ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღის ფარგლებში, თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ფაკულტეტების დეკანებთან ერთად აბიტურიენტებს შეხვდა.
რექტორმა უნივერსიტეტში მიმდინარე ფუნდამენტურ ცვლილებებზე, სიახლეებსა და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რასაც თსუ სთავაზობს მომავალ სტუდენტებს.
ფაკულტეტების დეკანებმა აბიტურიენტებს მიაწოდეს ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამებზე სწავლა-სწავლების, საუნივერსიტეტო ცხოვრების, გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიების, სპორტული და შემოქმედებითი აქტივობების შესახებ.