საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2026 წლის 26 ივნისის №14171/10, №14172/10, №14180/10 წერილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 29 ივნისის №8 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:
ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის 82 ქვეპუნქტით №191 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება (ქართულ–ფრანგული)“ (დანართი №191);
ბ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 38-ე ქვეპუნქტით №38 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციალური მუშაობა” (დანართი №38);
გ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6614 ქვეპუნქტით №310 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „პოლიტიკის ანალიზი და საჯარო პოლიტიკა“ (დანართი №310).
დ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6616 ქვეპუნქტით №326 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ორგანიზაციის ტრანსფორმაცია და კონსულტირება“ (დანართი №326).
ე) II ნაწილის „დ“ პუნქტის 72-ე ქვეპუნქტით №72 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „სოციალური მუშაობა“ (დანართი №72);
ვ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 73-ე ქვეპუნქტით №73 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „სოციოლოგია“ (დანართი №73);
ზ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 74-ე ქვეპუნქტით №74 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება“ (დანართი №74);
თ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 75-ე ქვეპუნქტით №75 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „საზოგადოებრივი გეოგრაფია“ (დანართი №75);
ი) II ნაწილის „დ“ პუნქტის 761 ქვეპუნქტით №198 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „მასობრივი კომუნიკაცია“ (დანართი №198);
კ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 762 ქვეპუნქტით №199 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „საერთაშორისო ურთიერთობები“ (დანართი №199);
ლ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 767 ქვეპუნქტით №252 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „კულტურის და მედიის სოციოლოგია“ (დანართი №252);
მ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 768 ქვეპუნქტით №257 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „კონფლიქტოლოგია“ (დანართი №257);
ნ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 769 ქვეპუნქტით №268 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „დემოგრაფია“ (დანართი №268);
ო) II ნაწილის „დ“ პუნქტის 7610 ქვეპუნქტით №269 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება“ (დანართი №269);
პ) IV ნაწილის „ა“ პუნქტის 87-ე ქვეპუნქტით №87 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სამართალი“ (დანართი №87);
ჟ) IV ნაწილის „ა“ პუნქტის 88-ე ქვეპუნქტით №88 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „საერთაშორისო სამართალი“ (დანართი №88);
რ) IV ნაწილის „ბ“ პუნქტის 89-ე ქვეპუნქტით №89 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სამართალი“ (დანართი №89);
ს) IV ნაწილის „ბ“ პუნქტის 91-ე ქვეპუნქტით №91 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “საერთაშორისო სამართალი“ (დანართი №91);
ტ) IV ნაწილის „ბ“ პუნქტის 911 ქვეპუნქტით №207 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “მიგრაციის მართვა“ (დანართი №207);
უ) IV ნაწილის „დ“ პუნქტის 922 ქვეპუნქტით №253 დანართად დამტკიცებული ინტერფაკულტეტური პროგრამა „სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობა“ (დანართი №253).
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე