სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას აქტივების დაზღვევის მენეჯერის პოზიციაზე (კორპორაციული რისკების დეპარტამენტში).
მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.76მ
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
· ჯანმრთელობის დაზღვევას;
· დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
· თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს.
ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:
· სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიებთან ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
· კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივების დაზღვევის პროცესების მართვა;
· მონაცემთა ბაზებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, განახლება და ადმინისტრირება;
· სადაზღვევო ბაზრის ანალიზი;
· ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება;
· აუცილებელია სადაზღვევო პროდუქტებთან მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება და სადაზღვევო პროდუქტების ცოდნა;
· სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე;
· აუცილებელია Microsoft Office-ის პროგრამების (Excel-ის) ცოდნა მაღალ დონეზე.
პიროვნული თვისებები და საჭირო უნარები:
· ეფექტური კომუნიკაცია;
· სამუშაოს დაგეგმვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;
· მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
· დროის ეფექტურად მართვა;
· გუნდური მუშაობა.
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული