Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ივანე ჯავახიშვილის  სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში  მისაღებად  კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი , მე-3  და  მე -5 პუნქტების,    საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის,  მე- 8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე- 9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-4 და მე- 6 პუნქტების, „სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო   უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი   სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების  დამატებითი  პირობების  დამტკიცების  შესახებ“  აკადემიური საბჭოს  2017 წლის  31 მაისის  №63/2017  დადგენილების  სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი   სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ნაწილში  დამტკიცების შესახებ “ თსუ   აკადემიური საბჭოს   2017 წლის  17 ნოემბრის N140/2017 დადგენილების (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N05;  27.12.2017 წ),  სსიპ  - ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო  კვლევითი  ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო  განრიგის  დამტკიცების   შესახებ“  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თსუ  რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2024 წლის 18 ოქტომბრის  N22/04 ერთობლივ ბრძანებისა და  ივანე ჯავახიშვილის    სახელობის ისტორიისა  და  ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის  გიორგი  ჭეიშვილის  2024 წლის  28 ოქტომბრის   N28565/10
წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის   ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად.
2. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური  ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის   გამოცდილება  (რაც  გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ  გამოქვეყნებულ  სამეცნიერო პუბლიკაციებსაც)  და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული,  ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.
3.უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების    დამატებითი პირობების მე-2  მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით; კონკურსანტს ასევე მოეთხოვება  (ვაკანსიის პროფილის მიხედვით):  სამი ნაშრომის წარმოდგენა, რომელიც ყველაზე უკეთ  ასახავს მის  სამეცნიერო პოტენციალს.  ნაშრომი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან რუსულენებზე. სხვა შემთხვევაში,  ნაშრომს უნდა ახლდეს ქართული თარგმანი.
4. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 4 ნოემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 5 დეკემბრიდან  6 დეკემბერის  ჩათვლით. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი ოქმი თსუ რექტორს დასამტკიცებლად წარედგინოს არაუგვიანეს 2024 წლის 20 დეკემბრისა.
5. კონკურსი გამოცხადდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა  და ეთნოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი  თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული.

6. სამეცნიერო თანამდებობაზე  გამოცხადებულ კონკურსში  მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
7. კანდიდატმა უნდა  წარმოადგინოს:
ა) განცხადება  საკონკურსო კომისიის  სახელზე  დადგენილი  ფორმის მიხედვით(აკადემიური საბჭოს 2017 წლის 17 ნოემბრის N140/217 დადგენილება დანართი N2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV), სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით, სამეცნიერო ფორუმებში  და არსებობის შემთხვევაში,  სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია). ავტობიოგრაფია წარმოდგენილი უნდა  იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით;
დ) შესაბამისი  აკადემიური ხარისხის  დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო  ქვეყანაში მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი; 
ე) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობითდადგენილი წესით გაცემული  დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი/სხვა);
ვ)  ცნობა  ნასამართლობის შესახებ  („უმაღლესი  განათლების  შესახებ“  32  მუხლის   მე-2 პუნქტის  თანახმად,  უმაღლეს  საგანმანათლებლო დაწესებულებაში  არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული  დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლევი პირი  ან/და პირი,  რომელსაც იმავე  კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
8.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 5 დეკემბრიდან 6 დეკემბერის ჩათვლით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კანცელარიაში (თბილისი,  უნივერსიტეტის ქ. #2, კორპუსი 11, თსუ  ბიბლიოთეკასთან).
9.   ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთ ,,თბილისის  უნივერსიტეტის“  ელექტრონულ გვერდზე.
10. ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე      განთავსება     დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
11. წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი    წესით    გადაეცეს   შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს     (საფინანსო    დეპარტამენტი,     პერსონალის    მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი);
12. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 291/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული  პირებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტატუსის შეჩერების შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის  პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის    11 სექტემბრის   N135/ნ  ბრძანებით   დამტკიცებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2021 წლის   18 ოქტომბრის  N90/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული   „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის    მე-2   პუნქტის,  „სსიპ     - ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სასწავლო პროცესის   მარეგულირებელი    წესის დამტკიცების შესახებ“   თსუ  აკადემიური საბჭოს 2018 წლის 22 იანვრის N12/2018 დადგენილების პირველი  პუნქტით  დამტკიცებული  N1 დანართის  მე-7  მუხლის   მე-2 პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტისა  და  სასწავლო პროცესის  მართვის  ელქტრონული  სისტემის (Uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუჩერდეთ     სტატუსი      2024-2025 სასწავლო   წლის    შემოდგომის    სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის    გაუვლელობის   გამო  სსიპ      – ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის  მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ  პირებს წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (N1 დანართი);

2. ბრძანების   დაინტერესებული  პირებისათვის   გადაცემა  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;

4. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული  იქნას კანონმდებლობით დადგენილი  წესით  ძალაში შესვლის დღიდან  ერთი თვის  ვადაში  ქ. თბილისის   საქალაქო სასამართლოში (მისამართი:  ქ.  თბილისი,   დავით   აღმაშენებლის ხეივანი N64)

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 1078/01-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ატესტაციის გამოცხადების  შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის „ზ”  ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ნ’ ’ და ,,პ” ქვეპუნქტის, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თსუ  რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის    N08/04 ერთობლივი  ბრძანებისა   და   ენების   შემსწავლელი  ცენტრის უფროსის რუსუდან დოლიძის 2024 წლის 30 ოქტომბრის N29010/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს    სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო       განრიგით       განსაზღვრულ       თანამდებობებზე დასაქმებული  ენების   შემსწავლელი  ცენტრის   მასწავლებელთა ატესტაცია   ერთ საშტატო ერთეულზე:
ქართული ენა - ერთი  საშტატო ერთეული
2.ატესტაციას ექვემდებარება ენების შემსწავლელი  ცენტრის   მასწავლებელთა ის ნაწილი, ვისაც წარმატებით აქვს გავლილი სულ მცირე 2 კონკურსი;
3.ატესტაცია ჩატარდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ენების   შემსწავლელი  ცენტრის   მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის  დებულების მე-3 მუხლის  მე-4 პუნქტის „ა" ქვეპუნქტის მოთხოვნების  საფუძველზე    _ „დოკუმენტაციის  განხილვა/შეფასება, რომელიც ადასტურებს  ბოლო ოთხი წლის მანძილზე მასწავლებლის/მასწავლებლების პროფესიულ   განვითარებას და ჩატარებულ სამეცნიერო-მეთოდურ საქმიანობას."
4.ატესტაციაში მონაწილეობის  მსურველ  მასწავლებლებს მოეთხოვებათ  შემდეგი
საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება კომისიის სახელზე (დანართი 1);
ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ ენაზე (დანართი 2);
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული);
ე) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური  ხარისხის  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) პროფესიული (მეთოდური,  დარგობრივი ენის)  განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატის/სერტიფიკატების ასლები (ბოლო 4 წელი);
ზ) გამოქვეყნებული სტატიების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში  - ბოლო 4 წელი);
თ) სახელმძღვანელოების/ლექსიკონების თავფურცლის ასლი (ავტორობის ან თანაავტორობის შემთხვევაში);
ი) ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მოხსენებით მონაწილეობის დამადასტურებელი  დოკუმენტების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში  - ბოლო 4 წელი);
კ) უცხოეთში სტაჟირების (ენის სწავლების  მეთოდიკა, ლინგვისტიკა) დამადასტურებელი  დოკუმენტის/დოკუმენტების  ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში  - ბოლო 4 წელი);
ლ)   ცნობა  სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.
5.  ატესტაციის  შედეგად   შერჩეულ  მასწავლებელთა მინიმალური  სავალდებულო კვირეული სააუდიტორიო  დატვირთვა და შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით;
6.   ატესტაციის შედეგად შერჩეული მასწავლებლის  შრომითი   ხელშეკრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 50 თვით;
7.  სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების  შემსწავლელი ცენტრის  მასწავლებელთა ატესტაციის ჩატარების  მიზნით შეიქმნას კომისია არაუგვიანეს 2024 წლის 4 ნოემბრისა.
8. საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 4 ნოემბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით 10 საათიდან 17 საათამდე, მისამართზე  ი. ჭავჭავაძის  გამზ. N36 თსუ V კორპუსი,  ოთახი N231;
9.  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე   განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  ენების შემსწავლელი ცენტრი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 340/02-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტისათვის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ   ბრძანებით   დამტკიცებული  „უმაღლესი  განათლების   მართვის საინფორმაციო სისტემის  შექმნისა  და  ადმინისტრირების  წესისა  და  პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის  მართვის  ელქტრონული  სისტემის (Uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.აღუდგეს  სტატუსი  2024-2025 სასწავლო  წლის შემოდგომის სემესტრიდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის          ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის  სტატუსშეჩერებულ სტუდენტ ჯორუხიან ბალაბეკს (პ/ნ);
2.ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო        ტექნოლოგიების  დეპარტმენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3.დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების  გარეშე  და  გადასცეს  შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს;
4.  ბრძანების  დაინტერესებულ  პირთათვის  გადაცემა  დაევალოს  უნივერსიტეტის კანცელარიას;
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 1066/01-04  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის   (Uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს; 
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64)

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 1067/01-04  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო თსუ-ს ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი  სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ სტუდენტებს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);

2. წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისას სწავლის საფასურად;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 1053/01-04  

2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ და ორმხრივი თანამშრომლობის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე -8 პუნქტის  "ა", ,,ბ”, ,,ო”, და  "პ" ქვეპუნქტების, მე -9 პუნქტის , ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში  მონაწილეობისათვის  შერჩევის  წესის  დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა  შერჩევის  წესის  მე -4 მუხლის  მე -18  -  21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წერილის (N N 28563/10; 28.10.2024) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი ერაზმუს+  და ორმხრივი თანამშრომლობის  გაცვლითი პროგრამების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის 2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2024 წლის 28 და 29 ოქტომბერს

3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ეკატერინე ფირცხალავა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

ბ) კომისიის წევრები ფაკულტეტების მიხედვით:

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი:


1.   თამარ აბაშიძე, ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
2.   თამარ გველესიანი, ასისტენტ პროფესორი

   იურიდიული ფაკულტეტი:
1.   ნათია ჩიტაშვილი ასოცირებული პროფესორი
2.   ლელა ჯანაშვილი, ასოცირებული პროფესორი
3.   კობა ყალიჩავა, ასოცირებული პროფესორი
4.   გვანცა გუგეშაშვილი, ასოცირებული პროფესორი
5.   ანა თოხაძე, ასისტენტ პროფესორი
6.   გიორგი ამირანაშვილი, მოწვეული ლექტორი

   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
1.   ნინო ქიმერიძე, ასოცირებული პროფესორი
2.   მარინა კობეშავიძე, ასოცირებული პროფესორი
3.   თეა თათეშვილი, ასისტენტ პროფესორი


   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი:
1.   რევაზ გველესიანი, პროფესორი, კომისიის წევრი
2.   მერაბ ხოხობაია, ასოცირებული პროფესორი
3.   თამარ კბილაზე, ასისტენტ პროფესორი
4.   თეიმურაზ გოგსაძე, ასისტენტ პროფესორი
5.   გიორგი ფირიაშვილი, ასისტენტ პროფესორი

   ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი:
1.   მაგდა ცინცაძე, პროფესორი
2.   ალექსანდრე გამყრელიძე, პროფესორი
3.  მერაბ ელიაშვილი, პროფესორი
4.  მარიკა ელიზბარაშვილი, ასოცირებული პროფესორი
5.   ნანა ოდიშელიძე, ასისტენტ პროფესორი

   სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
1.   ფიქრია ასანიშვილი, ასოციირებული
2.   ნათია სვანიძე, მოწვეული ლექტორი
3.   თინათინ მაჭარაშვილი, მოწვეული ლექტორი 
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ირინა გამყრელიძე;
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04 და 10 მარტის N 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 289/01-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ ერთსაფეხურიანი სამედიცინო/  მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და  ადმინისტრირების  წესისა  და  პირობების„  მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის  წესისა  და  საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების  მე-3  მუხლის   მე-8  პუნქტის, „სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების  საჯაროდ გამოცხადების  წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული ბაზის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.აღუდგეთ     სტუდენტის   სტატუსი   2024-2025 სასწავლო   წლის   შემოდგომის სემესტრიდან სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ ერთსაფეხურიანი  სამედიცინო/  მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული  საბაკალავრო-სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ  სტუდენტებს ძირითადი   საგანმანათლებლო  ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);

ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №2);

გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №3);

დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);

ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);

ვ) მედიცინის ფაკულტეტი  (დანართი №6);

ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №7).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

3.   ბრძანების   დაინტერესებულ  პირთათვის   გადაცემა  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

5.   წინამდებარე  ბრძანება დაინტერესებული პირის  მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  ძალაში შესვლის  დღიდან  1  თვის ვადაში                 ქ.თბილისის     საქალაქო   სასამართლოს   ადმინისტრაციულ    საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

 

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 1047/01-04 

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების  შესახებ"  საქართველოს  კანონის 22-ე  მუხლის  პირველი პუნქტის,  37-2 მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-4  და  მე-5 პუნქტების,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14  მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-8  პუნქტის  "ა"  და  "პ" ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის,  32-2 მუხლის  პირველი  მე-5  და  მე-6  პუნქტების,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის   31 მაისის   N63/2017 დადგენილების   - ,,სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ერთიანი საშტატო განრიგის   დამტკიცების   შესახებ“   თსუ   რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის  18 ოქტომბრის  N22/04 ერთობლივი ბრძანების და ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის   ნინო ფარცვანიას  2024 წლის 22 ოქტომბრის N28175/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.გამოცხადდეს   კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ანდრია რაზმაძის სახელობის     მათემატიკის ინსტიტუტში    მეცნიერი    თანამშრომლის    სამსახურში მისაღებად:
2.მეცნიერი   თანამშრომლის  თანამდებობაზე   4 წლის  ვადით  შეიძლება  აირჩეს  პირი, რომელსაც აქვს   მაგისტრის   ან   მასთან   გათანაბრებული   აკადემიური   ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც)   აქვს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო  პუბლიკაციები,  მათ  შორის არანაკლებ ერთი  რეიტინგული  სამეცნიერო პუბლიკაცია  მაინც  სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.
3. მეცნიერი  თანამშრომლის  თანამდებობა  შეიძლება  დაიკავოს  პირმა,  რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
4. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 30 ოქტომბერს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 2 დეკემბრიდან 2024 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2024 წლის 16 დეკემბრისა.
5.  კონკურსი გამოცხადდეს   ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის     ინსტიტუტში: მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
მათემატიკური ლოგიკის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული.

6. სამეცნიერო თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება   საკონკურსო   კომისიის   სახელზე   დადგენილი   ფორმის   მიხედვით (აკადემიური  საბჭოს  2017  წლის  31  მაისის  N63/2017  დადგენილება,  დანართი  N2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV).
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი.
ე)სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის  შემთხვევაში  სამეცნიერო-კვლევით  პროექტებში  მონაწილეობის  შესახებ); 
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.); 
ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ;
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 2 დეკემბრიდან 2024 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე, თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის 
მათემატიკის ინსტიტუტში. მისამართი: ქ.თბილისი, მერაბ ალექსიძის II შეს. N2, მე-2 სართული ოთახი N7.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.
10. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით დადგენილი წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს     (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის   სამსახური,   საინფორმაციო   ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ანდრია რაზმაძის სახელობის მატემატიკის ინსტიტუტი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემითანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 288/01-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში -ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტის  მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  გამოცხადებული  კონკურსის  შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების  ერთიანი წესისა და სამეცნიერო  თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2017 წლის  31 მაისის N63/2017 დადგენილების  დანართი  N1-ის  მე-6  მუხლის  მე-17,  მე-18  და  მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის   საშტატო   განრიგის   დამტკიცების   შესახებ რექტორისა და  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 18 ოქტომბრის N22/04 ერთობლივი ბრძანებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის   დირექტორის  გიორგი ჭეიშვილის 2024 წლის 21 ოქტომბრის N19468/10-02 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის  2024 წლის  18 ოქტომბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  გამოცხადებული  კონკურსის  შედეგი  (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:


ძველი ქვეყნების ისტორიის  განყოფილება

ვალერიან ვაშაკიძე - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს ვალერიან ვაშაკიძესთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება
3.წინამდებარე  ბრძანების  განთავსება  ოფიციალურ  ვებგვერდზე  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 286/01-01      

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში  მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის   იურიდიული   პირის   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის,
,,სსიპ    - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის  სამეცნიერო  პერსონალის  სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”         ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი  ინსტიტუტის  დებულების  მე-10  მუხლის  პირველი პუნქტის, ილია  ვეკუას     სახელობის  გამოყენებითი  მათემატიკის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის  დირექტორის გ. ჯაიანის  2024 წლის  23 ოქტომბრის  N28339/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის  სამეცნიერო  საბჭოს   2024 წლის   23 ოქტომბრის  სხდომის  ოქმი   N5) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) შოთა ზაზაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მათემატიკის მიმართულების პროფესორი.

ბ) არჩილ ყიფიანი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი.

გ) ალექსანდრე აპლაკოვი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი.

დ) თამაზ თადუმაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი. ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დიფერენციალური განტოლებების და ოპტიმალური მართვის განყოფილების ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

ე) რომან ჯანჯღავა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის უწყვეტ გარემოთა მექანიკის მათემატიკური პრობლემების და ანალიზის მონათესავე საკითხების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ - შოთა ზაზაშვილი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ -არჩილ ყიფიანი და საკონკურსო კომისიის მდივნად - ალექსანდრე აპლაკოვი.

3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2024 წლის 9 დეკემბრისა.

5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).

6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 287/01-01

2024/2025 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინასებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების  მიერ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის,  მე-15 პუნქტის , „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში  მონაწილეობისათვის პერსონალის  შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის  10 მარტის N8/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის  მე-4 მუხლის მე-10 - მე-12 პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელის წერილის (N 27595/10; 17.10.2024) საფუძველზე.

ვბრძანებ:

 

1. ჩატარდეს კონკურსი 2024/2025 სასწავლო წლისთვის  ევროკომისიის  მიერ დაფინასებული  ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.

2.  კონკურსი ჩატარდეს 2024 წლის 21 ოქტომბერს.

3.  დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ერეკლე   ასტახიშვილი, თსუ-ს რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ლაშა საღინაძე, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი; 

გ)  შოთა  ფოთოლაშვილი, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ირინა გამყრელიძე.

5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

6. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით  და  მობილობის  პროგრამებში მონაწილეობისათვის  პერსონალის შერჩევის  წესის  დამტკიცების თაობაზე უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის  N 8/04 ერთობლივი ბრძანებით  დამტკიცებული ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით  და  მობილობის  პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის საფუძველზე.

7. წინამდებარე   ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გადაეცეს დაინტერესებულ  პირებს  და  შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 285/01-01   

,, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლებამინიჭებული პირების ჩარიცხვის შესახებ” რექტორის 2024 წლის პირველი  ოქტომბრის N 862/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის    11 სექტემბრის  №135/ნ  ბრძანებით   დამტკიცებული  საჯარო   სამართლის იურიდიული პირის  - ივანე ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2021 წლის   18 ოქტომბრის  N90/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის     მე-2    პუნქტისა   და    საქართველოს  განათლების, მეცნიერებისა    და ახალგაზრდობის მინისტრის  2024 წლის  15 ოქტომბრის  MES 6 24 0001328317 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება (საგანმანათლებლო პროგრამის მითითების ნაწილში) “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების   მინისტრის  ბრძანებით   ერთიანი ეროვნული გამოცდების       გავლის      გარეშე      ჩარიცხვისა       და       დაფინანსების უფლებამინიჭებული პირების   ჩარიცხვის   შესახებ”   რექტორის    2024 წლის   პირველი ოქტომბრის N 862/01-04 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართი N 1-ის მე-
10 ნომერში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,

10     თხელიძე     ალექსანდრე                                 ალექსანდრე          მედიცინა


2. ბრძანების დაინტერესებული პირისთვის  გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას;
3.ბრძანების      უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 981/01-04      

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების  შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის   პირველი პუნქტის,  37-2 მუხლის   პირველი  პუნქტის,  მე-4  და  მე-5  პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14  მუხლის   პირველი  პუნქტის, მე-8  პუნქტის "ა" და  "პ" ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის, 32-2 მუხლის  პირველი  მე-5  და  მე-6  პუნქტების,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი   სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების  დამატებითი პირობების  დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების)  საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ  რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 9 ოქტომბრის N21/04 ერთობლივი ბრძანების და ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტის  დირექტორის    ნინო ფარცვანიას   2024 წლის   9 ოქტომბრის N26665/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.გამოცხადდეს   კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის  სახელობის   მათემატიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად:
2.მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს   მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური  ხარისხი,სამეცნიერო - კვლევითი  საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს  არა მხოლოდ სამეცნიერო-  კვლევით,  უმაღლეს  საგანმანათლებლო ან  სხვა  პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც)   აქვს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ ერთი  რეიტინგული     სამეცნიერო     პუბლიკაცია     მაინც      სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.
3. მეცნიერი   თანამშრომლის  თანამდებობა   შეიძლება  დაიკავოს   პირმა,  რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების  ერთიანი  წესითა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული  ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
4. კონკურსი  გამოცხადდეს  2024 წლის 18 ოქტომბერს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 19 ნოემბრიდან 2024 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს 2024 წლის 29 ნოემბრისა.
5.  კონკურსი გამოცხადდეს ანდრია რაზმაძის  სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში:
მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
მათემატიკური ლოგიკის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული.
6. სამეცნიერო თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში  მონაწილეობის მსურველი ვალდებულია  განსაზღვრული  პირობებისა  და  ვადების  დაცვით  წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება    საკონკურსო   კომისიის    სახელზე    დადგენილი    ფორმის  მიხედვით (აკადემიური  საბჭოს  2017  წლის  31  მაისის   N63/2017  დადგენილება,  დანართი  N2);
ბ)  პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV).
დ)   შესაბამისი   აკადემიური  ხარისხის  დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო  ქვეყანაში მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი.
ე)სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი  პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის  შემთხვევაში   სამეცნიერო-კვლევით  პროექტებში  მონაწილეობის  შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის  გამოცდილების  ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გაცემული  დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის  ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა - სქესობრივი  თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ;
7. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 19 ნოემბრიდან 2024 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე, თსუ  ანდრია რაზმაძის სახელობის 
მათემატიკის  ინსტიტუტში. მისამართი: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის II შეს. N2, მე-2 სართული ოთახი N7.
8. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის  უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.
10.წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო  დეპარტამენტი, პერსონალის  მართვის     დეპარტამენტი,    შიდა აუდიტის   სამსახური,    საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ანდრია რაზმაძის სახელობის მატემატიკის ინსტიტუტი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემითანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 282/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების   შესახებ“   საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55- ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და  მე-3   ნაწილების   57-ე   მუხლის,    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის  იურიდიული პირის     – ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8  პუნქტის ,,ა”,  ,,ო” და  ,,პ”  ქვეპუნქტების,  მე-9  პუნქტის, „სსიპ    - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის   მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის   მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის  დამტკიცების   შესახებ“   რექტორის    2020 წლის     14 აგვისტოს №:154/01-01   ბრძანების  №1 დანართით დამტკიცებული „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  მამია  ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა  და სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის     ეკონომიკა  და  ბიზნესისი  ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 16  ოქტომბრის  № 27351/29 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.  გამოცხადდეს კონკურსი  მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად სსიპ   - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის ეკონომიკისა და   ბიზნესის   ფაკულტეტის  ბიზნეს   ადმინისტრირების სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.
2.  დამტკიცდეს კონკურსში მონაწილეობის მსურველის განცხადების ფორმა (დანართი №1).
3. კანდიდატების  შერჩევა  განახორციელოს სტიპენდიის  მიმნიჭებელმა   კომისიამ მოქმედი კანონმდებლობისა  და  „სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის    მიმნიჭებელი   კომისიის    შემადგენლობის   დამტკიცების   შესახებ“ რექტორის 2020 წლის 14 აგვისტოს №:154/01-01 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესის“ საფუძველზე.
4.   სტიპენდიის მოპოვების   მსურველმა   ბაკალავრიატის   სტუდენტებმა    კომისიის სახელზე წარადგინონ შემდეგი  დოკუმენტაცია:

ა) სტუდენტის განცხადება, წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) წინა სემესტრის      განმავლობაში     კონფერენციაში      მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი  დოკუმენტ(ებ)ი (დათარიღებული სერტიფიკატი ან ცნობა);
დ) წინა სემესტრის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ის ასლი;
ე) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  ერაზმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა, თსუ-სა   და  უცხო   ქვეყნის  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას   შორის  გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) საქართველოს ბანკიდან სტუდენტის საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი.

5 . სტიპენდიის მიღების  მსურველის  სტუდენტების  საბუთების მიღება მოხდეს  2024 წლის 21 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით.
6.  საკონკურსო  დოკუმენტაციის  მიღება  განხორციელდეს  ფაკულტეტის  სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა  მომსახურების  ცენტრში,
ელექტრონული ფოსტის გზავნილით, მისამართზე:  nana.chargeishvili@tsu.ge; (საკონტაქტო პირი: თეონა გამხუაშვილი ტელ: 2250484(9801);
7.  სტიპენდიანტების  შერჩევის თაობაზე რექტორის 2020 წლის 14 აგვისტოს №:154/01-01 ბრძანებით დამტკიცებული კომისიის  დასკვნა მომზადდეს არაუგვიანეს 2024
წლის  11  ნოემბრისა. დაევალოს კანცელარიას ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
8.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ   ვებგვერდზე    განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 283/01-01  

აშშ-ს ჯანმრთელობის    ეროვნული    ინსტიტუტის   ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ   დაფინანსებული „iCREATE  - კვლევის   მოცულობის   გაზრდა აღმოსავლეთ   ვროპაში“   პროექტის   ფარგლებში  პარტნიორ   ბაბეშ   ბოლიაის სახელობის უნივერსიტეტის    მიერ     თსუ-ს    საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისურენოვანი  სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის 2024/2025  სასწავლო წლის   გაზაფხულის   სემესტრისათვის    გამოყოფილი  სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი   კონკურსის   ჩატარებისა   და   საკონკურსო   კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის    2013 წლის    11 სექტემბრის   #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის    - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე -8 პუნქტის  "ა", ,,ბ”, ,,ო”, და  "პ" ქვეპუნქტების, მე -9 პუნქტის , ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    სტუდენტთა     საერთაშორისო   გაცვლით    და მობილობის პროგრამებში  მონაწილეობისათვის   შერჩევის   წესის   დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის  რექტორის   2021 წლის   31 მაისის    N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო   გაცვლით    და    მობილობის    პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა   შერჩევის   წესის   მე -4 მუხლის   მე -18  -  21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის  უფროსის  მოვალეობის შემსრულებლის წერილის (N 27594/10; 17.10.2024) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი ბაბეშ ბოლიაის სახელობის უნივერსიტეტის მიერ თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის  საზოგადოებრივი  ჯანდაცვის  ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის    სტუდენტებისთვის         2024/2025 სასწავლო    წლის
გაზაფხულის    სემესტრისათვის    გამოყოფილი   სტიპენდიების   კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2024 წლის 18 ოქტომბერს
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)  ნატო  ფიცხელაური   -  თსუ-ს  მედიცინის ფაკულტეტის   დეკანის  მოადგილე, საზოგადოებრივი     ჯანდაცვის     დეპარტამენტის     ასოცირებული     პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
ბ)  ნინო  ჩიხლაძე  -  საზოგადოებრივი  ჯანდაცვის  დეპარტამენტის   პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)  მარიამ ქებურია,   თსუ   ჰუმანიტარული  ფაკულტეტის ასისტენტ  პროფესორი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ  საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი  - ირინა გამყრელიძე;
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის  15/04, 22 დეკემბრის  33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04 და 10 მარტის N 9/04 ბრძანებებით  დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით   და   მობილობის   პროგრამებში  მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 284/01-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/ მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2024- 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/ მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“ თსუ რექტორის 2024 წლის 27 აგვისტოს N704/01-04 ბრძანებით დაიწყო წარმოება თსუ-ს სტუდენტებისათვის ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს. წარმოების შედეგად დადგინდა, რომ თსუ-ს რექტორის 2024 წლის 01 სექტემბრის N723/01-04 ბრძანებაში მითითებულ სტუდენტთა ნაწილს, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა წარმოება, ნამდვილად აქვს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, ხოლო სტუდენტთა ნაწილს არ უნდა შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი. ასევე, წარმოებისას დადგენილი იქნა თსუ-ს სტუდენტთა გარკვეული რაოდენობა, რომელთა მონაცემები არ იყო ზემოხსენებულ ბრძანებაში მითითებული და თუმცა მათ 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსი მესამედ ჰქონდათ არჩეული და კრედიტი არ ჰქონდათ მიღებული. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს და წარმოების პროცესში დადგენილ სტუდენტებს უნდა შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემეტრიდან. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N 27072/28; 11.10.2024; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N25130/27, 26.09.2024; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N24935/30, 25.09.2024; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის N26243/29, 07.10.2024; იურიდიული ფაკულტეტის დეკანის N5092/31-01, 26.09.2024; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის N23485/26, 11.09.2024 და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის N26063/32, 04.10.2024 წარდგინებების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/ მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);

1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);

1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);

1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);

1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);

1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6);

1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს და განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.

4. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.

5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 961/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პოლიტიკოსის, ქართული დიპლომატიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარის, აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო” და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პოლიტიკოსის, ქართული დიპლომატიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარის, აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 02 ივლისის N18/04 ერთობლივი ბრძანების და თსუ-ის ბიბლიოთკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის 2024 წლის 10 ოქტომბრის N 26743/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პოლიტიკოსის, ქართული დიპლომატიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარის, აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.

2. უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებს დაევალოთ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პოლიტიკოსის, ქართული დიპლომატიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარის, აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდიის დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის მიზნით კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2024 წლის 02 ოქტომბრის N 267/01-01 ბრძანებით შექმნილი კომისიისთვის კანდიდატების წარდგენა 2024 წლის 20 ოქტომბრამდე.

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

 

სრულად

ბრძანების N: 281/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2024 წლის მიღებაზე რეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტისთვის პრაქტიკული მოსინჯვის უზრუნველსაყოფად საგამოცდო კომისიის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის N42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები“-ის 24-ე მუხლის, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 11 ოქტომბრის N26867/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2024 წლის მიღებაზე რეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტისთვის პრაქტიკული მოსინჯვის უზრუნველსაყოფად საგამოცდო კომისია, პრაქტიკული მოსინჯვის თარიღი, დრო და ხანგრძლივობა (დანართი N1).

2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 279/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დებულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის გელა გელაშვილის 2024 წლის 11 ოქტომბრის N26926/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2024 წლის 10 ოქტომბრის სხდომის ოქმი ) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ჯამლეტ მონასელიძე - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

ბ) ალექსანდრე ღონღაძე - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

გ) გრიგოლ მამნიაშვილი - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ჯამლეტ მონასელიძე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ალექსანდრე ღონღაძე, საკონკურსო კომისიის მდივნად გრიგოლ მამნიაშვილი.

3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4.დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2024 წლის 18 ნოემბრისა.

5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი).

6.წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 280/01-01