პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებული პროფესიული განათლების II კონფერენციის ,,პროფესიული განათლება საქართველოში: შესაძლებლობები და გამოწვევები“ მონაწილეები კახეთს ეწვივნენ.
პროფესიული სტუდენტებმა, კურსდამთავრებულებმა და მასწავლებლებმა ექსკურსიის ფარგლებში დაათვალიერეს XVI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - გრემის მთავარანგელოზის სამონასტრო კომპლექსი და კომპლექსთან არსებული მუზეუმი.
კახეთში ექსკურსიის ყველაზე ემოციური ნაწილი სოციალურ საწარმოში „თემი“ ვიზიტი იყო, რომლის ბენეფიციარებმაც სტუმრებისთვის სპეციალური წარმოდგენა გამართეს.