Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

FPV დრონების პილოტირების კურსი

ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი აგრძელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უპილოტო საფრენი აპარატების აქტიურ პოპულარიზაციას. 

 

ამჯერად, სტუდენტებს გთავაზობთ FPV დრონების პილოტირების შემსწავლელ კურსებს. კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან:

 

თეორიული ნაწილი:

  • დრონის მუშაობის პრინციპი – რა ტიპის დრონები არსებობს და როგორია მათი ძირითადი კომპონენტები;
  • ავიაციის საფუძვლები – ფრენის დინამიკა, აეროდინამიკა, სიმძიმის ცენტრი და ბალანსი;
  • ბატარეებისა და ენერგიის მენეჯმენტი – ბატარეების გამოყენება და უსაფრთხოება;
  • დრონის ასაწყობი კომპონენტები – როგორ ავაწყოთ FPV დრონი;
  • სიხშირეები და სიგნალები;
  • უსაფრთხოება და რეგულაციები – ფრენის წესები, ზონები, სად შეიძლება და სად არა დრონის გაშვება;
  • მფრინავის პასუხისმგებლობა – ეთიკა, უსაფრთხოების პროტოკოლი.

 

 პრაქტიკული ნაწილი:

  • სიმულატორზე ვარჯიში – თავდაპირველად ფრენის უნარების განვითარება დრონის სიმულატორში;
  • FPV დრონის მართვა რეალურ გარემოში – სხვადასხვა მანევრის სწავლა: takeoff, flip და ა.შ.
  • პროგრამირება და ტუნინგი;
  • დრონის შეკეთება და ტექნიკური მხარდაჭერა – დაზიანებული კომპონენტების შეცვლა, ფრენის პრობლემების დიაგნოსტიკა.
  • გადაღება და მონაცემების ანალიზი;

 

კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები შეძლებენ:

  • FPV დრონის დამოუკიდებლად ფრენას.
  • FPV სისტემით ობიექტების დათვალიერებას ან ვიდეოგადაღებას.
  • თავიანთი დრონის დიაგნოსტიკას, შეკეთებას და პროგრამულად მართვას.
  • კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობის მიღებას.

 

რეგისტრაციის ვადები: 7 ივლისი - 10 ივლისი;

კურსები დაიწყება 14 ივლისს და გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში. 

კურსის ზუსტი განრიგი შედგება სტუდენტების საჭიროებიდან გამიმდინარე.

FPV დრონების პილოტირების კურსი უფასოა თსუ-ს სტუდენტებისთვის.

 

კურსზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

კურსის სპეციფიკა საჭიროებს მინიმალურ ცოდნას, ადგილები შეზღუდულია. 

TSU Knowledge Transfer and Innovation Center

ktic@tsu.ge | 577 978 722

თარიღი: 07/07/2025