკემბრის N34/04 ერთობლივი ბრძანების და ვახუშტი ბაგრატიონის   სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის   ნანა ბოლაშვილის 2022 წლის   2 თებერვლის   N1901/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის   2022 წლის 28 იანვრის   სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელისა და  მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვრონ არჩეულად:

ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილება
გელაძე ვახტანგ-მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილება გადრანი ლელა - მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული ყავლაშვილი გიორგი - მეცნიერი თანამშრომელი  -1 საშტატო ერთეული იმნაძე გურამ - მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული
გაფრინდაშვილი გიორგი -  მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული

ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილება
ხარძიანი თამარი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული ჩალაძე თამილა - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული კეკენაძე ვალერიანე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული


საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილება
თუთბერიძე მზია - მეცნიერი თანამშრომელი  -  1 საშტატო ერთეული ხომერიკი გიორგი - მეცნიერი თანამშრომელი -  1 საშტატო ერთეული კვირკველია ნანა - მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული თავაძე გივი -  მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული
ჯვარშეიშვილი სოფიკო -   მეცნიერი თანამშრომელი -  0,5 საშტატო ერთეული

კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის ლაბორატორია
ჭიჭინაძე თამარ - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული კუმლაძე რომან -  მეცნიერი თანამშრომელი  0,5 საშტატო ერთეული


2. კონკურსის  შედეგები ძალაში შევიდეს  2022 წლის 14 თებერვლიდან;
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან;
4. წინამდებარე ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ვახუშტი ბაგრატიონინის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 


რექტორი    გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 28/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო -კვლევით ერთეულში ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“    ქვეპუნქტებისა  და  მე-9 პუნქტის,  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ანდრია რაზმაძის     სახელობის  მათემატიკის  ინსტიტუტის, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 23 დეკემბრის  N34/04 ერთობლივი ბრძანების,   ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის   ინსტიტუტის დირექტორის   ნინო ფარცვანიას 2022 წლის   3 თებერვლის N1944/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის  2022 წლის 2 თებერვლის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის -  მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვრონ არჩეულად:

ალგებრის განყოფილება
ზანგურაშვილი დალი - მეცნიერი თანამშრომელი   - 1 საშტატო ერთეული პაჭკორია ალექსი - მეცნიერი თანამშრომელი   -  1 საშტატო ერთეული

მათემატიკური ლოგიკის განყოფილება:
ურიდია ლევან - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

მათემატიკური ანალიზის განყოფილება:
გორდაძე  ეთერ - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

დრეკადობის მათემატიკური თეორიის განყოფილება: გოგოლაური ლიდა - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული შაფაქიძე ლუიზა - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

მათემატიკური ფიზიკის განყოფილება:
გაჩეჩილაძე ავთანდილ - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

თეორიული ფიზიკის განყოფილება:
ციციშვილი გიორგი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული ხვედელიძე  არსენ - მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული

2. კონკურსის  შედეგები ძალაში შევიდეს  2022 წლის 14 თებერვლიდან;
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან;
4. წინამდებარე ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 


