Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზეთის ინსტიტუტის 2025 წლის 25 მარტის №5335/10-02 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 31 მარტის №4 სხდომის ოქმის  საფუძველზე,  


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - აფხაზეთის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №63/2018 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:


ა) მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1. ინსტიტუტის მართვის ორგანოებია: ინსტიტუტის საბჭო, ინსტიტუტის დირექტორი (შემდგომში - „დირექტორი”) და ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი (შემდგომში „აღმასრულებელი დირექტორი”).
2. ინსტიტუტისთვის გათვალისწინებული თანამდებობების დასახელებებია: ინსტიტუტის დირექტორი, ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, მთავარი სპეციალისტი და უფროსი ლაბორანტი.“.


ბ) დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


მუხლი 5. ინსტიტუტის დირექტორი, აღმასრულებელი დირექტორი
1.   ინსტიტუტის დირექტორს ნიშნავს რექტორი 4 წლის ვადით.
2.   ინსტიტუტის დირექტორი:
ა) ადგენს გრძელვადიან სტრატეგიული განვითარების გეგმას;
ბ) შეიმუშავებს ინსტიტუტის სამეცნიერო და სასწავლო პროგრამებს და დასამტკიცებლად
წარუდგენს ინსტიტუტის საბჭოს;
გ) ყოველწლიურად ინსტიტუტის საბჭოს წარუდგენს ინსტიტუტის საქმიანობის ანგარიშს;
დ) წარმოადგენს ინსტიტუტს მესამე პირებთან ურთიერთობაში საერთაშორისო დონეზე.
3. ინსტიტუტის დირექტორი ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორისა ინსტიტუტის საბჭოს წინაშე.
4.   ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს წიშნავს რექტორი 4 წლის ვადით.
5.   ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს ინსტიტუტის პროგრამების განხორციელებას;
ბ) ამყარებს კავშირებს აფხაზურ მხარესთან და ორგანიზებას უწევს მათთან ურთიერთობასა და თანამშრომლობას;
გ) ორგანიზებას უწევს ინსტიტუტის სამეურნეო საქმიანობას;
დ) ხელმძღვანელობს ინსტიტუტის საგამომცემლო საქმიანობას;
ე) წარმოადგენს ინსტიტუტს მესამე პირებთან ურთიერთობაში შიდასახელმწიფოებრივ დონეზე.
6. ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორის წინაშე.
7.   ინსტიტუტის დირექტორს ჰყავს მოადგილე სასწავლო-სამეცნიერო დარგში, რომელიც:
ა)    ხელმძღვანელობს აფხაზური ზეპირმეტყველების სასწავლო კურსებს;
ბ) ახორციელებს ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების რედაქტირებას და ამზადებს პუბლიკაციებისთვის;
გ) ხელმძღვანელობს ინსტიტუტის სამეცნიერო პოპულარულ ჟურნალს (ალმანახს).
8. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ანგარიშვალდებულია ინსტიტუტის დირექტორის წინაშე.“.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3.  აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე