Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) ყოველწლიური კონფერენცია

თსუ რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც  რიგაში, ლატვიის უნივერსიტეტში გაიმართა.

 

კონფერენციის ფარგლებში, EUA-ის წევრი უნივერსიტეტების ლიდერები და ექსპერტები სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან განიხილავდნენ,  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის საკითხებს,  მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად და  კრიზისების ეფექტანად სამართავი სტრატეგიების შემუშავებას.

 

ღონისძიების მონაწილეებმა ასევე განიხილეს EUA-ის სტრატეგიული გეგმის რეფორმის გზები, აკადემიური განვითარების შესაძლებლობები, უნივერსიტეტების ციფრული ტრანსფორმაცია და დაფინანსების მდგრადი მოდელები.

 

კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმაა ევროპული უნივერსიტეტების მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს  EUA-ის წევრ უნივერსიტეტების  ინტეგრაციას გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში.

თარიღი: 14/04/2025