Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანების არჩევის წესის  შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

 

1. მიღებულ იქნეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანების არჩევის წესი (დანართი 1).


2. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 179

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის, “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2008 წლის №91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და ასოცირებულ პროფესორად არჩეულ იქნენ ფატმან ანთაძე და თეა შურღაია.


2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის დასკვნა.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა,
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 178

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის, “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2008 წლის #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის #13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და ასოცირებულ პროფესორად არჩეულ იქნეს ლელა გაფრინდაშვილი.


2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


 

საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის დასკვნა.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 177

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშნულ აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 23 სექტემბრის №135 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
07.02.2012, №8/2012 დადგენილებით

 

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად.

 

1. შევიდეს ცვლილება "იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშნულ აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 23 სექტემბრის №135 დადგენილებაში და ძალადაკარკულად იქნას ცნობილი აღნიშნული დადგენილების 1-ლი პუნქტის "გ"  ქვეპუნქტი.


2. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს თსუ წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის წერილი №760/02, 23.01.2009წ.  იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულების წარდგინება №974/02, 27.01.2009წ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 176

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის წარმოდგენის პროცედურისა დამტკიცების შესახებ

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის ”ს” ქვეპუნქტის შესაბამისად,

 

1. დამტკიცდეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის წარმოდგენის პროცედურა (დანართი 1), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების კითხვარი (დანართი 2) და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების ფორმა და კრიტერიუმები (დანართი 3).


2. დადგენილებაზე კონტროლი დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ირინე დარჩიას.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ
 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 175

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწფიო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული პრაქტიკის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის შესაბამისად,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული პრაქტის სახელმძღვანელო (დანართი 1).


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 174

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მიღების წესის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
2017 წლის 10 თებერვლის №16/2017 დადგენილებით

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის შესაბამისად,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მიღების წესი  ( დანართი 1).


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 173

  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების წარმოდგენის ინსტრუქციის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
16.03.2011, №26/2011დადგენილებით

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის შესაბამისად,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების წარმოდგენის ინსტრუქციის ახალი რედაქცია (დანართი 1).


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 172

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
16.03.201, №27/2011დადგენილებით


 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის შესაბამისად,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქცია (დანართი 1).


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 171

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალის სრული, ასოცირებული  და ასისტენტ პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
10.03.2010 , №27/2010 დადგენილებით

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად,

 

 

I. თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობა დაიყოს "ა" და "ბ" კატეგორიებად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

 

1.  კატეგორია "ა" აერთიანებს სრულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16 საათიან (8 საათიან სააუდიტორიო, 8 საათიან  საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასოცირებულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24 საათიან (12 საათიან სააუდიტორიო, 12 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასისიტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 26 საათიან (14 საათიან სააუდიტორიო, 12 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 2000 ლარის ოდენობით, ასოცირებული პროფესორის თვეში 1700 ლარის ოდენობით. ასისტენტ პროფესორის თვეში 900 ლარის ოდენობით. 

 

2. კატეგორია "ბ" აერთიანებს სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის №122 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური პერსონალის მინიმალურ დატვირთვას. სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 900 ლარის ოდენობით. ასოცირებული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 720 ლარის ოდენობით. ასისტენტ პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 540 ლარის ოდენობით. 

 

II. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის
მოვალეობის შემსრულებლის წერილი №25196/02 26.12.2008წ; №224/02 12.01.2009წ; პერსონალის მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი №25302/02 29.12.2008წ.

 

 

პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 170

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალის სრული, ასოცირებული  და ასისტენტ პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
10.03.2010, №26/2010 დადგენილებით

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად,
I. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბლისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორების შრომითი ანაზღაურება დაიყოს   " ა"   და " ბ" კატეგორიებად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:


 
1.  კატეგორია "ა" აერთიანებს სრულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16 საათიან (8 საათიან სააუდიტორიო, 8 საათიან  საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასოცირებულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 20 საათიან (10 საათიან სააუდიტორიო, 10 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასისიტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24 საათიან (12 საათიან სააუდიტორიო, 12 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას.
სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 2000 ლარის ოდენობით, ასოცირებული პროფესორის თვეში  1600 ლარის ოდენობით. ასისტენტ პროფესორის თვეში 900 ლარის ოდენობით. 
2. კატეგორია "ბ" აერთიანებს სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის №122 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური პერსონალის მინიმალურ დატვირთვას.
სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 900 ლარის ოდენობით. ასოცირებული პროფესორის თვეში _ 720 ლარის ოდენობით. ასისტენტ-პროფესორის თვეში 540 ლარის ოდენობით. 


II. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს
III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი №25163/02 25.12.2008წ; №371/02 14.01.2009წ; პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი №25302/02 29.12.2008წ.
 
 


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 169

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სრული, ასოცირებული  და ასისტენტ - პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
10.03.2010 , №28/2010 დადგენილებით


 
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად,

 

I. თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების  შრომის ანაზღაურების ოდენობა დაიყოს "ა-1” ,,ა-2” და "ბ” კატეგორიებად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

 

1. კატეგორია "ა-1" აერთიანებს სრულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16 საათიან (8 საათიან სააუდიტორიო, 8 საათიან  საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასოცირებულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 20 საათიან (10 საათიან სააუდიტორიო, 10 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასისიტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24 საათიან (12 საათიან სააუდიტორიო, 12 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1800 ლარის ოდენობით, ასოცირებული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1390 ლარის ოდენობით, ასისტენტ-პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 890 ლარის ოდენობით. 

2. კატეგორია ,,ა-2” აერთიანებს სრულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 12 საათიან (6 საათიან სააუდიტორიო, 6 საათიან  საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასოცირებულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16 საათიან (8 საათიან სააუდიტორიო, 8 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასისიტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 20 საათიან (10 საათიან სააუდიტორიო, 10 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1350 ლარის ოდენობით, ასოცირებული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს  თვეში 1055 ლარის ოდენობით, ასისტენტ-პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 715 ლარის ოდენობით. 

3. კატეგორია "ბ" აერთიანებს სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის # 122 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური პერსონალის მინიმალურ დატვირთვას. სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 900 ლარის ოდენობით. ასოცირებული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 720 ლარის ოდენობით.Aასისტენტ-პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 540 ლარის ოდენობით. 

 

II. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის    დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი №478/02 16.01.2009წ;  პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი №25302/02 29.12.2008წ.

 

 

პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე 
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 168

იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით


 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად,

 

I. თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობა დაიყოს "ა” და "ბ” კატეგორიებად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

 

1. კატეგორია "ა" აერთიანებს ასისტენტ-პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24 საათიან (12 საათიან სააუდიტორიო, 12 საათიან  საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. "ა" კატეგორიის ასისტენტ-პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 920 (ცხრაას ოცი) ლარის ოდენობით.

2. კატეგორია "ბ" აერთიანებს ასისტენტ-პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16 საათიან (8 საათიან სააუდიტორიო, 8 საათიან  საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. "ბ" კატეგორიის ასისტენტ-პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 675 (ექვსას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.

 

II. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი, №25262/02 26.12.2008წ;  №437/02 16.01.2009წ; №25149/02 25.12.2008წ; პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი №25302/02 29.12.2008წ.

 

 

პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე 
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 167

იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით



ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
18.06.2009, №232 დადგენილებით

 


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად,

 

I. თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობა დაიყოს "ა” და "ბ” კატეგორიებად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

 

1. კატეგორია "ა" აერთიანებს ასისტენტ-პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24 საათიან (12 საათიან სააუდიტორიო, 12 საათიან  საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. "ა" კატეგორიის ასისტენტ-პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 920 (ცხრაას ოცი) ლარის ოდენობით.

2. კატეგორია "ბ" აერთიანებს ასისტენტ-პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16 საათიან (8 საათიან სააუდიტორიო, 8 საათიან  საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. "ბ" კატეგორიის ასისტენტ-პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 675 (ექვსას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.

21. აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრული ოდენობის შენარჩუნების პირობებში, აუცილებლობიდან გამომიდანარე, ნებადართულ იქნეს აკადემიური პერსონალის მიერ საშუალოკვირეული დატვირთვის შესრულება. (18.06.2008, №232).

 

II. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი, №25262/02 26.12.2008წ;  №437/02 16.01.2009წ; №25149/02 25.12.2008წ; პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი №25302/02 29.12.2008წ.

 

 

პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე 
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 167

მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სრული, ასოცირებული  და ასისტენტ - პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
10.03.2010 , №29/2010 დადგენილებით

 

 
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად,

 

I. თსუ მედიცინის ფაკულტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ- პროფესორების  შრომის ანაზღაურების ოდენობა დაიყოს "ა-1” ,,ა-2” კატეგორიებად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:


1.  კატეგორია "ა-1" აერთიანებს სრულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 6 საათიან ყოველკვირეულ სააუდიტორიო დატვირთვას. ასოცირებულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 8 საათიან ყოველკვირეულ საუდიტორიო დატვირთვას. ასისიტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 10 საათიან  ყოველკვირეულ სააუდიტორიო დატვირთვას. სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1190 ლარის ოდენობით, ასოცირებული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 970 ლარის ოდენობით, ასისტენტ-პროფესორის თვეში - 750 ლარის ოდენობით.

2. კატეგორია "ა-2" აერთიანებს სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის №122 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური პერსონალის მინიმალურ დატვირთვას. სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1030 ლარის ოდენობით. ასოცირებული პროფესორის თვეში 830 ლარის ოდენობით. ასისტენტ პროფესორის თვეში 630 ლარის ოდენობით. 

 

II. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი №25479/02, 31.12.2008წ. პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი №25302/02, 29/12.2008წ.

 

 

პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე 
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 166

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შექმნის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,

 

1. მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისტურიზმის საერთშორისო სკოლის შექმნის შესახებ.


2. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 165

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შექმნის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
2.05.2011, №41/2011დადგენილებით



“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,

 

1. შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეული - ტურიზმის საერთაშორისო სკოლა. (2.05.2011, №41/2011)

 

11. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლას, მის მიერ საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესებისაგან განსხვავებული წესით საქმიანობის უფლებამოსილებები და ამ უფლებამოსილებების განხორციელებისას უზრუნველსაყოფი თანმდევი ღონისძიებების განხორციელების პირობები განესაზღვროს თავისი დებულებით. (2.05.2011, №41/2011)
 

2. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 165

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 19 მაისის №87 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

 

1. შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 19 მაისის №87 დადგენილების II ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტში და 2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტირისათვის მაგისტრატურაში მიღებისა და სასწავლო სემესტრის ვადები განისაზღვროს შემდეგი წესით:

 

“3. მაგისტრატურაში მიღება:

3.1 საბუთების მიღება –  11 - 25 თებერვალი;
3.2 გამოცდები –2– 10 მარტი;
3.3 დადებითქულიანი კონკურსანტების სიების გამოცხადება – 11 მარტი;
3.4 ბრძანება ჩარიცხვაზე –  12 მარტი.

 

4. სასწავლო სემესტრის ვადები ( მაგისტრატურა ):

 

4.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია –  12 მარტი – 23 მარტი;
4.2 სააუდიტორიო მეცადინეობები – 16მარტი  – 27ივნისი;
4.3 სასესიო პერიოდი –  29 ივნისი  –  10 ივლისი.”

 

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 164

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაში შემსვლელთათვის უცხო ენის გამოცდისა და მაგისტრატურაში ინგლისური ენის სწავლების შესახებ“ 2008 წლის 9 იანვრის N74 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
16.02.2009 , №180 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის შესაბამისად,

 

1. შევიდეს ცვლილებები „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაში შემსვლელთათვის უცხო ენის გამოცდისა და მაგისტრატურაში ინგლისური ენის სწავლების შესახებ“ 2008 წლის 9 იანვრის N74 დადგენილებაში  და მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„3. სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა განსაზღვროს ინგლისური ენის სწავლების საკითხი და სტატუსი (სავალდებულო ან არჩევითი). „

 

1. ამოღებულ იქნეს დადგენილების მე–4 პუნქტი.
2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 163

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესსში დამატებების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, № 36/2010 დადგენილებით

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

 

1. ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს №92 დადგენილებაში შევიდეს ცვლილება:

 

მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი პუნქტი:
,,დამატებითი სემესტრის სტუდენტს სემესტრის გაცდენა ჩაეთვალოს საპატიოდ:

 

ა) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გამო;
ბ) მძიმე ავადმყოფობის მიზეზით.”

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 162