Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი კოტ დ’აზურის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე.



ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული    ერაზმუს+  საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი კოტ დ’აზურის უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 8 აპრილს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო    ოკრიბელაშვილი,    თსუ    რექტორის    მოადგილე,    კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ირმა    გრძელიძე,    თსუ    ხარისის    უზრუნველყოფის    სამსახურის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
გ) ქეთევან ხუციშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
 
4.დამტკიცდეს     კომისიის     მდივნად     თსუ     საგარეო     ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5.ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.დამტკიცდეს   კონკურსის   ჩატარებისა   და   კანდიდატთა   შერჩევის   წესი (დანართი №1).
7.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და  შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობათა  დეპარტამენტი,შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი     ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 88/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკრაინის მოქალაქე სტუდენტებისთვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ერთდჯერადი საუნივერსიტეტო სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით    დამტკიცებული   საჯარო   სამართლის   იურიდიული   პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15  მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-16  მუხლის  პირველი  პუნქტის  ,,ნ”  და  ,,პ” ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის  საფუძველზე, 

 

ვბრძანებ:


1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკრაინის მოქალაქე სტუდენტებისთვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ერთჯერადი საუნივერსიტეტო სტიპენდიის გაცემის წესი (დანართი N1);
2. დამტკიცდეს ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ერთჯერადი საუნივერსიტეტო სტიპენდიის განაცხადის ფორმა (დანართი N2);
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
5.ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი     ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 89/01-01

2022/2023 სასწავლო წლისთვის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი აახენის რაინ-ვესტფალიის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი კვლევითი სტაჟირების სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით და ასევე ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ 2021 წლის 22 დეკემბრის N33/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლისთვის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი აახენის რაინ-ვესტფალიის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საფეხურის    სტუდენტებისათვის   გამოყოფილი   სტიპენდიების   კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 11 აპრილს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) იოსებ  სალუქვაძე,  თსუ  სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) თეონა   მატარაძე,   თსუ   სოციალურ   და   პოლიტიკურ   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) ნინო   ქიმერიძე,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა    წარმართოს    მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში   მონაწილეობისათვის  შერჩევის      წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 და 22 დეკემბრის 33/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი           ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 90/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში - სამეცნიერო პერსონალის მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 322 მუხლის პირველი,  მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 4 აპრილის  N9/04 ერთობლივი ბრძანებისა და ინსტიტუტის დირექტორის მ. ნიორაძის  2022 წლის 31 მარტის  N7336/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების  სამსახურში მისაღებად;

2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  4  წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,  სამეცნიერო  - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს    საგანმანათლებლო    ან    სხვა    პროფილურ    დაწესებულებაში    სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას,   არამედ  გამოქვეყნებულ  სამეცნიერო  პუბლიკაციებსაც)   და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად აკადემიური საბჭოს 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის  მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში მოთხოვნილი პუბლიკაციები უნდა იყოს შესაბამისი პროფილით.

4. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 7 აპრილს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 10 მაისიდან 2022 წლის 16 მაისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის 27 მაისისა;

5. კონკურსი გამოცხადდეს მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში   მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ექსპერიმენტული ფიზიკის განყოფილება: მეცნიერი თანამშრომელი - 4  საშტატო ერთეული
6. სამეცნიერო თანამდებობაზე (მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2), კონკურსში მონაწილეობის შესახებ (კონკურსში მონაწილეობის მსურველის მხრიდან დაუშვებელია წარდგენილი იქნას ერთზე მეტი განცხადება ერთზე მეტ საკონკურსო თანამდებობაზე);
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს
„სქესობრივი  თავისუფლებისა  და  ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ  მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
დ) ავტობიოგრაფია (CV) სამეცნიერო    პუბლიკაციების ნუსხითურთ, შედგენილი კონკურსანტისათვის მისაღები ფორმით მისი მოღვაწეობის სრულად ასასახავად (ავტობიოგრაფია წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, ფაილის ფორმატი  - Word და PDF  ფაილების სახით);
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი,  უცხო  ქვეყანაში  მიღებული  განათლების  ან/და  სამეცნიერო  ხარისხის  (ასეთის 
არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ვ)    სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ზ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
თ) კონკურსის გამოცხადების ბრძანებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
7. კონკურსში მონაწილეობის შესახებ ვადის დარღვევით (განცხადებების მიღების ვადის გასვლის შემდგომ) წარდგენილი განცხადება (დოკუმენტაცია) მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
8. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობის მსურველს ეძლევა განაცხადის განმეორებით წარმოდგენის ვადა, მაგრამ არაუმეტეს საკონკურსო განცხადებით გათვალისწინებული საკონკურსო განცხადებების /დოკუმენტაციის/ მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღისა.
9. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ ამავე ბრძანების მე-8 პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
10. საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 10 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10:00-დან 17:00  საათამდე, მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის შენობაში. მისამართი: თბილისი, გიორგი დანელიას ქ. N10, ოთახი N448.

11.  ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში ,,თბილისის უნივერსიტეტი’’;
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
13. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო  დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი’’, საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტი, მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).
14. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი    ნინო გვენეტაძე 

სრულად

ბრძანების N: 87/01-01

2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის თსუ-ს ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტებისის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით და ასევე ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ 2021 წლის 22 დეკემბრის N33/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო  წლის  შემოდგომის სემესტრისთვის     თსუ-ს   ორმხრივი   თანამშრომლობის   ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთაა შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 4 აპრილს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)  თეონა   მატარაძე,   თსუ   სოციალურ   და   პოლიტიკურ   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  ნათელა   ნემსაძე,   თსუ   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)  ნაზი    ფარსადანიშვილი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი; დ)   დემეტრე   ეგნატაშვილი,   თსუ   იურიდიული   ფაკულტეტის   დეკანის მოადგილე, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. კომისიას      დაევალოს      თავისი      საქმიანობა      წარმართოს      მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის    პროგრამებში      მონაწილეობისათვის      შერჩევის      წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 და 22 დეკემბრის 33/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის საერთაშორისო            გაცვლით          და          მობილობის          პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი          ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 85/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021- 2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს N128/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 სექტემბრის MES 5 210000849376 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს N128/01-01 ბრძანების „1.6.“ პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1.6. ჯანდაცვის მიმართულების იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა სასწავლო კომპონენტი ითვალისწინებს პაციენტთან კონტაქტს, კლინიკური სწავლების არადისტანციურ რეჟიმში განხორციელებისას პერსონალი და სტუდენტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა) სრულად ვაქცინირებულია;
ბ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურებიდან 7 დღის შემდეგ არ არის გასული 1 თვეზე მეტი;
გ)  უზრუნველყოფს  ანტიგენის  (SARS-CoV-2  Ag)  სწრაფი  ტესტის  უარყოფითი  შედეგის წარდგენას 7 დღეში ერთხელ.”;

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი     ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 86/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „დიზაინი გრადუსებში“ დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2022 წლის 24 მარტის N6629/10 და თსუ  უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2022 წლის 30 მარტის N7195/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „დიზაინი გრადუსებში“ (დანართი 1);
2. დაევალოს   უნივერსიტეტის   კანცელარიას   წინამდებარე   ბრძანების   განთავსება   ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

რექტორი     გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 83/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

1. შეუჩერდეთ    სტუდენტის    სტატუსი    2021-2022    სასწავლო    წლის    გაზაფხულის სემესტრიდან  ადმინისტრაციული/აკადემიური  რეგისტრაციის  გაუვლელობის გამო დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის  ფაკულტეტი  (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);

2. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 271/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეუჩერდეთ    სტუდენტის    სტატუსი    2021-2022    სასწავლო    წლის    გაზაფხულის სემესტრიდან  ადმინისტრაციული/აკადემიური  რეგისტრაციის  გაუვლელობის გამო მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის  ფაკულტეტი  (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);

2. წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისას სწავლის საფასურად;
3. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 248/01-04

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავების, დამტკიცების, პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევისა და შერჩევის შედეგების გასაჩივრების წესის დამკიცების შესახებ“ რექტორის 2021 წლის 02 ივნისის N75/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„უმაღლესი   განათლების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   22-ე   მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 2022 წლის 29 მარტის თსუ პროფესიული  განათლების ცენტრის ხელმძღვანელის  N7035/10 წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავების, დამტკიცების, პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევისა და შერჩევის შედეგების გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2021 წლის 02 ივნისის N75/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის („სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავების, დამტკიცების, პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევისა და შერჩევის შედეგების გასაჩივრების წესი“) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. პროგრამის შეფასება და ცვლილებების განხორციელება

