Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2025 წლის 13 იანვრის №1/01-01, 2025 წლის 5 აგვისტოს №166/01-01, №167/01-01 და №171/01-01 ბრძანებების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2025 წლის 12 სექტემბრის №51/2025 დადგენილების პირველი, მე-3, მე-7, მე-9 პუნქტები) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 15.10.2025, №18774/28; 13.10.2025, №18759/28; 13.10.2025, №18719/28; 15.10.2025, №18823/28) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 17 ოქტომბრის №10 სხდომის ოქმის საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:


ა) ფიზიკის დეპარტამენტი: 


ა.ა) პლაზმის ფიზიკის კათედრა: 


ალექსანდრე თევზაძე - პროფესორი;


ა.ბ) ელემენტარული ნაწილაკების და კვანტური ველების კათედრა: 


მერაბ გოგბერაშვილი - ასოცირებული პროფესორი;


ა.გ) რადიოფიზიკის, ფიზიკური პროცესების მოდელირების მიმართულება:


ოლეგ ხარშილაძე - ასოცირებული პროფესორი;


ა.დ) ატომისა და ატომბირთვის ფიზიკის კათედრა:


ზაალ მაჭავარიანი - ასოცირებული პროფესორი;


ბ) ქიმიის დეპარტამენტი: 


ბ.ა) ზოგადი, არაორგანული, მეტალორგანული ქიმიის კათედრა:


მაია რუსია - ასოცირებული პროფესორი;


ბ.ბ) ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრა:


მარინე რუხაძე - ასოცირებული პროფესორი;


ბ.გ) მაკრომოლეკულების ქიმიის კათედრა:


მარინა ქარჩხაძე - ასისტენტ-პროფესორი;


გ) გეოგრაფიის დეპარტამენტი:


გ.ა) ნიადაგების გეოგრაფიის კათედრა:


ბესიკ კალანდაძე - ასოცირებული პროფესორი;


გ.ბ) საქართველოს გეოგრაფიისა და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრა:


რობერტ მაღლაკელიძე - ასოცირებული პროფესორი;


დ) ფიზიკის დეპარტამენტისა და ბიოლოგიის დეპარტამენტის ბიოფიზიკის კათედრა (ინტერდისციპლინური):


მარიამ ხვედელიძე - ასისტენტ-პროფესორი.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე