სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისთვისა და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა-პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ გასული სამი წლის განმავლობაში 500-მდე სახელმძღვანელო, ლექსიკონი, მონოგრაფია, ატლასი და სხვა წიგნი გამოსცა.
თსუ გამომცემლობის ინფორმაციით, ფაკულტეტების მოთხოვნების შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში ასამდე ახალი სახელმძღვანელო შეიქმნა. თსუ რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას თქმით, „უნივერსიტეტში სასწავლო-სამეცნიერო პროცესის უკეთ წარმართვისთვის დავიწყეთ ახალი სახელმძღვანელოების გამოცემა და არსებულის გადამუშავება. ფაკულტეტებთან მუშაობაში გამოვლინდა თუ რომელი სახელმძღვანელოების გამოცემაა მიზანშეწონილი. ამასთან, ბეჭდურთან ერთად, მზადდება ელექტრონული გამოცემებიც, რომელიც თსუ გამომცემლობის ვებგვერდზე იტვირთება.“