Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ თურქეთში მარმარას უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია მარმარას უნივერსიტეტს ეწვია. სამუშაო შეხვედრებზე მთავარ თემებს წარმოადგენდა ორ უნივერსიტეტს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება. ასევე განიხილეს ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციებისა და ვორქშოფების ორგანიზების შესაძლებლობები.

 

მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, კიდევ უფრო გააძლიერონ ურთიერთობები და ხელი შეუწყონ მაღალი ხარისხის განათლებისა და მეცნიერების განვითარებას.

 

მარმარას უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი და წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა თურქეთში, რომელიც 1883 წელს დაარსდა და დღეს 85,000 სტუდენტსა და 3,500 პროფესორს აერთიანებს.

თარიღი: 08/04/2025