1. პროგრამის განხორციელების შეფასება საგანმანათლებლო საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მექანიზმია და მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველსაყოფად, გასაუმჯობესებლად.
2. პროგრამის შეფასების პროცესი ითვალისწინებს:
ა) დამსაქმებლების მოთხოვნების კვლევას, რომელიც ტარდება პროგრამის განხორციელების პროცესში ან/და მისი დასრულების შემდეგ;
ბ) კურსდამთავრებულთა გამოკითხვას;
გ) მსმენელების და მასწავლებლების გამოკითხვას;
დ) საუკეთესო ადგილობრივი ან/და საერთაშორისო პრაქტიკის, დარგში არსებული უახლესი კვლევების შედეგების გაცნობას.
3. თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრი უზრუნველყოფს მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას პროგრამაში.
4. პროგრამაში ცვლილებ(ებ)ის ინიცირება შეუძლია მის განხორციელებაში ჩართულ პირ(ებ)ს ან/და პარტნიორ ორგანიზაციას. ცვლილებ(ებ)ის მიზანი უნდა იყოს პროგრამის განვითარება ან/და დამსაქმებლის, სამუშაო ბაზრის მოთხოვნებზე დროული რეაგირების უზრუნველყოფა.
5. პროგრამაში თუ შეიცვლება პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების ნაწილი, პროგრამას თან უნდა დაერთოს პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებაში ჩართულ მეწარმე სუბიექტთან ან სახელმწიფო ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულება/მემორანდუმი.
6. პროგრამაში ცვლილებ(ებ)ის განხორციელების შემთხვევაში, თსუ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აწვდის ინფორმაციას და წარუდგენს შესაბამის დოკუმენტაციას.“.


2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 79/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2021-2022    სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან  ადმინისტრაციული/აკადემიური  რეგისტრაციის  გაუვლელობის გამო ბაკალავრიატის,    მასწავლებლის     მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო- სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ   სტუდენტებს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის  ფაკულტეტი  (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);

2.  წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისას სწავლის საფასურად;
3. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 255/01-04

2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი უშაკის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული    ერაზმუს+       საერთაშორისო       კრედიტ-მობილობის პროგრამის    ფარგლებში    პარტნიორი    უშაკის    უნივერსიტეტის    მიერ თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 29 მარტს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)  ლაშა   საღინაძე,   თსუ   ადმინისტრაციის   ხელმძღვანელი,   კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  ირმა    გრძელიძე,    თსუ    ხარისის    უზრუნველყოფის    სამსახურის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
გ)  ნატა ასათიანი, თსუ რექტორის კონსულტანტი, კომისიის წევრი;
4.დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.დამტკიცდეს   კონკურსის   ჩატარებისა   და   კანდიდატთა   შერჩევის   წესი (დანართი №1).
7.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამისსტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი,შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 80/01-01

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში დასაქმებული ცალკეული პერსონალის წარმოდგენილი ანგარიშების, სამუშაო აღწერილობებით/შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ფუნქციებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისიის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 6 დეკემბრის N211/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-16 მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების,  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის  6 დეკემბრის   N211/02-01 ბრძანებით შექმნილი   კომისიის თავმჯდომარის 2022 წლის 30 მარტის  N5545/10-02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს ცვლილება  ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში დასაქმებული ცალკეული პერსონალის წარმოდგენილი ანგარიშების, სამუშაო აღწერილობებით/შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ფუნქციებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისიის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის  6 დეკემბრის   N211/02-01 ბრძანებაში და მისი მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით -

,,3. განხორციელებული საქმიანობის შედეგები კომისიამ არაუგვიანეს 2022 წლის 20 აპრილისა წარუდგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.“

2.ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე     განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის  ხელმოწერისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში, მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი         ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 53/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა  და  ადმინისტრირების წესისა  და  პირობების„  მე-7  მუხლის  მე-2  პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან დოქტორატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართიN1).
2.ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტმენტს     პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი      გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 244/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გარდაცვალების გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის,, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2021  წლის  18  ოქტომბრის  N90/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2022 წლის 15 მარტის MES 2 22 0000258477 (თსუ კანცელარიაში რეგისტრაციის N 4758/10-02; 15.03.2022) წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი გარდაცვალების გამო წინამდებარე ბრძანების N1 დანართში მითითებულ სტუდენტებს (დანართი №1).
2.  ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
4.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის  საქალაქო  სასამართლოში  (მისამართი:  ქ. თბილისი,  დავით  აღმაშენებლის ხეივანი N64).

