Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოში იაპონიის საელჩომ უნივერსიტეტს ლიტერატურა გადმოსცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იაპონური ენისა და კულტურის ცენტრს საქართველოში იაპონიის ელჩმა იშიძუკა ჰიდეკიმ  საჩუქრად სასწავლო-სამეცნიერო და მხატვრულ ლიტერატურა გადმოსცა.    იაპონიის შესახებ წიგნები, იაპონიიდან  სპეციალურად თსუ-ს იაპონისტიკის ცენტრისთვის გამოიგზავნა. თავის მხრივ, 2010 წელს საქართველოში იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით  გაიხსნა სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი, რომელიც აღიჭურვა უახლესი ტექნიკური საშუალებებით და სასწავლო ლიტერატურით.  ცენტრი მნიშვნელოვან სასწავლო ბაზას წარმოადგენს იაპონური და ჩინური ენით დაინტერესებული სტუდენტებისთვის. 

 

შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობა მაინორ (დამატებითი) პროგრამის სახით 2007  წლიდან არსებობს თსუ-ში. 2023 წელს თსუ-ს განახლებულმა პროგრამამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია და ამჟამად ფუნქციონირებს ძირითადი საბაკალავრო პროგრამების ფორმატში - იაპონისტიკის და სინოლოგიის სპეციალობით.

 

ცოტა ხნის წინ იაპონიის საელჩოს მიერ ცენტრის ხელმძღვანელი ნანა გელაშვილი  "საქართველო-იაპონიის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის"დაჯილდოვდა.

თარიღი: 13/03/2025