Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის (0,5 საშტატო ერთეული) თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე2 და მე-3 პუნქტების, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2024 წლის 28 აგვისტოს N22158/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2024 წლის 27 აგვისტოს სხდომის ოქმი N8) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის (0,5 საშტატო ერთეული) თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ვიანორ ახალაია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;

ბ) მერაბ ნაჭყებია - ფილოლოგიის დოქტორი;

გ) ქეთევან მარგიანი - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი;

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ - ვიანორ ახალაია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ - მერაბ ნაჭყებია და საკონკურსო კომისიის მდივნად - ქეთევან მარგიანი;

3. დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2024 წლის 14 ოქტომბრისა;

5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

6. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი).

7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 234/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2024 წელს ვაკანტური ადგილების და მათ შორის მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა მიღებისთვის ადგილების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 26 აგვისტოს N 21970/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2024 წელს ვაკანტური (აპლიკანტთა) ადგილები მათშორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა რაოდენობა განისაზღვროს წინამდებარე ბრძანების დანართი N1 შესაბამისად (დანართი N1).

2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 233/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/ მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2024- 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავროსამაგისტრო/ მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);

ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);

გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);

დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);

ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);

ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);

ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7);

2. წარმოების განხორციელება დაევალოს შესაბამის ფაკულტეტებს, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

3. წარმოების დასრულების ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 27 სექტემბრისა;

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

5. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;

7. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 704/01-04

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2024 წლის 22 ივლისის N206/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და  მე-3 ნაწილების, 63-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე-11 პუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:

 

1.შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2024 წლის 22 ივლისის N206/01-01 ბრძანებაში და  1.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1.1. ბაკალავრიატის/დიპლომირებული  მედიკოსის/სტომატოლოგის  საგანმანათლებლო პროგრამა:

ა) პირველსემესტრელთა რეგისტრაცია:
ა.ა) ხელშეკრულების გაფორმება და ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 5-16 სექტემბერი; 
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 18-23 სექტემბერი.

ბ) შემოდგომის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 12 აგვისტო - 23 სექტემბერი; 
ბ.ბ) აკადემიური  რეგისტრაცია - 16-23 სექტემბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები-23 სექტემბერი-28 დეკემბერი, 6-11 იანვარი
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი  - 13 იანვარი  - 8 თებერვალი (დასკვნითი  გამოცდები),  13-19 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 30 დეკემბერი - 5 იანვარი, 20 თებერვალი - 2 მარტი.

გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 5 თებერვალი - 4 მარტი; 
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 24 თებერვალი - 4 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები - 3 მარტი - 14 ივნისი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 16 ივნისი - 14 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 21 - 26 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
გ.ე) არდადეგები - 28 ივლისი - 21 სექტემბერი.

დ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა:
დ.ა) პირველსემესტრელთა რეგისტრაცია:
დ.ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების    გაფორმება  -   9-19 სექტემბერი; 
დ.ა.ბ) აკადემიური  რეგისტრაცია - 23-27 სექტემბერი.


დ.ბ) შემოდგომის სემესტრი:
დ.ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 9-19 სექტემბერი;
დ.ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 23-27 სექტემბერი;
დ.ბ.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები - 30 სექტემბერი - 28 დეკემბერი; 6-18 იანვარი;
დ.ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 20 იანვარი - 8 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 13-21 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
დ.ბ.ე) არდადეგები - 22 თებერვალი - 2 მარტი.


დ.გ) გაზაფხულის სემესტრი:
დ.გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 5 თებერვალი - 3 მარტი;
დ.გ.ბ) აკადემიური  რეგისტრაცია - 25 თებერვალი - 3 მარტი;
დ.გ.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები - 3 მარტი - 14 ივნისი;
დ.გ.დ)  საგამოცდო პერიოდი - 16 ივნისი - 14 ივლისი  (დასკვნითი  გამოცდები),  21 - 26 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
დ.გ.ე) არდადეგები - 27 ივლისი - 21 სექტემბერი.“

2.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 232/01-01    

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმის გახსნის შესახებ

„უმაღლესი განათლების   შესახებ“   საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 57-ე  მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე-11 პუნქტების,„სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმე გაიხსნას შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე:

ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის / პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
გ) ორი ცალი ფოტოსურათი (3X4);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების  გავლის გარეშე ჩარიცხულ  სტუდენტთა პირადი  საქმე გაიხსნას  შემდეგი დოკუმენტაციის  წარმოდგენის  საფუძველზე   (უცხო   ენაზე  შედგენილი  დოკუმენტები უნდა  იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ):

ა) განცხადება რექტორის სახელზე (საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით); 
ბ) მოქალაქეობის დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი;
გ) უცხო ქვეყანაში მიღებული  სრული  ზოგადი  ან მისი  ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი;
დ) ორი ცალი ფოტოსურათი (3X4);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის);
ვ) უცხო  ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული შეფასებების და კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უსდ-ში;
ზ)  მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადებას მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნაცვლად უნდა დაერთოს ბინადრობის მოწმობის ასლი.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 231/01-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში  მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, 322 მუხლის  პირველი მუხლის  მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის  31 მაისის № 63/2017 დადგენილების - ,,სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი № 03; 23.06.2017წ), „სსიპ ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 17 აპრილის N14/04 ერთობლივი ბრძანებისა და ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის დიმიტრი კორძაიას 2024 წლის 12 აგვისტოდან   N21100/10 წერილის (თან ერთვის  2024 წლის  2 აგვისტოს    სამეცნიერო საბჭოს ოქმი N6) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ    სამეცნიერო-კვლევით   ერთეულში       - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის  ინსტიტუტში   მეცნიერი    თანამშრომლის   სამსახურში მისაღებად;
2. მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობაზე    4 წლის  ვადით    შეიძლება  აირჩეს პირი, რომელსაც აქვს   საკონკურსოდ    გამოცხადებული    ვაკანსიის    პროფილის   მიხედვით მაგისტრის ან მასთან  გათანაბრებული  აკადემიური   ხარისხი,  სამეცნიერო  - კვლევითი საქმიანობის  გამოცდილება (რაც გულისხმობს  არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს  საგანმანათლებლო ან  სხვა  პროფილურ დაწესებულებაში  სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1  რეიტინგული სამეცნიერო  პუბლიკაცია მაინც  სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 15 აგვისტოს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 16 სექტემბრიდან  2024 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.  საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი   ოქმი  დასამტკიცებლად    წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს 2024 წლის 14 ოქტომბრამდე;
4.კონკურსი გამოცხადდეს თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულში - ალექსანდრე ნათიშვილის   მორფოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერი   თანამშრომლის სამეცნიერო  თანამდებობის დასაკავებლად:
კლინიკური ანატომიის და ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტი
მეცნიერი თანამშრომელი -  1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით);

5.  მეცნიერი   თანამშრომლის სამეცნიერო  თანამდებობაზე   გამოცხადებულ   კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს  საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება  საკონკურსო კომისიის  სახელზე  დადგენილი  ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი №2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (პასპორტი/პირადობის მოწმობა); 
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი  აკადემიური  ხარისხის  დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო  ქვეყანაში მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი  პროდუქციის  ჩამონათვალი, თარიღების  მითითებით  და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.)
ზ) ცნობა სქესობრივი  თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ    მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ;

6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 16 სექტემბრიდან 2024 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, თსუ  დამოუკიდებელ  სამეცნიერო- კვლევით  ერთეულში -  ალექსანდრე ნათიშვილის   მორფოლოგიის ინსტიტუტში. მისამართი: ქ. თბილისი,  ა. ბელიაშვილის  ქ. №78, II სართული ოთახი N202.
7. ბრძანება განთავსდეს  გაზეთში “თბილისის უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,      პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთერთობის დეპარტამენტი და ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი).
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე


 

სრულად

ბრძანების N: 228/01-01      

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ  და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო, მხატვრული,  სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების   პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ“  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის N31/02-01 ბრძანებაში ცვლილების და დამატების   შეტანის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 07 აგვისტოს N 262/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56- ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის 2024 წლის 13 აგვისტოს N21166/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო, მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის N31/02-01ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 07 აგვისტოს  N 262/02-01 ბრძანებაში და  ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  მე-4 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი  4. თსუ-ის ბიბლიოთეკის  შიდა ეზო და მიმდებარე ტერიტორია, ბიბლიოთეკის ფოიე და კიბეები:
ა) განათებით - ერთი საათი -150 ლარი, დღიურად - 800 ლარი;
ბ) კონდიციონირებით ან გათბობით - ერთი საათი - 200 ლარი, იგივე პაკეტი დღიურად - 900 ლარი.“.

2. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე   განთავსება  დაევალოს საინფო რმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შამათავა
 

სრულად

ბრძანების N: 267/02-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიისათვის სახელის მინიჭების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის,  54–ე მუხლის  პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57–ე მუხლის, ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის  − ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის   #135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების  მე  -14 მუხლის    პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 და მე-11 პუნქტების, სსიპ - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის    2024 წლის    06 აგვისტოს   # 20598/10 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე სასწავლო კორპუსში  403-ე  აუდიტორიას მიენიჭოს   ცნობილი  ქართველი მეცნიერის გივი ჭანუყვაძის სახელი.
2. დაევალოს საზოგადოებასთან  ურთიერთობისა  და მატერიალური  რესურსების მართვის დეპარტამენტებს  აუდიტორის მოწყობისათვის  საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე განთავსება.
4. დაევალოს    საინფორმაციო    ტექნოლოგიების     დეპარტამენტს     ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
5. ბრძანება  ძალაში  შედის   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი   ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 227/01-01      

“სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის  შესახებ“ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 22 ივლისის №207/01-01 ბრძანებაში ცვლილების  შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე  მუხლის პირველი  და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და  მე-2  ნაწილების, 56-ე  მუხლის მე-2  და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“,  „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და  მე-9  და მე-11 პუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შევიდეს ცვლილება  “სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის  მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 22 ივლისის № 207/01-01 ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ო) გამოცდა/გასაუბრება   სპეციალობაში   (იმ   საგანმანათლებლო  პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 18 სექტემბერი (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - 13-14 სექტემბერი)

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება  განათავსოს ყველასათვის  ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 665/01-04        