რექტორი   გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 29/01-01

2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ინსა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის,
54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-
14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ჩატარდეს კონკურსი 2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+  საერთაშორისო  კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ინსა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი   ჩატარდეს   2022   წლის   8   თებერვალს   Zoom   პლატფორმის საშუალებით.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)  ნინო    ოკრიბელაშვილი,    თსუ    რექტორის    მოადგილე,    კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  მირეი    დუკასე,    რენის    გამოყენებით    მეცნიერებათა    ეროვნული ინსტიტუტის პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)  პეტრე  ბაბილუა,  თსუ  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს     კომისიის     მდივნად     თსუ     საგარეო     ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დამტკიცდეს   კონკურსის   ჩატარებისა   და   კანდიდატთა   შერჩევის   წესი (დანართი №1).
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 27/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის საუნივერსიტეტო წესის განსაზღვრის შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 19 მაისის N12/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 2 თებერვლის N1914/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.       შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის საუნივერსიტეტო წესის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 19 მაისის N12/04 ერთობლივ ბრძანებაში და მისი მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით -
„3. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯილდო გამოიყოფა აკადემიური პერსონალისთვის, ვისაც ჯილდოზე წარმოდგენილი სტატია გამოქვეყნებული (ან ოფიციალურად დასაბეჭდად მიღებული) აქვს მიმდინარე კალენდარულ წელს და ვინც ჯილდოზე წარმოდგენილი სტატიისგან დამოუკიდებლად ასრულებს შესაბამისი სახელფასო კატეგორიით განსაზღვრული სამეცნიერო-კვლევით დატვირთვას, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრულია აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის N112 დადგენილებით (ამავდროულად, ჯილდოს მისაღებად წარმოდგენილი სტატია არ უნდა იყოს გამოყენებული შესაბამისი სახელფასო კატეგორიით განსაზღვრული სამეცნიერო-კვლევით დატვირთვაში სტატიის ავტორ/თანაავტორ აკადემიური პერსონალის მიერ, რომელთაც ექნებათ ჯილდოს    მიღების    ოფიციალურად    გამოხატული    სურვილი). ამ პუნქტით გათვალისწინებული სტატიის საფუძველზე, ჯილდოზე განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვროს მომდევნო კალენდარული წლის იანვრის თვის ბოლო სამუშაო დღე.“

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა საფინანსო და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტისათვის ასევე, ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4.  ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან (გაცნობიდან) 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).


რექტორი   გიორგი შარვაშიძე

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 4/04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადებისთვის ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − iვანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2022 წლის  04 თებერვლის  N1992/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში თითოეულ  საგანში  მომზადების საფასური განისაზღვროს შემდეგნაირად, კერძოდ:

ა)ზოგადი  უნარების  სრული  კურსის  (რაოდენობრივი  და  ვერბალური  კომპონენტები) ხანგრძლივობა - 56 საათი;  სრული  კურსის   მომზადების  საფასური  განისაზღვროს 700 ლარის ოდენობით (56 საათი);
ბ) ზოგადი უნარების ვერბალური კომპონენტის (ანალიტიკური წერა, წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა) კურსის მომზადების საფასური განისაზღვროს 350 ლარის ოდენობით (28 საათი);
გ)ზოგადი  უნარების  რაოდენობრივი  კომპონენტის  (რაოდენობრივი  მსჯელობა)  კურსის მომზადების საფასური განისაზღვროს 350 ლარის ოდენობით (28 საათი);
დ) უცხო ენის (ინგლისური) B1 დონე კურსის ხანგრძლივობა - 60 საათი; კურსის  მომზადების საფასური  განისაზღვროს 600 ლარის ოდენობით (60 საათი);
ე)  უცხო ენის (ინგლისური) B2 დონე კურსის ხანგრძლივობა - 60 საათი; კურსის   მომზადების საფასური  განისაზღვროს 600 ლარის ოდენობით (60 საათი);
ვ)  კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში - კურსის ხანგრძლივობა - 30 საათი; კურსის   მომზადების  საფასური  განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით (30 საათი);
ზ) კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა ადმინისტრაციულ სამართალში - კურსის ხანგრძლივობა - 30 საათი; კურსის   მომზადების  საფასური  განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით (30 საათი); 
თ) კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა   კერძო სამართალში - კურსის ხანგრძლივობა - 30 საათი; კურსის   მომზადების  საფასური  განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით (30 საათი);
ი)საჯარო   სამართლის   მიმართულებით  კონსტიტუციური  სამართალი - კურსის ხანგრძლივობა - 30 საათი; კურსის    მომზადების   საფასური   განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით (30 საათი);

2.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადებისთვის, მომზადების საფასურის გადახდისას დადგინდეს  შეღავათები სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალისთვის, პერსონალის შვილებისთვის, თსუ-ის სტუდენტებისა და თსუ-ის კურსდამთავრებულთათვის შემდეგი ოდენობით, კერძოდ:

ა)  ზოგადი უნარების კურსის (რაოდენობრივი და ვერბალური კომპონენტები) ხანგრძლივობა - 56 საათი; სრული კურსის არჩევის შემთხვევაში მომზადების   საფასური   განისაზღვროს 400 ლარის ოდენობით (56 საათი);
ბ) ზოგადი უნარების ვერბალური კომპონენტის (ანალიტიკური წერა, წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა) კურსის მომზადების საფასური განისაზღვროს 200 ლარის ოდენობით (28 საათი);
გ)ზოგადი  უნარების  რაოდენობრივი  კომპონენტის  (რაოდენობრივი  მსჯელობა)  კურსის მომზადების საფასური განისაზღვროს 200 ლარის ოდენობით (28 საათი);
დ) უცხო ენის (ინგლისური) B1 დონე კურსის ხანგრძლივობა - 60 საათი; კურსის  მომზადების საფასური  განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით (60 საათი);
ე) უცხო ენის (ინგლისური) B2 დონე კურსის ხანგრძლივობა - 60 საათი; კურსის   მომზადების საფასური  განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით (60 საათი);
ვ) კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში - კურსის ხანგრძლივობა - 30 საათი; კურსის   მომზადების  საფასური  განისაზღვროს 400 ლარის ოდენობით (30 საათი);
ზ) კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა ადმინისტრაციულ სამართალში - კურსის ხანგრძლივობა - 30 საათი; კურსის   მომზადების  საფასური  განისაზღვროს 400 ლარის ოდენობით (30 საათი); 
თ) კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა   კერძო სამართალში - კურსის ხანგრძლივობა - 30 საათი; კურსის   მომზადების  საფასური  განისაზღვროს 400 ლარის ოდენობით (30 საათი);
ი) საჯარო   სამართლის   მიმართულებით  კონსტიტუციური  სამართალი  - კურსის ხანგრძლივობა - 30 საათი; კურსის    მომზადების   საფასური   განისაზღვროს 400 ლარის ოდენობით (30 საათი);

3.   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადებისთვის, მომზადების საფასურის გადახდისას დადგინდეს  შეღავათები სოციალურად დაუცველი, დედ-მამით ობოლი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან    მყოფი და ერთი ოჯახიდან ორი ან/და მეტი მაგისტრანტობის    კანდიდატების     მოსამზადებლად     კურსზე     დარეგისტრირების შემთხვევაში,  მსმენელის  მიერ  2  ან  მეტი  საგნის  არჩევისა  და  საერთო  სამაგისტრო 
გამოცდისთვის მომზადების შემთხვევაში, მაგისტრანტობის კანდიდატის მომზადების წლიური  საფასური  განისაზღვროს  საერთო  ღირებულების 80%-ის ოდენობით;

4. მაგისტრანტობის    კანდიდატებისთვის    საერთო    სამაგისტრო    გამოცდისთვის მოსამზადებლად დადგინდეს მოსამზადებელ საგნებში მომზადების თარიღი, კერძოდ:
ა)   ზოგადი უნარების (ვერბალური   კომპონენტი, რაოდენობრივი   კომპონენტი) კურსების მომზადება დაიწყოს სასწავლო წლის 15 მარტიდან;
ბ)      უცხო ენის (  ინგლისური)  B1  დონე და უცხო ენის (ინგლისური)  B2  დონე კურსების მომზადება დაიწყოს სასწავლო წლის 15 აპრილიდან;
გ) კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში, საჯარო სამართლის მიმართულებით კონსტიტუციური    სამართალი,   კაზუსის  ამოხსნის  მეთოდიკა     ადმინისტრაციულ სამართალში და კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა   კერძო სამართალში მოსამზადებელი კურსების მომზადება დაიწყოს სასწავლო წლის 15 მაისიდან;

5.  მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადებისთვის გადასახდელი თანხა უნდა დაიფაროს მოსამზადებელი კურსის დაწყებამდე დადგენილ ვადაში, თსუ-სა და   მაგისტრანტობის კანდიდატს   შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად;

6. გადასახდელი    თანხის    დადგენილ    ვადებში    გადაუხდელობის    შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატს თანხის დასაფარად გაეგზავნოს შეტყობინება/გაფრთხილება და დამატებითი    გადახდის ვადა განესაზღვროს დადგენილი გადახდის ვადიდან არაუგვიანეს ორი (2) დღის განმავლობაში. დამატებით დადგენილი  ორ (2) დღიანი ვადის ამოწურვის    შემდგომ,   სწავლის   საფასურის   გადაუხდელობის                      შემთხვევაში მაგისტრანტობის    კანდიდატი    ამოირიცხება    საერთო    სამაგისტრო    გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსიდან და შეწყდება თსუ-სა და  მაგისტრანტობის კანდიდატს  შორის დადებული ხელშეკრულება;

7. საერთო   სამაგისტრო   გამოცდაში   მომზადებისთვის   მოსამზადებელი   კურსების მასწავლებელთა    ანაზღაურება განისაზღვროს შემდეგნაირად, კერძოდ:
ა) ზოგადი უნარების (ვერბალური კომპონენტი, რაოდენობრივი კომპონენტი) სრული კურსის, ზოგადი უნარების (ვერბალური   კომპონენტი),    ზოგადი უნარების (რაოდენობრივი კომპონენტი),  უცხო ენის (ინგლისური)  B1  დონე და უცხო ენის (ინგლისური)  B2  დონე კურსების მასწავლებელთა ანაზღაურება განისაზღვროს 1 ასტრონომიული საათი 25 ლარის ოდენობით (საშემოსავლო  გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
ბ) კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში, საჯარო სამართლის მიმართულებით კონსტიტუციური სამართალი, კაზუსის  ამოხსნის  მეთოდიკა    ადმინისტრაციული სამართალში და  კაზუსის  ამოხსნის  მეთოდიკა  კერძო სამართალში  კურსების მასწავლებელთა ანაზღაურება განისაზღვროს 1 ასტრონომიული საათი 30 ლარის ოდენობით (საშემოსავლო  გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);

8.   პანდემიის გამო, უნივერსიტეტში სწავლების მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, ასევე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების   გათვალისწინებით, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის მოსამზადებელ განყოფილებაში მეცადინეობები შესაძლოა განხორციელდეს    დისტანციური სწავლების  გამოყენებით (ZOOM ან/და Teams პლატფორმის გამოყენებით), რის  თაობაზეც უნივერსიტეტის მიერ  ეცნობება დაინტერესებულ პირებს. 
9.  დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას წინამდებარე ბრძანების  გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
10. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
11. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 15/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021- 2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 და მე-15 მუხლების, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე  მუხლის,  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების ,,რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“, ,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, ,,ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის    №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 17 იანვრის №1701/32 წარდგინების საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში    2021-2022      სასწავლო      წლის      გაზაფხულის      სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე:

1.1.  პალიატიური მედიცინა (სუბსპეციალობა) - 4  ადგილი.

2. რეზიდენტურის  ალტერნატიული  დიპლომისშემდგომი  განათლების  (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა    პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:

2.1. საბუთების მიღება – 07 -11 თებერვალი;
2.2. გასაუბრება – 15 თებერვალი;
2.3. შედეგების გამოცხადება – 17 თებერვალი.

3. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე. 

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 23/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 13 იანვრის N2/04 ერთობლივი ბრძანების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას 2022 წლის 25 იანვრის N 1102/30 და 2022 წლის 27 იანვრის N 1400/30 წერილების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    სოციალურ    და    პოლიტიკურ    მეცნიერებათა    ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3.კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 3 თებერვალს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 4 მარტიდან 2022 წლის 10 მარტის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის პირველი აპრილისა.
4.კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
პოლიტიკის მეცნიერების  მიმართულება
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“);
5.ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ)კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული  დადგენილი  ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის    წინააღმდეგ      მიმართული      დანაშაულის      ჩადენისთვის ნასამართლევი     პირი   ან/და   პირი,   რომელსაც   იმავე   კანონის   საფუძველზე სასამართლომ    ჩამოართვა    საგანმანათლებლო    დაწესებულებაში    საქმიანობის უფლება);
ე)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ)  სამსახურებრივი  გამოცდილების  ამსახველი  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; 
თ) სამოტივაციო წერილი;
6. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის    მიერ    შესაბამისი    აკადემიური    თანამდებობის    დაკავებისთანავე)    და დაადასტუროს   ინფორმაცია   იმის   შესახებ,   რომ   არ   გააჩნია   ძალაში   მყოფი 
ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 4 მარტიდან 2022 წლის 10 მარტის ჩათვლით 11.00 სთ-დან 16.00 სთ-მდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N8 (VI კორპუსი) ოთახი N203-ა;
8.   ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი".
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის სამსახური,    პერსონალის     მართვის     დეპარტამენტი,     გაზეთი     „თბილისის უნივერსიტეტი“, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 24/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა, მე- 9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის  სამსახურში  მიღების  ერთიანი  წესისა  და სამეცნიერო  თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლისა და პეტრე მელიქიშვილის    სახელობის    ფიზიკური    და    ორგანული    ქიმიის    ინსტიტუტის დირექტორის ქეთევან ებრალიძის 2022 წლის 28 იანვრის N1545/10 წერილის   (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 27 იანვრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ    სამეცნიერო - კვლევით ერთეულში პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის  მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვრონ არჩეულად:

