Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის სამეცნიერო ჟურნალები საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდი ფაკულტეტისა და 16 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოცემული სამეცნიერო ჟურნალები საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებშია წარმოდგენილი.



სამეცნიერო ჟურნალების: „ფაზისი“ „სპეკალი“, „ჰუმანიტარული კვლევები, წელიწდეული“, „სამართლის ჟურნალი“, „საჯარო სამართლის ჟურნალი“, „ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი“, „ეკონომიკა და ბიზნესი“ და სხვა - ERIH PLUS, Scopus, EBSCO, ISSN, Google Copernicus და სხვა საერთაშორისო ბაზებში ინდექსირება მნიშვნელოვნად ზრდის ქართველი მეცნიერების შრომების ხელმისაწვდომობასა და ხელს უწყობს თსუ-ში წარმოებული კვლევების პოპულარიზაციას.

 

აღნიშნული წარმატება უნივერსიტეტელი მკვლევრების ერთობლივი და ხანგრძლივი შრომის შედეგია.

თსუ რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას თქმით, თსუ-ის საერთაშორისოდ აღიარებული სამეცნიერო ჟურნალები, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ კვლევების მნიშვნელობას, რომლებიც თსუ-ში წარმოებს.

„აღნიშნული ჩვენს მეცნიერებს აძლევს შესაძლებლობას, იყვნენ აქტიური მონაწილეები საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე, აგრეთვე, ხელს უწყობს თსუ-ის კვლევითი პოტენციალის აღიარებას საერთაშორისო დონეზე. უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად განაგრძობს კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას და სამეცნიერო პროდუქტიულობის კიდევ უფრო გაძლიერებას

თარიღი: 17/05/2025