Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამშრომლობის მემორანდუმი მოლდოვის ტექნიკურ უნივერსიტეტთან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მოლდოვის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობის განვითარების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და მოლდოვის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ვიორელ ბოსტანმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 

მოლდოვის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა. როგორც შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, მემორანდუმი უნივერსიტეტის აკადემიური წრეების, მკვლევრების, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების მობილობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

 

თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს აკადემიური პერსონალის მხარდაჭერას ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი პროექტების შექმნაში; დონორი ორგანიზაციებიდან დაფინანსების მოზიდვაში; კვლევითი ვიზიტების  და ერთობლივი კვლევითი შედეგების გამოქვეყნების ხელშეწყობას. სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნდება თსუ-სა და მოლდოვის ტექნიკურ უნივერსიტეტის პერიოდულ გამოცემებში.

თარიღი: 28/05/2025