ფიზიკურ-ქიმიური  პროცესების კვლევის ლაბორატორია:

1.   ზურაბ ამირიძე  - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
2.   ნინო ბურკიაშვილი  - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
3.   ვახტანგი  გაბუნია  - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
4.   თინათინ შარაშენიძე  - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული

ქიმიური ეკოლოგიის  ლაბორატორია:

1.   გულნარა ბალარჯიშვილი  - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
2.   თამარ დგებუაძე  - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
3.   ნინო ნონიკაშვილი  - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
4.   ლიანა სამხარაძე  - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
5.   ქეთევან  სარაჯიშვილი - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
6.   მაია  სტეფანიშვილი - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
7.   ლეილა ტატიაშვილი - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
8.   ნელი ყალაბეგაშვილი  - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
9.   ქეთევან ქოჩიაშვილი  - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
10. თამარ ქორქია  - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
11. რუსუდან ურიდია - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
12. ნანა წეროძე  - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
13. მაია ჯაფარიძე - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული

ორგანულ ნაერთთა ქიმიის  ლაბორატორია:

1.   მანანა  ბუზარიაშვილი  - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
2.   მირანდა  ხაჩიძე - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული

მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორია:

1.   ნაზი გელაშვილი - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
2.   ნორა დოხტურიშვილი  - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
3.   ზურაბ  თაბუკაშვილი  - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
4.   ზურაბ ჩუბინიშვილი  - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
5.   ნანული ხოტენაშვილი  - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული

ნავთობის ქიმიის ლაბორატორია:

1.   თინათინ გაბუნია  - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
2.   მაკა კოპალეიშვილი - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
3.   ირინე მჭედლიშვილი  - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
4.   მადლენა ჩხაიძე  - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
5.   თამარ შატაკიშვილი  - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული

აგრარული ქიმიის  ლაბორატორია:

1.   მაია გოგალაძე - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
2.   ნაზიბროლა კლარჯეიშვილი - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
3.   ეთერ სალუქვაძე - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული 
4.   ლეილა ჯაფარიძე - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
5.   ნუნუ შალვაშვილი - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის  მეცნიერ  თანამშრომლებთან.
3. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო    დეპარტამენტი,    პერსონალის    მართვის დეპარტამენტი,    შიდა აუდიტის    სამსახური,    პეტრე    მელიქიშვილის    სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 25/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“,  და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა, მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე- 20 პუნქტების, მე-7 მუხლის, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლის და რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ ტატიშვილის 2022 წლის პირველი თებერვლის N1814/10 მოხსენებითი ბარათის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 28 იანვრის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ   სამეცნიერო - კვლევით ერთეულში რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის - მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე   გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვრონ არჩეულად:

ლევან   ჯაფარიძის   სახელობის   დენის  ქიმიური   წყაროებისა   და  საელექტროდო მასალების  ლაბორატორია:

1.ზინაიდა ვაწაძე - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
2.ნანული ბუთლიაშვილი - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
3.ნინო მაისურაძე - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
4.ქეთევან უგრელიძე - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული

გიორგი აგლაძის სახელობის ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორია:

1.რუსუდან კურტანიძე - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
2. მერაბ ზაქარაია - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
3. ბაგრატ გოდიბაძე - მეცნიერი  თანამშრომელი  - 0,5 საშტატო ერთეული

ადგილობრივი წიაღისეულისა და მინერალური ნედლეულის ქიმიური გადამუშავების ლაბორატორია:

1.ნანა ბარნოვი - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
2. დავით გვენცაძე - მეცნიერი  თანამშრომელი  - 0,5 საშტატო ერთეული

ელენე  ნანობაშვილის სახელობის რადიაციული ქიმიის ლაბორატორია:

1.მანანა მამარდაშილი - მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2. გენრიეტა შანიძე - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
3. ნინო კვირკველია - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
4. ციური ბასილაძე - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული

ჯონდო ჯაფარიძის სახელობის არაწყალხსართა ელექტროქიმიის ლაბორატორია:

1.თეონა ლოლაძე - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული

რევაზ დოღონაძის სახელობის თეორიულ კვლევათა ლაბორატორია:

1.ზოია ხუციშვილი - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
2.ზურაბ სამხარაძე - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული

აპოლონ ავალიანის სახელობის ლღობილთა ელექტროლიზის ლაბორატორია:

1.ლია აბაზაძე - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული

კატალიზის ლაბორატორია:

1.მარინა ფაჯიშვილი - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
2. ნანი მდივანი - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
3.ნათელა ხარაბაძე - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული 
ნიკოლოზ ლანდიას სახელობის თერმოქიმიის ლაბორატორია:

1.გივი ჯაფარიძე - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული

არაორგანული ნაერთების ფიზიკა-ქიმიის ლაბორატორია:

1.მაზურა კერესელიძე - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
2.ლალი სხირტლაძე - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
3.ნინო კილასონია - მეცნიერი  თანამშრომელი  - 0,5 საშტატო ერთეული
4.ნანა გეგეშიძე - მეცნიერი  თანამშრომელი  - 0,5 საშტატო ერთეული

ფიზიკური და ქიმიური ანალიზის ლაბორატორია:

1.ნანული ხავთასი - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
2.ნონა ჭალიძე - მეცნიერი  თანამშრომელი  - 0,5 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალთან.

3. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე
 

სრულად

ბრძანების N: 26/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და  მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.საგანმანათლებლო  ერთეულის  მიერ  შიდა  მობილობის  წესით  საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 10 თებერვალი;
2.შიდა მობილობის  წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 11- 15 თებერვალი;
3.შიდა  მობილობის    შედეგების    ელექტრონულ    პორტალზე    გამოქვეყნება - 16 თებერვალი;
4.საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 17- 21 თებერვალი;
5.ხელშეკრულების  გაფორმება    საგანმანათლებლო    ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან 22-24 თებერვალი;
6.საგანმანათლებლო ერთეულის   მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 25 თებერვალი;

7.საგამოცდო ვადები დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე შიდა მობილობით გადასვლის მსურველთათვის:

ა) უცხო ენის გამოცდა (ინგლისური B2 დონე) – 18 თებერვალი (10:00 სთ); 
ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 18 თებერვალი (17:00 სთ);
გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 21 თებერვალი (10:00 -12:00 სთ); 
დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 21 თებერვალი (15:00 სთ);
ე) გამოცდა სპეციალობაში – 19 თებერვალი (12:00 სთ);
ვ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 21 თებერვალი (10:00 სთ);
ზ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 21 თებერვალი (10:00 -12:00 სთ); 
თ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 21 თებერვალი (15:00 სთ);
ი) გასაუბრება სპეციალობაში- 21 თებერვალი (17:00 სთ);

8.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
9.ბრძანების   ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსების   და   შესაბამისი სტრუქტურული    ერთეულებისათვის     გადაცემის     უზრუნველყოფა     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
10.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 18/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე - 2 პუნქტების, 35 -ე მუხლის მე - 2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28 - ე მუხლის, 29 - ე მუხლის მე - 2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის    (პროფესორი,    ასოცირებული    პროფესორი,    ასისტენტ    პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
2022 წლის 13 იანვრის N2/04 ერთობლივი ბრძანების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას 2022 წლის 25 იანვრის N 1102/30 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.  უნივერსიტეტის  ასოცირებულ  პროფესორად  7  (შვიდი)  წლის  ვადით  შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი,

რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 31 იანვარს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის პირველი მარტიდან 2022 წლის 7 მარტის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის პირველი აპრილისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“);
5.ასოცირებული    პროფესორის    თანამდებობაზე    ასარჩევმა    კანდიდატმა    უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); ბ)კონკურსანტის    ანკეტა,    შევსებული    დადგენილი    ფორმის    მიხედვით    (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; 
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1- ის მე -3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან; 
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის პირველი მარტიდან 2022 წლის 7 მარტის ჩათვლით 11.00 სთ-დან 16.00 სთ-მდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N8 (VI კორპუსი) ოთახი N203-ა;
8.   ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი".
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი    გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 19/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადის განსაზღვრის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის  ,,ა’’, ,,ბ’’, ,, ო’’  და  ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო    გამოცდების        გავლის        გარეშე        სწავლის        უფლების        მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების   მიღების წესისა და უცხო ენის ცოდნის განმარტების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის N49/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე-5 მუხლის 21 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022  სასწავლო  წლის  გაზაფხულის  სემესტრისათვის  ერთიანი ეროვნული  გამოცდების/საერთო  სამაგისტრო  გამოცდების  გავლის  გარეშე  სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადად 2022 წლის 02   თებერვალი - გასაუბრება ქართულ და რუსულ ენებში;
2. აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის უზრუნველყოფა დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს;
3. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსების  და  შესაბამისი სტრუქტურული    ერთეულებისათვის     გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 20/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში ვაკანტური ადგილების, მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 13 იანვრის N453/26 და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 24 იანვრის N1151/31-02 წარდგინებების საფუძველზე, 

ვბრძანებ:


1.  გამოცხადდეს მიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში    2021-2022    სასწავლო    წლის    გაზაფხულის    სემესტრში    თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე;
2. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილები:

ა) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
1. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა „განათლების მეცნიერებები“ – 2  ადგილი


ბ) იურიდიული ფაკულტეტი
1. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა „სამართალი“ -50 ადგილი.


3.  განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები:

ა) საბუთების მიღება- 2-7 თებერვალი;

ბ) გამოცდა უცხო ენაში -9 თებერვალი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება -10 თებერვალი; 
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 11 თებერვალი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება -  14 თებერვალი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) –15 თებერვალი;
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება -  16 თებერვალი; 
თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 17 თებერვალი; 
ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 18 თებერვალი;
კ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება- 21 თებერვალი; ლ)დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 22 თებერვალი;
მ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 23-24 თებერვალი; 
ნ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო  პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 თებერვალი.

4. განისაზღვროს თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე; 
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2021 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა; 
ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
თ) უცხო    ენის    ცოდნის    დამადასტურებელი    საერთაშორისო    სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) ქართული    ენის    B2    დონეზე    ცოდნის    დამადასტურებელი    სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) წვევამდელის  სამხედრო-სააღრიცხვო  მოწმობის  ასლი  (ან  სამხედრო  ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე; 
ნ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

5. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 21/01-01

2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი კრაკოვის პედაგოგიური უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული      ერაზმუს+       საერთაშორისო       კრედიტ-მობილობის პროგრამის    ფარგლებში        პარტნიორი        კრაკოვის        პედაგოგიური უნივერსიტეტის    მიერ      თბილისის      სახელმწიფო      უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი   ჩატარდეს   2022   წლის   2   თებერვალს   Zoom   პლატფორმის საშუალებით.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო    ოკრიბელაშვილი,    თსუ    რექტორის    მოადგილე,    კომისიის თავმჯდომარე;
ბ) მანანა  რუსიეშვილი,  თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) ნინო   ქიმერიძე,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4.დამტკიცდეს     კომისიის     მდივნად     თსუ     საგარეო     ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5.ბრძანების  უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.დამტკიცდეს   კონკურსის   ჩატარებისა   და   კანდიდატთა   შერჩევის   წესი (დანართი №1).
7.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობათა         დეპარტამენტი,         შიდა         აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 22/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვლადიმერ პაპავას 2015 წლის 29 ივლისის N126/01-01 ბრძანების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის მანანა ლობჟანიძის 31.12.2021წ. N28498/29 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის   დეპარტამენტის   უფროსის   მოვალეობის   შემსრულებლის   მაია   გრიგოლიას 10.01.2022წ. N85/10 დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაფინანსდნენ, 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, საუნივერსიტეტო დაფინანსების მოპოვების გამო, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტები შემდეგი თანაფარდობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით):