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას  სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 372 მუხლის    პირველი,   მე-4   და   მე-5   პუნქტების,  საქართველოს  განათლებისა   და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების,  322 მუხლის    პირველი,  მე-5   და   მე-6   პუნქტების,  ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს  2017 წლის  31 მაისის № 63/2017 დადგენილების   - ,,სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი    ერთეულის სამეცნიერო პერსონალის   სამსახურში   მიღების    ერთიანი    წესისა    და    სამეცნიერო თანამდებობების დაკავების  დამატებითი     პირობების      დამტკიცების     შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №03; 23.06.2017წ), „სსიპ ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის   ერთიანი საშტატო განრიგის     დამტკიცების     შესახებ      რექტორისა     და     ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 17 აპრილის N14/04 ერთობლივი  ბრძანების,   თსუ-ის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი   ერთეულის-არნოლდ  ჩიქობავას  სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ.მაჭავარიანის 2024 წლის  8 აგვისტოს N20777/10  წერილის (თან ერთვის 2024 წლის 26 ივლისის  სამეცნიერო საბჭოს ოქმი N7) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი   სამეცნიერო   -კვლევითი ერთეულის       - არნოლდ ჩიქობავას სახელობის   ენათმეცნიერების       ინსტიტუტში     მეცნიერი    თანამშრომლის სამსახურში  მისაღებად;
2. მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობაზე    4 წლის  ვადით    შეიძლება  აირჩეს  პირი, რომელსაც აქვს   საკონკურსოდ    გამოცხადებული    ვაკანსიის    პროფილის   მიხედვით მაგისტრის ან მასთან  გათანაბრებული  აკადემიური ხარისხი,  სამეცნიერო  - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება  (რაც  გულისხმობს   არა  მხოლოდ  სამეცნიერო-  კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო  ან    სხვა    პროფილურ   დაწესებულებაში    სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას,   არამედ  გამოქვეყნებულ  სამეცნიერო  პუბლიკაციებსაც)  და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1  რეიტინგული  სამეცნიერო  პუბლიკაცია  მაინც  სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. კონკურსის  მიმდინარეობისას კონკურსანტთა შორის თანაბარი მონაცემების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება  სამსახურებრივი შეთავსების არმქონე კონკურსანტს;
4.კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 13 აგვისტოს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 16 სექტემბრიდან 2024 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.  საკონკურსო  კომისიის  შემაჯამებელი   ოქმი  დასამტკიცებლად    წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს 2024 წლის  14 ოქტომბრამდე.
5.კონკურსი  გამოცხადდეს  თსუ  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის  - არნოლდ ჩიქობავას  სახელობის ენათმეცნიერების   ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა  და  სამეცნიერო  ტერმინოლოგიის  განყოფილების  მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო   თანამდებობის  დასაკავებლად - 0,5 საშტატო  ერთეული  (4 წლის ვადით);
6.სამეცნიერო  თანამდებობაბზე  (მეცნიერი  თანამშრომელი) გამოცხადებულ  კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს  საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  დადგენილი  ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი №2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (პასპორტი/პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი  აკადემიური  ხარისხის  დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი,  უცხო   ქვეყანაში  მიღებული   განათლების  ან/და  სამეცნიერო  ხარისხის   (ასეთის
არსებობის  შემთხვევაში)  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო  საქმიანობის  გამოცდილების  ამსახველი   ინფორმაცია  (მათ  შორის სამეცნიერო-კვლევითი     პროდუქციის    ჩამონათვალი,   თარიღების    მითითებით     და
არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი  კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა სქესობრივი  თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
7. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 16 სექტემბრიდან 2024 წლის 20  სექტემბრის  ჩათვლით.  1000-დან  1700  საათამდე,  თსუ   დამოუკიდებელ   სამეცნიერო-
კვლევით ერთეულში  - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტში. მისამართი:  თბილისი,  პ. ინგოროყვას ქ. №8, III სართული, ოთახი №306;
8. ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებ-გვერდზე   განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. ბრძანება განთავსდეს გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.
10. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით   გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი,   პერსონალის    მართვის
დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტი);
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 226/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მედეა ღლონტის 2024 წლის 7 აგვისტოს N20728/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2024 წლის 126 ივლისის სხდომის ოქმი ) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ვიანორ ახალაია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

ბ) მერაბ ნაჭყებია - ფილოლოგიის დოქტორი.

გ) ქეთევან მარგიანი - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი.

2.დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ვიანორ ახალაია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ მერაბ ნაჭყებია და საკონკურსო კომისიის მდივნად ქეთევან მარგიანი.

3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4.დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2024 წლის 20 სექტემბრისა

5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი).

6.წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 224/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე  მუხლის   პირველი  ნაწილის,  53-ე  მუხლის   პირველი,  მეორე და  მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N 135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის„ა“, „ბ“,  „ო“  და  „პ“  ქვეპუნქტების,  მე-9    და  მე  11-ე  პუნქტების,  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის   დეკანის    2024 წლის   2 ივლისის    N17274/26, ეკონომიკისა და  ბიზნესის  ფაკულტეტის დეკანის  მოადგილის   2024 წლის   8 აგვისტოს N20828/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 13 ივნისის N15511/32, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 22 ივლისის 19139/30 და 2024 წლის  5 აგვისტოს  N20436/30, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დეკანის 2024 წლის    22 ივლისის    N19120/27 და  ზუსტ და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 24 ივლისის N19398/28  წარდგინებების  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.განისაზღვროს     სსიპ    – ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში        2024-2025 სასწავლო      წლის       შემოდგომის       სემესტრში დოქტორანტურის  საგანმანათლებლო    პროგრამებზე      ვაკანტური   ადგილები წინამდებარე ბრძანების N1 დანართის  (დანართი N1) შესაბამისად:
2.ბრძანების      უნივერსიტეტის    ოფიციალურ   ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.
3.ბრძანების       ყველასათვის  ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსებისა   და  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის    გადაცემის     უზრუნველყოფა      დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.ბრძანება     ძალაშია გამოცემისთანავე.
 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 225/01-01  

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის  ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების „მედიცინა“ (ინგლისურენოვანი)  და „სტომატოლოგია“ (ინგლისურენოვანი)  სტუდენტებისათვის 2024-2025  სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  52-ე  მუხლის   პირველი  და  მე-2 ნაწილების, 53-ე  მუხლის   პირველი,  მე-2  და  მე-3  ნაწილების,  54-ე  მუხლის   პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების,
57-ე მუხლის,   საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის   2013 წლის   11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე 14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 და მე- 11 პუნქტების  და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის    2024 წლის  8 აგვისტოს  N20833/32 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ

1.განისაზღვროს    სსიპ   ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთსაფეხურიანი   საგანმანათლებლო პროგრამების „მედიცინა“ (ინგლისურენოვანი)  და            „სტომატოლოგია“            (ინგლისურენოვანი) სტუდენტებისთვის   2024-2025 სასწავლო  წლის   სასწავლო  პროცესის   ვადები შემდეგი სახით:


1.1. 2024-2025 სასწავლო     წლის      შემოდგომის      სემესტრში       ჩარიცხული სტუდენტებისათვის (I სემესტრი):


ა) შემოდგომის სემესტრი


ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია-2 სექტემბერი- 28 ოქტომბერი; ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია- 7-28 ოქტომბერი;
ა.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები (კურაციული სისტემით) – 28 ოქტომბერი - 28 დეკემბერი, 6 იანვარი - 15 მარტი;
ა.დ) დამატებითი გამოცდები- 17 – 22 მარტი;
ა.ე) არდადეგები- 29 დეკემბერი - 6 იანვარი, 24-31 მარტი.
ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია- 23 მარტი- 1 აპრილი; ბ.ბ) აკადემიური  რეგისტრაცია- 25- მარტი-1 აპრილი;
ბ.გ)  სააუდიტორიო   მეცადინეობები  (კურაციული  სისტემით)–  1  აპრილი-2 აგვისტო;
ბ.დ) დამატებითი გამოცდები- 4-9 აგვისტო; ბ.ე) არდადეგები- 11 აგვისტო- 26 სექტემბერი.


1.2. მე-2 და შემდგომი სემესტრის სტუდენტებისათვის:

ა) შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია- 12 აგვისტო- 30 ოქტომბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია- 16 – 30 სექტემბერი;
ა.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები (კურაციული სისტემით)- 30 სექტემბერი  -28 დეკემბერი - 6 იანვარი - 15 თებერვალი;
ა.დ) დამატებითი გამოცდები - 17-22 თებერვალი
ა.ე) არდადეგები- 29 დეკემბერი - 6 იანვარი, 24 თებერვალი- 7 მარტი.

ბ) გაზაფხულის სემესტრი
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია- 23 თებერვალი - 10 მარტი;
ბ.ბ) აკადემიური  რეგისტრაცია- 25 თებერვალი -10 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები (კურაციული  სისტემით)– 10 მარტი  – 19ივლისი;
ბ.დ) დამატებითი გამოცდები 21 -26 ივლისი;
ბ.ე) არდადეგები- 28 ივლისი- 26 სექტემბერი.


2.   ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე    განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.   დაევალოს  კანცელარიას,  ბრძანება   განათავსოს   ყველასათვის   ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 659/01-04

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის აუდიტი“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის აუდიტი“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის 2024 წლის 31 ივლისის N218/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 02 აგვისტოს N20317/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის სასერტიფიკატო კურსის „საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის აუდიტი“-ს ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 18 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 400 ლარის ოდენობით;

2. ტრენერის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი - 100 ლარი (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);

3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;

4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;

5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

სრულად

ბრძანების N: 252/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხის, წარდგენის ვადებისა და მისაღები გამოცდის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის N111/ნ ბრძანებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 2 აგვისტოს N20367/26 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ

1. განისაზღვროს 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ვადა - 30 აგვისტო - 6 სექტემბერი;

2. განისაზღვროს 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;

გ) ფოტოსურათი (3X4, ბეჭდური 2 ცალი);

დ) ბაკალავრის/მაგისტრის და/ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2024 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) ცნობები მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამის აპლიკანტებისათვის:

1. ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან საგნის სწავლების თაობაზე (სავალდებულოა მოქმედი მასწავლებლებისათვის);

2. ცნობა ან სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების თაობაზე.

