თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში სპეციალური სტენდით ზუგდიდში წარსდგა.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ზუგდიდის ცენტრში მოსულ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ჩართულიყო სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ: შემეცნებით-გასართობ ცდებში ქიმიასა და ბიოლოგიაში, იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში და სპეციალურად მოწყობილ ქვიშის მოედანზე აღმოეჩინა დამალული არქეოლოგიური არტეფაქტები, დაეთვალიერებინა სტუდენტური ექსპედიციების დროს აღმოჩენილი მასალები, ჩართულიყო ხელოვნური ინტელექტის (AI )კუთხის აქტივობებში, მონაწილეობა მიეღო კიბერსპორტის ჩემპიონატში, VR სათვალით დაეთვალიერებინა ვირტუალური თსუ, გამოეცადა საკუთარი თავი შემეცნებით თამაშში City Game გეოგრაფიისა და ისტორიის თემატიკაზე, ტელესკოპით დაეთვალიერებინა ციური სხეულები, ასევე გასცნობოდა საინტერესო ფაქტებს ჩვენს გალაქტიკასა და, ზოგადად, კოსმოსზე.