1. მაისურაძე თეონა -1406.25 ლარით;
2. ტაბატაძე სესილი -1406.25 ლარით;
3. ტყემალაძე ირმა - 703.12 ლარით;
4. ტერტერაშვილი ნათია- 1406.25 ლარით;
5. ხიდეშელი გიორგი  – 1406.25 ლარით;


2.    დაევალოს     საფინანსო     დეპარტამენტს     შეიტანოს     შესაბამისი     ცვლილებები დოქტორანტების მონაცემთა ბაზაში.
3.    ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ–გვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.    წინამდებარე      ბრძანება      კანონმდებლობით      დადგენილი      წესით      გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო


დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 133/02-04  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში   საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისის კოორდინატორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2021 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული N200 ხელშეკრულების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისის კოორდინატორის  შესარჩევად (1 ვაკანსია).

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1250 (ათასორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).

3. აპლიკანტი:

ა)   უნდა ფლობდეს დოქტორის ან დოქტორთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ან იყოს დოქტორანტურის სტუდენტი;
ბ) მიღებული უნდა ჰქონდეს მონაწილეობა სამეცნიერო საგრანტო პროექტის კონკურსებში (ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე), ან მოპოვებული ჰქონდეს სამეცნიერო საგრანტო პროექტი, ან გაწეული ჰქონდეს დახმარება სხვისთვის სამეცნიერო საგრანტო პროექტის მოპოვებაში;
გ) უნდა ფლობდეს უცხოურ ენებს (უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის მცოდნე აპლიკანტს);

აპლიკანტს მოეთხოვება:
ა)  სარეკომენდაციო და სამოტივაციო წერილების წარმოდგენა;
ბ) საოფისე პროგრამების ცოდნა - Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint;


4. აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:

ა) ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის უნარი;
ბ)  დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
გ) ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
დ) კომპლექსური აზროვნების უნარი;
ე) ამოცანების დასახვისა და გადაჭრის გზების შემუშავების უნარი;
ვ) ტრენინგებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
ზ) გუნდური მუშაობის უნარი;

5.   საუნივერსიტეტო   სამეცნიერო   საგრანტო   ოფისის   კოორდინატორის   პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა) ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “ჰორიზონტი ევროპა” საგრანტო კონკურსებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება, უნივერსიტეტის მკვლევარებისთვის საინტერესო კონკურსების და სხვა აქტივობების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
ბ) ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “ჰორიზონტი ევროპა” საგრანტო კონკურსებისთვის პროექტების მომზადებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება, პროექტის მომზადებისა და განხორციელების პროცესში პარტნიორების მოძიების და სხვა ტექნიკურ და ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და წამოჭრილი პრობლემების გადაჭრაში დახმარება.
გ) ეროვნულ ოფისთან „ჰორიზონტი ევროპა“ და ეროვნული საკონტაქტო პირების ქსელთან თანამშრომლობა და მათთან ერთად უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის ტრენინგების მომზადება და ჩატარება.

6.  კონკურსში  მონაწილეობის  მსურველ  აპლიკანტს  მოეთხოვება  შემდეგი  საბუთების წარმოდგენა: 

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ)  განათლების,  კვალიფიკაციის  დამადასტურებელი  დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;
დ) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში    მიღებული      განათლების      ან/და      სამეცნიერო      ხარისხის      აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ცნობა დოქტორანტურის სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ე) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი; 
ვ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
ზ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. საბუთების არასრულად    გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას დისტანციურ რეჟიმში Zoom-ის პლატფორმის   საშუალებით (კონკრეტული თარიღი, დრო და Zoom-ის პლატფორმის მისამართი ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისის კოორდინატორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);

9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2022 წლის 28 იანვრიდან 2022 წლის 4 თებერვლის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისის კოორდინატორი.

10. ბრძანება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2021 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული N200 ხელშეკრულების ფარგლებში საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისის კოორდინატორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge- ზე და ინტერნეტ სივრცეში;

11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2022 წლის 14 თებერვლისა. 
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 13/02-01