ზ) ცნობები სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აპლიკანტებისათვის:

1. ცნობა საგანმანათლებლო ინსტიტუციებიდან (სკოლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ა.შ.), დღის ცენტრებსა და ანალოგიურ დაწესებულებებში სწავლების არანაკლებ ორწლიანი გამოცდილებით.

2. ცნობა ან სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების თაობაზე, მიღებული ქულის მითითებით.

3. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მისაღები გამოცდის ვადები:

ა) გამოცდა - 16 სექტემბერი 14:00 სთ (უნივერსიტეტის ქ.№11, თსუ ბიბლიოთეკა);

ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 18 სექტემბერი;

გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 19 სექტემბერი (09:00 სთ-დან 18:00 სთმდე)

დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება- 20 სექტემბერი;

ე) საბოლოო შედეგების გამოცხადება - 21 სექტემბერი;

ვ) ხელშეკრულების გაფორმება - 24-25 სექტემბერი (თსუ მე-3 კორპუსი, ოთახი 110);

ზ) სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა - 26 სექტემბერი;

თ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 27 სექტემბერი;

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 221/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელოს ან არსებითად გადამუშავებული/განახლებული სახელმძღვანელოს შექმნის, ასევე უცხოური სასწავლო ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის დაფინანსების კონკურსის გამოცხადების თაობაზე’’ რექტორის 2024 წლის 19 ივლისის N198/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ4 “ ქვეპუნქტის, 22- ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 და მე-11 ქვეპუნქტების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დარეჯან თვალთვაძის 2024 წლის 1 აგვისტოს N20145/27 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელოს ან არსებითად გადამუშავებული/განახლებული სახელმძღვანელოს შექმნის, ასევე უცხოური სასწავლო ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის დაფინანსების კონკურსის გამოცხადების თაობაზე’’ რექტორის 2024 წლის 19 ივლისის N198/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ფაკულტეტზე წარდგენილ საკონკურსო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი ფაკულტეტის საბჭო და შერჩეული განაცხადების თაობაზე ინფორმაციას აწვდის უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს (რაც კონკურსის პირველი წლისათვის უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2024 წლის 7 ოქტომბრისა)’’.

2.დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.

3.დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 222/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის ,,საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ასაკობრივ საპენსიო ასაკს მიღწეული ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალისთვის (გარდა დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტების პერსონალისა) ფულადი ჯილდოს (კომპენსაციის) გაცემის წესი“-ს დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამა ,,საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ასაკობრივ საპენსიო ასაკს მიღწეული ადმინისტრაციულ - დამხმარე პერსონალისთვის (გარდა დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტების პერსონალისა) ფულადი ჯილდოს (კომპენსაციის) გაცემის წესი“ დანართის შესაბამისად.

2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.

3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

სრულად

ბრძანების N: 247/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადის განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიღების წესისა და უცხო ენის ცოდნის განმარტების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის N49/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე-5 მუხლის 2 1 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადად 2024 წლის 02 აგვისტო, გასაუბრება ქართულ ენაში;

2. აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის უზრუნველყოფა დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს;

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 219/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის აუდიტი“-ს დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2024 წლის 25 ივლისის N19553/10 და თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2024 წლის 29 ივლისის N19834/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსი „საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის აუდიტი“;

2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;

3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 218/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N 63/2017 დადგენილების დანართი N 1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 17 აპრილის N17/04 ერთობლივი ბრძანების ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის რევაზ კვატაშიძის 2024 წლის 24 ივლისის N 19461/10 წერილის (თან ერთვის საკონკურსო კომისიის 2024 წლის 24 ივლისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N 6) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომელის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

სილიკატებისა და საშენი მასალების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევით განყოფილება

თამარ პეტრიაშვილი - მეცნიერ თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული.

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება თამარ პეტრიაშვილთან.

3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეული კავკასიის ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ნინო გვენეტაძე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

ბრძანების N: 217/01-01