20 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით ეწვია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მელინ არაკელიანი.
ელჩს უმასპინძლეს ინსტიტუტის, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრის აკადემიურმა პერსონალმა და გააცნეს ინსტიტუტის და ცენტრების საქმიანობა და აქტივობები.
ელჩმა გამართა საჯარო ლექცია, სადაც სტუდენტებს გააცნო ნიდერლანდების საკანონმდებლო ჩარჩო ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების მნიშვნელობაზე ნიდერლანდების სამეფოს საგარეო პოლიტიკაში. დამსწრე აუდიტორიას მიესალმნენ პროფესორი ირინე ქურდაძე და პროფესორი კონსტანტინე კორკელია.
ქალბატონი არაკელიანი ასევე შეეხო საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას და ისაუბრა დიპლომატიურ საქმიანობაზე, რამაც კიდევ უფრო გაამდიდრა ლექციის თეორიული და პრაქტიკული ღირებულება. შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.