თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი იწვევს სტუდენტებს გრაფიკული დიზაინის სასწავლო კურსზე.
კურსს გაუძღვება გრაფიკული დიზაინის ლექტორი - მარიამ კაჭარავა. მას აქვს 5 წელზე მეტი გამოცდილება გრაფიკული დიზაინის ინდუსტრიაში. მონაწილეობდა გამოფენებში გერმანიაში, ესპანეთსა და პოლონეთში. თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოში და მუშაობს ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა: Adobe Spark და Adobe Max. კურსის ფარგლებში გაიმართება 5 ლექცია 2-4-7-9-11 ივლისს, ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრში. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
კურსის ფარგლებში შეისწავლით:
- რა არის გრაფიკული დიზაინი და გრაფიკული დიზაინი ყოველდღიურ ცხოვრებაში , ფოტოშოპის მიმოხილვა;
- ფერთა ფსიქოლოგია, ფერი როგორც ადამიანის გენეტიკური მეხსიერება;
- ტიპოგრაფია და კოლაჟის ხელოვნება;
- ლოგო და ბრენდების ევოლუცია ილუსტრატორის მიმოხილვა;
- პოსტერების ვორქშოფი.
მონაწილეობის მიღება უფასოა თსუ-ს ყველა სტუდენტისთვის, მონაწილეობა შეუძლიათ ყველა სტუდენტს ფაკულტეტისა და საფეხურის განურჩევლად.
რეგისტრაციისთვის შეავსეთ ბმული.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 30 ივნისი, 23:59