 
რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 238/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა  და  ადმინისტრირების  წესისა  და  პირობების“  მე-7  მუხლის  მე-2  პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:


1.  აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1).
2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 239/01-04

ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტის „კლიმატურ ცვლილებებზე პასუხისმგებლობის აღება“-ის (assuming responsibility for Climate change – arCc) ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსისის სახელმწიფო უნივერისტეტში სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულის გამოსავლენად კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ”, ,,ო”, და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 მარტის N5758/10 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტის „კლიმატურ ცვლილებებზე პასუხისმგებლობის აღება“ -ის (assuming responsibility for Climate change – arCc) ფარგლებში    სტუდენტებისათვის ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულის გამოსავლენად შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლაშა საღინაძე  - კომისიის  თავმჯდომარე,  უნივერსიტეტის  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
ბ) ნანა  მამაგულიშვილი  -  კომისიის  წევრი,  უნივერსიტეტის  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;
გ) გიორგი ღვედაშვილი - კომისიის წევრი, უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი;
დ) ვასილ ბარამიძე - კომისიის წევრი, უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ე) თინათინ დავითაშვილი - კომისიის მდივანი, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინსტიტუციური განვითარებისა და ავტორიზაციის განყოფილების უფროსი.
2. დამტკიცდეს გამარჯვებულის შერჩევის წესი (დანართი №1).
3. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.   წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით    დადგენილი   წესით   გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 78/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“ თსუ რექტორის 2022 წლის 2 მარტის N116/01-04 ბრძანებით დაიწყო წარმოება თსუ-ს სტუდენტებისათვის ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთიდა იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს.წარმოების შედეგად დადგინდა, რომ თსუ-ს რექტორის 2022 წლის 2 მარტის N116/01- 04 ბრძანებაში მითითებულ სტუდენტთა ნაწილს, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა წარმოება, ნამდვილად აქვს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, ხოლო სტუდენტთა ნაწილს არ უნდა შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი.,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და   მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველ პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების" მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის,   ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N6745/28; 24.03.2022; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N5164/27, 10.03.2022; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N6445/30, 22.03.2022; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის N6475/29, 23.03.2022; იურიდიული ფაკულტეტის დეკანის N6797/31-01, 25.03.2022; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N5856/26, 16.03.2022 და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის N6276/32, 21.03.2022 წარდგინებების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის    სტუდენტებს,   2021-2022   სასწავლო   წლის   შემოდგომის   სემესტრის ჩათვლით, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი  N5);
1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6);
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7)

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო     ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.   დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს და განათავსოს    ყველასათვის     ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4.   ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.
5.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის    საქალაქო  სასამართლოს   ადმინისტრაციულ  საქმეთა   კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
 


რექტორი გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 241/01-04  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და   მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა  და  ადმინისტრირების  წესისა  და  პირობების„  მე-7  მუხლის  მე-2  პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის  მე-8  პუნქტის,  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01  ბრძანებისა  და  სასწავლო   პროცესის   მართვის   ელექტრონული   ბაზის   (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ძირითადი    საგანმანათლებლო    ერთეულების    შესაბამისად    თანდართული   სიის მიხედვით ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო- სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ სტუდენტებს:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო        ტექნოლოგიების        დეპარტმენტს        პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 223/01-04 

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შენობა-ნაგებობების სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად კონკურსის მეშვეობით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 30 დეკემბრის №184/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და შესყიდვების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ანეტა მერკვილიშვილის 2022 წლის 24 მარტის N6607/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1.შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შენობა-ნაგებობების სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად კონკურსის მეშვეობით საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 30 დეკემბრის №184/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 

„1.  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის შენობა- ნაგებობების სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად კონკურსის მეშვეობით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - კომისიის თავმჯდომარე:
ბ)  გიორგი  შამათავა  -  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის  მოადგილე  -  კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
დ) ნათელა ლაცაბიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
ე) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი  - კომისიის წევრი;
ვ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
ზ) ნატო ჩუბინიძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
თ) ზურაბ გაიპარაშვილი - ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი  - კომისიის წევრი;
ი)  კახაბერ  ჭეიშვილი  -  პროფესიული  განათლების  ცენტრის  ხელმძღვანელი  - კომისიის წევრი;
კ)   ნანა   მამაგულიშვილი   -   საზოგადოებასთან   ურთიერთობის   დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;".


2. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შენობა-ნაგებობების სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად კონკურსის მეშვეობით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 30 დეკემბრის №184/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„2. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული საკონკურსო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას საკონკურსო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
ა)  ანეტა  მერკვილიშვილი  -  შესყიდვების  განყოფილების  უფროსის  მოვალეობის შემსრულებელი;
ბ) დინარა ტიკარაძე - მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია);
გ) ლელა კოპალეიშვილი-გვაზავა - მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია);
დ) ლია ბაყაშვილი - მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია);
ე) თინათინ ქებაძე - მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია);
ვ) შოთა გაბადაძე - მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია);
ზ) გიორგი მხეიძე - მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია);
თ) ელენე გოგოლაძე - მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია);
ი) ნინო დუნდუა - უფროსი სპეციალისტი“;


3.    ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.


4.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე


 

სრულად

ბრძანების N: 48/02-01