საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2024 წლის 14 ნოემბრის №310/01-01 და 2024 წლის 15 ნოემბრის №311/01-01 და №312/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2024 წლის 28 ნოემბრის №129/2024 დადგენილება) გადაწყვეტილებისა (წერილი: 26.12.2024, №35223/32) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 3 თებერვლის №2 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:
ა) ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის კათედრა:
ლალი შარვაძე - პროფესორი;
ბ) მეანობა-გინეკოლოგიის და რეპროდუქტოლოგიის კათედრა:
ბ.ა) ჯენარო ქრისტესაშვილი - პროფესორი;
ბ.ბ) დავით დავარაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
გ) პედიატრიის კათედრა:
ლალი საგინაძე - ასოცირებული პროფესორი;
დ) სტომატოლოგიის დეპარტამენტის ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის და სტომატოლოგიის დაავადებათა პროფილაქტიკის კათედრა:
რუსუდან ივანიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ე) კლინიკური და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების კათედრა:
თინათინ სუპატაშვილი - ასოცირებული პროფესორი.
ვ) პათოლოგიისა და სასამართლო მედიცინის კათედრა:
ქეთი ცომაია - ასისტენტ-პროფესორი;
ზ) ონკოლოგიის და პალიატიური მზრუნველობის კათედრა:
მიხეილ ბარამია - ასისტენტ-პროფესორი;
თ) კლინიკური ქირურგიის კათედრა II:
ბესიკ კვიცარიძე - ასისტენტ-პროფესორი.
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე